ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რამდენის გამომუშავება შეუძლიათ ხელოვანებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტით

Ტექნოლოგიური კომპანიები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მონეტიზაციას იწყებენ, შემქმნელები კი, რომელთა ნამუშევრებზეც AI იწვრთნება, თავიანთ სამართლიან წილს ითხოვენ. Თუმცა ჯერჯერობით ვერავინ თანხმდება, უნდა გადაუხადონ თუ არა ხელოვანებს.

კომენტარის დატოვება

ავტორთა გილდიის ბოლო ღია წერილი, რომელსაც ხელს 8500-ზე მეტი მწერალი აწერს, მათ შორის მარგარეტ ეტვუდი, დენ ბრაუნი და ჯოდი პიკულტი, AI კომპანიებს მოუწოდებს, სათანადო ავტორიზაციის ან კომპენსაციის გარეშე ნამუშევრების გამოყენება შეწყვიტონ. ამავდროულად, არტისტებმა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მომწოდებლების წინააღმდეგ, როგორიცაა Stability AI, MidJourney და Microsoft საავტორო უფლებების ბოროტად გამოყენების გამო მრავალი სარჩელი აღძრეს.

ზოგიერთმა მიმწოდებელმა პირობა დადო, რომ «შემქმნელთა ფონდებს» და სხვა საშუალებებს შექმნის, რათა ხელოვანებს, ავტორებსა და მუსიკოსებს, რომელთა ნამუშევრებიც ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაქმნელად გამოიყენეს, გადაუხადოს. ზოგიერთმა დაპირება უკვე შეასრულა.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელები სურათების, მუსიკისა და ტექსტის შექმნას საჯაროდ ხელმისაწვდომი ვებიდან  «სწავლობენ». მაგალითები — როგორც წესი, ფოტოები, ნამუშევრები, აუდიო და ტექსტი — ხშირად საავტორო უფლებებით არის დაცული ან გამოქვეყნებულია გამოყენების ლიცენზიით, რომელსაც გამყიდველები ხშირად უგულებელყოფენ — შემქმნელებმა ზოგჯერ არც კი იციან, რომ მათი ნამუშევარი AI-ის გასაწვრთნელად გამოიყენეს.

საზოგადოებრივი აზრი დიდწილად შემქმნელების მხარეს გაერთიანდა, რომელთა უმეტესობა თავისი საქმიანობით იმაზე გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც მათ ნამუშევრებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დასახვეწად იყენებენ.

ამგვარად, მიმწოდებლებმა, მათ შორის Adobe, Getty Images, Stability AI და YouTube-მა გზები წარადგინეს, რომლის საშუალებითაც შემქმნელებს AI მოგების განაწილება შეეძლებათ. ცუდი ის არის, რომ კომპანიებს წარმოდგენა არ აქვთ, თუ რამდენი უნდა გადაუხადონ კრეატორებს.

Adobe, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გენერაციული მოდელების ოჯახს, სახელწოდებით Firefly-ის, საფონდო აქტივების ბიბლიოთეკის, Adobe Stock-ის სურათებზე წვრთნის, ამბობს, რომ ის წელიწადში ერთხელ «ბონუსს» დააწესებს, რომელიც «თითოეული კონტრიბუტორისთვის განსხვავებული იქნება». Პირველი ბონუსი სექტემბრის დასაწყისში გაიცა.

Გავრცელებული ინფორმაციით, კონტრიბუციისთვის გადახდას Getty Images-იც აპირებს. კონტენტის შემქმნელები თითოეული აქტივისთვის, რომელიც მათ AI-ის გაწვრთნაში შეიტანეს, პროპორციულ წილს მიიღებენ. 

Კონკრეტულ თანხას ვერც Adobe-ს და ვერც Getty Images-ის წარმომადგენელი ვერ ასახელებს.

«Ეს კომპლექსური ფორმულაა, შესაბამისად თითოეული კონტრიბუტორი სხვადასხვა ანაზღაურებას მიიღებს». — განაცხადა Getty Image-ის სპიკერმა.

Getty Images-ის კონკურენტი Shutterstock, რომელიც ასევე გენერაციულ AI ინსტრუმენტებს გვთავაზობს, კონტრიბუტორების ფონდის მეშვეობით ერთჯერად გადასახადებს ანაწილებს. Ანაზღაურების სისტემა Getty Images-ის იდენტურია — შემქმნელები დამატებით კომპენსაციას იღებენ, თუ Shutterstock-ის ხელოვნური ინტელექტის გენერატორების მიერ წარმოებული ახალი კონტენტი მათ სამუშაოს მოიცავს.

«კონტრიბუტორები მთელი კონტრაქტის ღირებულებიდან წილს მიიღებენ». — წერს Shutterstock თავის ვებსაიტზე.

თუმცა, რა არის ზუსტი პროპორცია? რამდენია «დამატებითი კომპენსაცია»? Ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ არსებობს.

Საუკეთესო ვარაუდი, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს, ფოტოგრაფ რობერტ კნეშკეს ეკუთვნის, რომელმაც 58 ფოტოგრაფის გამოკითხვა თავის თავზე აიღო — მან გაარკვია, თუ რამდენს უხდიან ფოტოგრაფებს Shutterstock-ის კონტრიბუტორთა ფონდიდან.

კნეშკეს გამოკითხვამ აჩვენა, რომ კონტრიბუტორთა ფონდიდან თითო სურათზე საშუალო შემოსავალი 0,0078 აშშ დოლარი იყო, ხოლო მედიანა — 0,0069 აშშ დოლარი. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს რიცხვები ზუსტია, ფოტოგრაფი დაახლოებით 2000 სურათით დაახლოებით 15 დოლარს გამოიმუშავებს.

Როგორც ხედავთ, ზუსტ მონაცემებს არცერთი წამყვანი კომპანია არ ასახელებს, თუმცა ზოგიერთი სტარტაპი ცდილობს უფრო გამჭვირვალე და შემქმნელებზე ორიენტირებული იყოს. Braia-ს, რომელიც თავის AI-ის მკაცრად ლიცენზირებულ სურათებზე ავარჯიშებს, შემოსავლის გაზიარების მოდელი აქვს, რომელიც მონაცემთა მფლობელებს მათი წვლილიდან გამომდინარე აჯილდოვებს, რაც მხატვრებს საშუალებას აძლევს, ყოველი AI ტრენინგის საფუძველზე ფასები დაადგინონ.

IT სპეციალისტების 63%-ს ეშინია რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში AI სამსახურს დააკარგვინებს
IT სპეციალისტების 63%-ს ეშინია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში AI სამსახურს დააკარგვინებს
თემის მიხედვით
IT სპეციალისტების 63%-ს ეშინია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში AI სამსახურს დააკარგვინებს
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე
თემის მიხედვით
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე
მწერალი და კომიკოსი OpenAI-სა და Meta-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის
მწერალი და კომიკოსი OpenAI-სა და Meta-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის
თემის მიხედვით
მწერალი და კომიკოსი OpenAI-სა და Meta-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.