ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google-ს მრავალმილიარდიანი სასამართლო პროცესი ემუქრება

Guardian-ის ტექნოლოგიების ყოფილი რედაქტორი, ჩარლზ არტური ამტკიცებს, რომ Google-მა ონლაინ რეკლამებში დომინანტური პოზიცია უკანონოდ გამოიყენა და იმ ინფორმაციის გავრცელება შეამცირა, რომელსაც გამომცემლები იყენებდნენ.

კომენტარის დატოვება

Google-ის წინააღმდეგ სარჩელი 3,4 მილიარდი ფუნტის (4,2 მილიარდი დოლარი) კომპენსაციის მოთხოვნით შეიტანეს. 

კომპანიამ განაცხადა, რომ სპეკულაციურ ქმედებებს ენერგიულად შეებრძოლება და სიმართლეს დაამტკიცებს.

ეს Google-ის წინააღმდეგ უკვე მეორე მსგავსი სარჩელია. პირველი შემთხვევა Ofcom-ის (თავრობის მიერ დამტკიცებული მარეგულირებელი ორგანო გაერთიანებული სამეფოში) ყოფილ დირექტორს, კლაუდიო პოლაკს უკავშირდება, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტისგან 13,6 მილიარდ ფუნტამდე ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

საქმე სარეკლამო ტექნოლოგიას — adtech-ს ეხება, წამში იღებს გადაწყვეტილებას, რომელი რეკლამა ანახონ მომხმარებლებს, რამდენი დაჯდება და რამდენს გამოიმუშავებენ გამომცემლები.

სარეკლამო ტექნოლოგიაში Google-ის დომინაციის საქმეს დიდი ბრიტანეთის კონკურენციის მარეგულირებელი, კონკურენციისა და ბაზრის ორგანო (CMA) იკვლევს.

სარჩელში არტური ამტკიცებს, რომ Google-ის მიერ პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო, adtech სერვისების ფასები გაიზარდა და გამომცემლების შემოსავალი, რომელსაც რეკლამებით გამოიმუშავებდნენ, უკანონოდ შემცირდა.

«CMA ამჟამად Google-ის ანტიკონკურენტულ ქცევას იკვლევს, მაგრამ უფლება არ აქვთ, რომ მათ კომპენსაციის გადახდა მოსთოვონ. ჩვენ ამის გამოსწორება მხოლოდ სასამართლოს საშუალებით შეგვიძლია». — წერს არტური.

Google-მა თავის სარეკლამო ინსტრუმენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი ვებსაიტებისა და აპლიკაციების დახმარებაა.

«ჩვენი adtech მილიონობით ვებსაიტსა და აპს კონტენტის დაფინანსებაში ეხმარება და საშუალებას აძლევს, მოხმარებლებამდე ეფექტურად მიაღწიონ». — განაცხადეს კომპანიაში.

მიუხედავად იმისა, რომ CMA-მ დაადგინა, რომ Google adtech-ის სახით უდიდეს პროვაიდერს ფლობდა კომპანია მაინც ამტკიცებს, რომ მას ბევრი კონკურენტი ჰყავს. ასევე ამბობს, რომ მისი adtech-ის საფასური დაბალია, ან ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებლებს ემთხვევა.

საქმეში, რომელიც იანვარში დაიწყო, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა Google-ს «ინდუსტრიის ბეჰემოთი» უწოდა, რომელმაც ლეგიტიმური კონკურენციის წესები დაარღვია.

სხვათაშორის, 2021 წელს ფრანგულმა მარეგულირებელმა, Autorité de la Concurrence-მა Google სარეკლამო სექტორის წესების დარღვევის გამო 220 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Google-ის თანამშრომლები აშშ-ში სამუშაო ადგილების შემცირებებს აპროტესტებენ
Google-ის თანამშრომლები აშშ-ში სამუშაო ადგილების შემცირებებს აპროტესტებენ
თემის მიხედვით
Google-ის თანამშრომლები აშშ-ში სამუშაო ადგილების შემცირებებს აპროტესტებენ
აშშ Google-ს სარეკლამო კონკურენტების „განდევნაში“ ადანაშუალებს
აშშ Google-ს სარეკლამო კონკურენტების «განდევნაში» ადანაშუალებს
თემის მიხედვით
აშშ Google-ს სარეკლამო კონკურენტების «განდევნაში» ადანაშუალებს

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის
კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.