ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მწერალი და კომიკოსი OpenAI-სა და Meta-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის

კომიკოსი და ავტორი სარა სილვერმანი, ისევე როგორც ავტორები: კრისტოფერ გოლდენი და რიჩარდ კადრეი — OpenAI-სა და Meta-ს სასამართლოში საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივიან.

კომენტარის დატოვება

სარჩელში, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ OpenAI-ის ChatGPT და Meta-ს LLaMA უკანონოდ შეძენილ მონაცემთა ნაკრებებზე არიან გაწვრთნილი, რომლებიც მათ ნაშრომებსაც შეიცავს. ავტორების თქმით, კონტენტი «ჩრდილოვანი ბიბლიოთეკის» (shadow library) ისეთი ვებსაიტებიდან არის შეძენილი, როგორიცაა Bibliotik, Library Genesis, Z-Library და სხვა. 

გოლდენმა და კადრეიმ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, ხოლო სილვერმანის გუნდმა პრესას საერთოდ არ უპასუხა.

OpenAI-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ტრიო ჩათბოტის მიერ შეჯამებულ ექსპონატებზე საუბრობს, რომლებიც მათ საავტორო უფლებებს არღვევს. სილვერმანის Bedwetter პირველი წიგნია, რომელიც ChatGPT-ის მიერ შეჯამებულ ექსპონატებში გვხვდება, ხოლო გოლდენის წიგნი Ararat და კადრეის წიგნი Sandman Slim ასევე მაგალითებად არის გამოყენებული. პრეტენზიაში ნათქვამია, რომ ChatGPT-ის საავტორო უფლებების დაცვა ოდნავაც არ უცდია.

რაც შეეხება ცალკე სარჩელს Meta-ს წინააღმდეგ, ის ამტკიცებს, რომ ავტორთა წიგნები მონაცემთა ბაზებში იყო ხელმისაწვდომი, რომელიც Meta-მ LLaMA მოდელების მოსამზადებლად გამოიყენა.

ორივე პრეტენზიაში ავტორები ამბობენ, რომ ისინი «საავტორო უფლებებით დაცული წიგნების სასწავლო მასალად გამოყენებას არ ეთანხმებიან». მათი სარჩელი ექვს პუნქტს შეიცავს — სხვადასხვა სახის საავტორო უფლებების დარღვევის, დაუდევრობის, უსამართლო გამდიდრებისა და არასამართლიანი კონკურენციის შესახებ. ავტორები კანონით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურებას, მოგების დაბრუნებას ითხოვენ.

იურისტები, ჯოზეფ სავერი და მეთიუ ბატერიკი, რომლებიც ავტორების უფლებებს იცავენ, თავიანთ LLMlitigation ვებსაიტზე წერენ, რომ მათ «მწერლების, ავტორებისა და გამომცემლების საჩივარი მოისმინეს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან [ChatGPT-ის] არაჩვეულებრივი უნარით — საავტორო უფლებებით დაცული ტექსტის მსგავსი ტექსტი შექმნას.

სავერიმ სასამართლო პროცესი სხვა AI კომპანიების წინააღმდეგ პროგრამისტებისა და მხატვრების სახელით დაიწყო. Getty Images-მა ასევე შეიტანა სარჩელი იმის მტკიცებით, რომ Stability AI-მ, რომელმაც AI სურათების გენერირების ინსტრუმენტი Stable Diffusion შექმნა, თავისი მოდელი «საავტორო უფლებებით დაცულ მილიონობით სურათზე» გაწვრთნა.

კომენტარისთვის TheVerge-მა Meta-ს, OpenAI-ს და ჯოზეფ სავერის იურიდიულ კომაპნიას მიმართა, მაგრამ მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

გაიცანით LLaMA — Meta-ს დიდი ენის მოდელი
გაიცანით LLaMA — Meta-ს დიდი ენის მოდელი
თემის მიხედვით
გაიცანით LLaMA — Meta-ს დიდი ენის მოდელი
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე
თემის მიხედვით
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე
Nintendo იუთუბ არხს PointCrow საავტორო უფლებების დარღვევის მიზეზით საფრთხეს უქმნის
Nintendo იუთუბ არხს PointCrow საავტორო უფლებების დარღვევის მიზეზით საფრთხეს უქმნის
თემის მიხედვით
Nintendo იუთუბ არხს PointCrow საავტორო უფლებების დარღვევის მიზეზით საფრთხეს უქმნის

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ახალი AI მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია  მომხმარებლის განახლებულ ინტერფეისთან ერთად გამოუშვა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.