ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება — კონფერენცია თსუ-ის სტუნდენტებისთვის

23-24 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება კონფერენცია «კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება». ორგანიზატორი თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტია, მხარდამჭერი — გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

კომენტარის დატოვება

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კიბერუსაფრთხოების გენდერული ასპექტების შესახებ: როგორია გენდერული უთანასწორობა კიბერუსაფრთხოების სფეროში, რა ტიპის კიბერსაფრთხეები არსებობს გენდერულ ჭრილში და რა სპეციფიური საჭიროებებია კიბერდანაშაულის შემთხვევაში, როგორია გენდერულად სენსიტიური კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, რა არის კიბერუსაფრთხოება და ინტერსექციურობა, რა ბარიერები აქვთ ქალებს ციფრულ რესურსებზე წვდომისას და ა.შ.

კონფერენციის კვლევის თემები შეიძლება მოიცავდეს მოცემულ და სხვა დაკავშირებულ საკითხებს:

  • გენდერული უთანასწორობა კიბერუსაფრთხოებაში - კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესწავლა, მათ შორის დასაქმების შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა და ქალები გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე.
  • კიბერსაფრთხეებისა და შევიწროების გენდერული ასპექტები: კიბერსაფრთხეების შესწავლა სქესის მიხედვით, ონლაინ შევიწროების და კიბერდანაშაულების, მათ შორის კიბერბულინგის, შანტაჟის, ადევნებისა და სხვა დანაშაულებათ აგამოძიების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაცია. 
  • ინტერსექციურობა და კიბერუსაფრთხოება: სქესის ინტერსექციურობა სხვა სოციალურ იდენტობებთან, როგორიცაა რასა, ეთნიკური/ეროვნული კუთვნილება, რელიგიური მრწამსი, შშმპ სტატუსი და ა.შ., და მისი გავლენა კიბერუსაფრთხოების რისკებსა და შესაბამის რეაგირებაზე.
  • გენდერულად სენსიტიური კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და პრაქტიკა: გენდერული საკითხების ინტეგრირება კიბერუსაფრთხოების პოლიტიკაში, პრაქტიკასა და ორგანიზაციულ კულტურაში.
  • ინფორმაციასა და ციფრულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გენდერული ასპექტები: ინფორმაციასა და ციფრულრესურსებზე ხელმისაწვდომობის ბარიერების შესწავლა გენდერულ ჭრილში, მათ შორის ინტერნეტზე წვდომის, ციფრული წიგნიერების და ტექნოლოგიების ათვისების კუთხით არსებული უთანასწორობა.
  • კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების ინციდენტების ზეგავლენა გენდერულ ჭრილში: კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების ინციდენტების დიფერენცირებული ზეგავლენის, მათ შორის ფსიქოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების ანალიზი ინდივიდებზე მათი სქესიდან გამომდინარე.
  • სხვა თემები.

სამუშაო/საკომუნიკაციო ენა: ქართული და ინგლისური

  • კონფერენციაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე 👈
  • კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ფორმა 👈
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 აპრილი. 
  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს გაეცანით ამ ბმულზე 👈

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
StationX: კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკა და ტენდენციები 2024 წლისთვის
StationX: კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკა და ტენდენციები 2024 წლისთვის
StationX: კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკა და ტენდენციები 2024 წლისთვის
რა არის პროდუქტის კიბერუსაფრთხოება და როგორ შევქმნათ ის
რა არის პროდუქტის კიბერუსაფრთხოება და როგორ შევქმნათ ის
რა არის პროდუქტის კიბერუსაფრთხოება და როგორ შევქმნათ ის
კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის ახსნა მარტივია «კიევსტარზე» კიბერთავდასხმის მაგალითზე, რომლის ზარალმაც თითქმის 3,6 მილიარდი უკრაინული გრივნა შეადგინა. «კიევსტარის» გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრ კომაროვმა თქვა, რომ ტელეკომის ინფრასტრუქტურაზე ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰაკერული თავდასხმაა. ამან კომპანიის ІТ-სისტემის ნაწილობრივი ჩამოშლა გამოიწვია და 24 მილიონ მომხმარებელს რამდენიმე დღით მობილურ კავშირზე წვდომა შეეზღუდა.
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი — 15 დეკემბერს Startup Grind-ის ღონისძიება ჩატარდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.