აღმოჩნდა, რომ კონტრაქტით ყველაზე მეტ თანხას Broadcom-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰოკ ტანი მიიღებს, რაც ყველასთვის მოულდნელი აღმოჩნდა.
ამასთან, თანხას სრულად ის მხოლოდ რიგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღმოჩნდება — მაგალითად, ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 2025 წლის ოქტომბრისთვის გარკვეულ დონეს მიაღწევს.
ასევე, ის თანამდებობაზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა დარჩეს. ამ დროის განმავლობაში ის ვერ დაეუფლება დამატებით აქციებს ან ფულად პრემიებს.
Broadcom-ის აქციები გასული 12 თვის განმავლობაში 106%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციამ $655 მილიარდს მიაღწია;
ანაზღაურების კუთხით მეორე ადგილზეა Palo Alto Networks-ის ხელმძღვანელი ნიკეშ არორა. მისმა ანაზღაურებამ, ძირითადად, დივიდენდების სახით, $151 მილიონი შეადგინა;
მესამე ადგილზეა საინვესტიციო ფირმის Blackstone-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ შვარცმანი $120 მილიონით;
მე-4 ადგილს Charter Communications-ის CEO კრისტოფერ უინფრი იკავებს $89.1 მილიონით;
მე-5-ს — Fair Isaac-ის CEO უილ ლენსინგი $66 მილიონით.
ანაზღაურების კუთხით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი $63.21 მილიონით;
მე-8 ადგილზეა Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი ტედ სარანდოსი — $49.8 დოლარი.
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი ხელფასის კუთხით მსოფლიოს პირველ ათეულში არ მოხვდა. თუმცა, გაიზარდა მისი აქციების რაოდენობა კომპანიაში, ისევე, როგორც აქციების ფასი და მისმა შემოსავლმა $34.2 მილიონს მიაღწია.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
Galt&Taggart: 2023-ის III კვარტალში ყველაზე მაღალი ხელფასი IT სექტორში იყო
წამყვანი ქართული საინვესტიციო ბანკის, Galt&Taggart-ის მოკვლევით, უახლესი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი IT სექტორში იყო — 3 958 ლარი.