ყველაზე დიდი თაღლითობა გერმანიის ისტორიაში - Wirecard-ის საქმეზე სასამართლო დაიწყო
დღეს, 8 დეკემბერს ონლაინ გადახდების გერმანული კომპანია Wirecard-ის შესახებ სასამართლო პროცესი დაიწყო — საქმე გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდ თაღლითობას ეხება.
დღეს, 8 დეკემბერს ონლაინ გადახდების გერმანული კომპანია Wirecard-ის შესახებ სასამართლო პროცესი დაიწყო — საქმე გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდ თაღლითობას ეხება.
Wirecard-ს წლების განმავლობაში მარკუს ბრაუნი ხელმძღვანელობდა. კომპანიის ზრდის მასშტაბების გამო ფინანსისტები და პოლიტიკოსები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. თუმცა, ის თაღლითობაზე იყო დაფუძნებული და ჩამოიშალა.
პროცესი მიუნხენის გაძლიერებული უსაფრთხოების ციხის სასამართლო დარბაზში მიმდინარეობს.
მარკუს ბრაუნს წინასწარ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის ბრალდებებს უარყოფს.
ბრაუნთან ერთად თაღლითობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე Wirecard-ის 2 ყოფილი მენეჯერიც წარდგება: ოლივერ ბელენჰაუსი Wirecard-ის დუბაის შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი იყო, ხოლო სტეფან ფონ ერფა ბუღალტერიას ხელმძღვანელობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე მათგანს თავისუფლების მრავალწლიანი აღკვეთა ემუქრება.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც თაღლითობაში ბრალი ედება, თუმცა, დაკავებული არ არის, იან მარსალეკია. გავრცელებული ინფორმაციით, რომ ის მარკუს ბრაუნის მარჯვენა ხელი იყო. 2020 წლის ივნისში ის სავარაუდოდ ბელარუსში, შემდეგ კი რუსეთში გაიქცა და თავს იქ აფარებს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან მარსკალეკის კავშირებს უარყოფს.
Wirecard 1999 წელს მიუნხენში შეიქმნა.
კომპანია საკრედიტო ბარათებით ონლაინ გადახდებს ახორციელებდა, ძირითადად, პორნო და გემბლინგ საიტებზე. შემდეგ ის გაფართოვდა, ბანკად იქცა და საკრედიტო და წინასწარი გადახდის ბარათებს უშვებდა.
2005 წელს Wirecard ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე შევიდა, 2018 წელს კი DAX-ის ლურჯი ჩიპის აქციებს ინდექსს — ლურჯი ჩიპი არის კომპანია შესანიშნავი რეპუტაციით. როგორც წესი, ეს არის დიდი, კარგად ჩამოყალიბებული და ფინანსურად მდგრადი კომპანიები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს, აქვს საიმედო შემოსავალი და ინვესტორებს დივიდენდებს ხშირად უხდის.
მისი აქციების ფასი 140 ევრომდე აიწია, ღირებულება კი 24 მილიარდი ევრო გახდა. კომპანიას გერმანიის მაშინდელი კანცლერი, ანგელა მერკელიც ლობირებდა ჩინეთში 2019 წელს ვიზიტის დროს.
თუმცა, პარალელურად მედიაში ჩნდებოდა კითხვები Wirecard-ის თანხებთან დაკავშირებით. 2016 წელს კვლევის უცნობმა კომპანიამ განაცხადა, რომ Wirecard ფულის გათეთრებასა და თაღლითობასთან არის კავშირში.
კომპანიამ ინვესტორებისა და ჟურნალისტების მხრიდან ბრალდებები უარყო და გერმანიის ხელისუფლებამ მას მხარი დაუჭირა. Financial Times-ის ჟურნალისტი, დენ მაკკრამი Wirecard-ის შესახებ ნეგატიური სტატიის დაწერისთვის კომპანიის სამიზნე გახდა.
2019 წლის დასაწყისში Wirecard-მა განაცხადა, რომ Financial Times-ის სტატია, რომლის თანახმადაც, კომპანიას ყალბი და ვადაგასული კონტრაქტები აქვს, ცილისმწამებლურია.
გაჟონილმა დოკუმენტებმა Winecard-ის აზიურ ოპერაციებში საბუღალტრო დარღვევები გამოავლინა, თუმცა, კომპანიამ განაცხადა, რომ საქმე სპეკულაციებთან გვაქვს.
Wirecarad-ის ქმედებების გამოძიების ნაცვლად გერმანიის მარეგულირებელმა უწყებამ ჟურნალისტების საქმიანობის გამოძიება დაიწყო, ინვესტორებს კი short selling — მოკლე გაყიდვები აუკრძალა. [მოკლე ვაჭრობა ხდება მაშინ, როდესაც ტრეიდერი იღებს სესხს ბროკერის მეშვეობით, რომელიც ჩვეულებრივ ფლობს სხვა ტრეიდერის ფასიან ქაღალდებს].
2020 წელს Wirecard ჩამოიშალა. კომპანია იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ 1.9 მილიარდი ევრო, რომელიც მისი ანგარიშებიდან გაქრა, სავარაუდოდ, არც არასდროს არსებობდა.
კომპანიაში ინვესტირებით ფული არაერთმა ადამიანმა დაკარგა. ზარალის საერთო რაოდენობა 4 მილიარდი აშშ დოლარია.
ორმა ფილიპინურმა ბანკმა, რომლებიც თითქოს Wirecard-ის ფულს ინახავდნენ, თქვეს, რომ არასდროს ყოფილან ამ კომპანიის კლიენტები, შემდეგ კი წარდგენილი კრედიტორებისგან გადახდისუუნარობის დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართა.
მარეგულირებელმა განაცხადა, რომ გერმანული ტექ სექტორის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კატასტროფული და სამარცხვინო გახდა.
ბრალმდებლების განცხადებით, მარკუს ბრაუნმა იცოდა, რომ ფინანსური ანგარიშები, რომელსაც ხელს აწერდა, არასწორი იყო — ის აყალბებდა დოკუმენტებს, რომ ეჩვენებინა, რომ ჰქონდა იმდენი ფული, რომელიც სინამდვილეში არასდროს ჰქონია.
სასამართლოს ვერდიქტი 2024 წელს ან უფრო გვიან გამოცხადდება.