ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
8 თებერვალი 2024, 11:55
2024-02-08
Facebook და Instagram AI-ის მიერ გენერირებულ სურათებს შესაბამის აღნიშვნას გაუკეთებენ
Meta ამბობს, რომ ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს, რომელსაც სხვა კომპანიების ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებით გენერირებული ყალბი სურათების აღმოჩენა და მარკირება შეეძლება.
ტექნოლოგია კომპანიის პლატფორმებზე Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
Meta AI სურათებს, რომლებიც მათი სისტემებით არის გენერირებული, სხვებისგან უკვე .გამოჰყოფს. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ტექნოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია, ხელოვნური ინტელექტით გამოწვეულ სიყალბეს დაძლევს.
თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტმა BBC-ის განუცხადა, რომ ასეთი ხელსაწყოების გვერდის ავლა ადვილია.
Meta-ს უფროსი აღმასრულებელი, სერ ნიკ კლეგი ბლოგში ამბობს, რომ «მომავალ თვეებში» ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, ყალბი სურათების მონიშვნის პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ტექნოლოგია «ჯერ არ არის მზად» და აღნიშნა, რომ კომპანიას «დანარჩენი ინდუსტრიისთვის იმპულსისა და სტიმულის შექმნა სურს».
მერილენდის უნივერსიტეტის AI ლაბორატორიის დირექტორი, პროფესორი სოჰეილ ფეიზი, ვარაუდობს, რომ ასეთი სისტემებისთვის თავის არიდება ადვილია.
«ამ დეტექტორებს სურათების თავზე მსუბუქი დამუშავების შედეგად თავს აარიდებთ და მათ ასევე შეიძლება ცრუ შედეგების მაღალი მაჩვენებელი ჰქონდეთ». — ამბობს სოჰეილ ფეიზი. «ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ეს აპლიკაციების ფართო სპექტრისთვის შესაძლებელია».
Meta-მ დააკონკრეტა, რომ ინსტრუმენტი აუდიოსა და ვიდეოზე არ იმუშავებს. სანაცვლოდ მომხმარებლებს სთხოვს, რომ ეს თავად გააკეთონ — აღიარონ, რომ პროდუქტი AI-ის მიერ არის შექმნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმაზე შეზღუდვებს დაუწესებენ.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.