ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
28 სექტემბერი 2023, 10:34
2023-09-28
IT სპეციალისტების 63%-ს ეშინია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში AI სამსახურს დააკარგვინებს
ტექნოლოგიურმა კომპანია Ivanti-მ, 2023 წლის ანგარიშის შედეგები გამოქვეყნა: ანგარიში დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგია თანამშრომლების კმაყოფილებაზე, მათ შენარჩუნებასა და პროდუქტიულობაზე.
Ivanti-მ მთელს მსოფლიოში 7800 IT პროფესიონალი, აღმასრულებელი და მომხმარებელი გამოკითხა, რათა ციფრულ თანამშრომელთა გამოცდილების (Digital Employee Experience) ამჟამინელ მდგომარეობასა და მომავლის შესახებ ინფორმაცია მიეღო — მათ შორის, როგორ მოქმედებს AI თანამშრომლებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი IT მუშაკი ხელოვნური ინტელექტის სარგებელს ხედავს, 56% თვლის, რომ ეს უფრო მეტად დამსაქმებლებს მოუტანს სრგებელს, ვიდრე თანამშრომლებს. გარდა ამისა, 63% შეშფოთებულია, რომ გენერაციულმა AI ინსტრუმენტებმა შეიძლება მომდევნო ხუთ წელიწადში მათ სამსახური დააკარგვინოს.
საინტერესოა, რომ, როდესაც ოფისის მუშაკებს IT პრობლემის გადასაჭრელად სჭირდებათ, მათ ურჩევნიათ მეორე მხარეს ადამიანი ჰყავდეთ. ჩათბოტის/ავტომატიზაციის გამოყენებას, რომელიც ისეთივე სასარგებლოა, როგორც ადამიანის გამოყენება, 58%-ს მაინც ადამიანური ურთიერთქმედება ურჩევნია.
მოკლედ, IT პროფესიონალები და თანამშრომლები ჯერ კიდევ ხელოვნურ ინტელექტზე მაღლა დგანან, ამიტომ აღმასრულებლებზეა დამოკიდებული მათი თანამშრომლების შიშების მოგვარება და მათთვის რესურსების გამოყოფა.
კვლევის მიხედვით: 78% ამბობს, რომ ისინი სხვადასხვა ხელსაწყოებით შეიძლება უფრო პროდუქტიულები იყვნენ. 17%-მა სამსახური ცუდი ტექნოლოგიის გამო ან დატოვა, ან ამას განიხილავს — და ეს მაჩვენებელი თითქმის Gen Z-ის შემთხვევაში 2-ჯერ მეტია. 61% ამბობს, რომ ცუდი ტექნოლოგიების გამოცდილება მორალზე ახდენს გავლენას.
«ორგანიზაციები ციფრულ თანამშრომელთა გამოცდილების (DEX) გაუმჯობესებისთვის გლობალურად იბრძვიან». — თქვა Ivanti-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ებოტმა. «კლასში საუკეთესო ორგანიზაციები DEX-ს განიხილავენ, როგორც მძლავრ ინსტრუმენტს ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, თანამშრომლების შენარჩუნებისა და მათი ორგანიზაციის უსაფრთხოებისთვის. თუმცა, ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის სწრაფი პროგრესის გამო, DEX-ის რეალური შესაძლებლობაა, რომ ორგანიზაციებმა თანამშრომლების პროდუქტიულობა და სიჩქარე გააუმჯობესონ».
აღსანიშნავია, რომ IT პროფესიონალები, რომლებსაც ორგანიზაციებში DEX-ის დანერგვა, ევალებათ, მისგან სარგებელს ყოველთვის ვერ იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ IT პროფესიონალების აბსოლუტურ უმრავლესობას (84%) მუშაობის დისტანციურად გაგრძელება სურს, მათ ტექნიკური პრობლემა ოფისის მუშაკებზე ხშირად ექმნებათ.
მოხსენებაზე დაყრდნობით: 85% კვირის ნაწილს სახლში ატარებს, თუმცა მეოთხედზე მეტი (27%) ამბობს, რომ მათი ტექნოლიური ინსტრუმენტები დისტანციურად მუშაობისას ეფექტური არ არის. ხუთდან ერთი ამბობს, რომ მათ არ აქვთ სრული ხილვადობა, რომელ აპლიკაციებს იყენებენ სხვა თანამშრომლები.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.