ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძესტარტაპები
25 იანვარი 2023, 19:05
2023-01-25
რა არის TAO Technology, რომლის AI აპლიკაციაც ბიზნესებს კიბერთავდასხმისგან დაცვას პირდება
მკვლევრების თქმით, ბოლო პერიოდში კიბერთავდამსხმელთა შემოსავალი შემცირდა. თუმცა, კიბერშეტევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. კომპანიები, მთავრობები, სკოლები და საავადმყოფოებიც კი ჰაკერების მსხვეპლნი რეგულარულად ხდებიან. ამიტომ, ნებისმიერი წარმატებული ორგანიზაციისთვის კიბერუსაფრთხოების მაღალ დონეზე განვითარება მნიშვნელოვანია. საქართველოში, 2022 წლის აგვისტოში დაფუძნებული კომპანია, TAO Technology მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებულ ვებ აპლიკაციის Firewall-ზე მუშაობს, რომელიც ნებისმიერი ბიზნესის კიბერ შეტევებისგან დაიცვას უზრუნველყოფს.
Firewall — «დამცავი კედელი» — არის ქსელის უსაფრთხოების მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს და ფილტრავს შემომავალ და გამავალ ქსელურ ტრაფიკს ორგანიზაციის უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე.
TAO Technologyქართული სტარტაპია, რომელიც ინოვაციურ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ Firewall-ს ქმნის. კომპანია 2022 წლის აგვისტოში მიქაელ ჯაფარიძემ კიდევ ორ თანამოაზრესთან, დიმიტრი ჟორჟოლიანთან და ნიკა კუდუხაშვილთან ერთად დააფუძნა, რომლებსაც ხელოვნურ ინტელექტსა და კიბერუსაფრთხოებაში სოლიდური გამოცდილება აქვთ.
მიქაელ ჯაფარიძე dev.ge-სთან ამბობს, რომ კომპანიის მიზანი მაღალი ხარისხის თავდაცვის უზრუნველყოფაა. მისი თქმით, ქმნიან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ისეთ პროდუქტს, რომელიც აქამდე არავის გამოუცდია.
სერვისი ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ბაზრზე არსებული კომპანიებისთვისაც იქნება. ძირითადი მიმართულება ისეთი კომპანიების თავდაცვაზე ზრუნვაა, რომლებსაც საიტზე განთავსებული მნიშვნელოვანი და საფრთხილო ინფორმაცია აქვთ.
«ჩვენი ძირითადი აუდიტორია ბიზნესებს, ისეთ კომპანიებს მოიცავს, რომლებსაც საიტებზე კრიტიკული ინფორმაცია აქვთ განთავსებული. განსაკუთრებით ორგანიზაციები, რომლებსაც საიტზე შეიძლება ფინანსები ან მონაცემთა ბაზები ჰქონდეთ გამოქვეყნებული. მაგალითად, ბანკები». — განაცხადა მიქაელ ჯაფარიძემ.
განსხვავება AI-ზე დაფუძნებულ Firewall-სა და ტრადიციულ Firewall-ს შორის
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად კიბერკრიმინალების თავდასხმის მეთოდებიც იცვლება. ტრადიცულ Firewall-ებს ჰაკერები, ხშირ შემთხვევაში მარტივად უმკლავდებიან და მათ არსებობას, ფაქტობრივად აზრს უკარგავენ.
TAO Technology-ის მიერ შემოთავაზებული Firewall კი ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანათმცოდნეობის ალგორითმებს იყენებს, რათა ახალ საფრთხეებს რეალურ დროში მოერგოს.
TAO Technology-ის AI-ზე დაფუძნებული Firewall ასევე წარსული შეტევებისგან სწავლობს და იღებს გამოცდილებას. ამიტომ წესებს მომავალი თავდასხმებისგან თავის დასაცავად ავტომატურად ანახლებს. ეს ნიშნავს, რომ მათი Firewall კიბერკრიმინალებს ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს, რაც ორგანიზაციების მაღალ დონეზე დაცვას უზრუნველყოფს.
«ხელოვნური ინტელექტი, ყოველი შეტევის შემდეგ, ადამიანისგან დამოუკიდებლად ვითარდება. რაც უფრო მეტი შეტევა მოხდება, თავდაცვის სისტემა მით უფრო გაძლიერდება. მარტივად რომ ვთქვათ, AI შეტევებს თავისი შესაძლებლობების განსავითარებლად იყენებს.» — განაცხადა მიქაელ ჯაფარიძემ.
მიქაელ ჯაფარიძე სტარტაპის შექმნისა და განვითარების სირთულეებზეც საუბრობს და დამწყებებს ურჩევს, მონაწილეონა ნებისმიერ აქტივობაში, ფესტივალებსა თუ ჰაკათონებში მიიღონ.
«თავიდან აქსელერატორები, შეხვედრები არ გვაინტერესებდა, რაც დიდი შეცდომაა. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო, რათა სტარტაპის ცნობადობა მაქსიმალურად გაზარდოს. მთავარი სირთულე არის ის, რომ ბევრი სტარტაპი ისე იქმნება, რომ გარემოს არის მოწყვეტილი, არ ყავს მრჩეველი. საკმარისი ინფორმაციის არ ქონით წარმატების მიღწევა ურთულესია» — ამბობს მიქაელ ჯაფარიძე.
საერთო ჯამში, TAO Technology ამბიციურ და საინტერესო ინოვაციას გვთავაზობს, რომელსაც შეუძლია კიბერუსაფრთხოება საქართვლელოში და მის ფარგლებს გარეთ ახალ საფეხურზე აიყვანოს.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგი ღონისძიებით ბრუნდება მათთვის, ვისაც სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოსა და მამაკაცების მიერ დომინირებულ ტექნოლოგიების სფეროში ქალი დამფუძნებლის მოღვაწეობის თავისებურებებზე მეტის გაგება სურს.