ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Netshop - როგორი იქნება პირველი ქართული მულტიფუნქციური სოციალური ქსელი

დღეს მოგიყვებით პირველ ქართულ მულტიფუნქციურ სოციალურ ქსელზე, Netshop-ზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, თქვენი გაზიარებული კონტენტი ფულად აქციოს და სხვადასხვა ბიზნესსა თუ ინფლუენსერს დაეხმაროს. 

კომენტარის დატოვება
Netshop - როგორი იქნება პირველი ქართული მულტიფუნქციური სოციალური ქსელი

დღეს მოგიყვებით პირველ ქართულ მულტიფუნქციურ სოციალურ ქსელზე, Netshop-ზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, თქვენი გაზიარებული კონტენტი ფულად აქციოს და სხვადასხვა ბიზნესსა თუ ინფლუენსერს დაეხმაროს. 

რა არის Net shop?

Netshop მულტიფუნქციური სოციალური ქსელის აპლიკაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეგობრებთან ინტერაქციის, კრეატიული პოსტების შექმნის, საინტერესო თავსატეხების ამოხსნის, ფილმებისა და მუსიკის გაზიარებისა და რაც ყველაზე მომხიბვლელია, NET ქულების გამომუშავების საშუალებას გაძლევთ. 

Netshop-ზე ასევე შეგიძლიათ, ნებისმიერი სახის პროდუქცია, რომელიც სხვადასხვა მაღაზიაში იყიდება, პლატფორმიდანვე შეიძინოთ. 

თავად არაფერს არ აწარმოებენ, შესაბამისად არც მაღაზია აქვთ. ისინი თანამშრომლობენ მაღაზიებთან და კომპანიებთან, რომლებსაც საქართველოში სხვადასხვა სახის პროდუქცია შემოაქვთ. 

Netshop-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი, ხვიჩა ფაჩხატაშვილი dev.ge-სთან ამბობს, რომ მსგავსი რამ ქართულ ონლაინ სივრცეში აქამდე არ გვინახავს და მისი გუნდი, რომელიც ამჟამად ოთხი ადამიანისგან შედგება, მაქსიმალურად ეცდება, მომხმარებლების იმედები გაამართლოს.

«პროექტზე ორ წელზე მეტია ვმუშაობთ. თავდაპირველად მხოლოდ ონლაინ მაღაზია გვქონდა და მაღაზიების რაოდენობაც არ იყო ბევრი. ეტაპობრივი მუშაობით, იქამდე მივედით, რომ უკვე თებერვალში გავეშვებით და ქართველ მომხმარებლებს შევთავაზებთ სერვისს, რომელიც აქამდე არავის გაუკეთებია». — გვეუბნება ხვიჩა ფაჩხატაშვილი.

აღსანიშნავია, რომ  ახალი აპლიკაციებისთვის ხშირად App Store-ზე ლიცენზიის მოპოვება მარტივი არ არის, რაც ზოგჯერ ხელს უკვე მზა პროდუქტის მომხმარებლებისთვის გავრცელებას უშლის. Netshop-ის აპლიკაციის პოვნა კი, როგორც Play Store-ზე, ასევე App Store-ზე შეგიძლიათ. 

როგორ გამოვიმუშაოთ და დავხარჯოთ NET ქულები?

ბევრისთვის ყველაზე მიმზიდველი შეიძლება ის ფაქტი აღმოჩნდეს, რომ Netshop ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე ფულის გამომუშავების საშუალებას გთავაზობთ.

NET ქოინის (ქულის) ღირებულება ამჟამად 1 თეთრია, მაგრამ ხვიჩა ფაჩხატაშვილი ამბობს, რომ მისი ფასი არასტაბილური და მზარდია და მომხმარებლების აქტიურობის პარალელურად იცვლება.

«NET ქოინების ფასი მზარდია, მის ფასს პლატფორმაზე აქტიური მომხმარებლების რაოდენობა განსაზღვრავს. ყოველი 1000 მომხმარებელი მის ფასს 10%-ით ზრდის. აქედან გამომდინარე, მომხმარებლებს ქოინის ფასის დარეგულირება და გაზრდა შეუძლიათ». — ამბობს ხვიჩა ფაჩხატაშვილი. 

NET ქოინების გამომუშავების რამდენიმე გზა არსებობს. ფაქტობრივად, ის პლატფორმაზე თქვენი აქტიურობის პირდაპირპროპორციულია. 1 მოწონება 1 NET ქოინს უდრის. მაგალითად, თუ თქვენი დადებული პოსტი 100 მოწონებას მოაგროვებს, თქვენ 100 NET ქოინს გამოიმუშავებთ. ქოინების გამომუშავებაში თვენი ატვირთული ფილმები და მუსიკაც დაგეხმარებათ.

NET ქოინების გამომუშავება Netshop-ის მხედველობის, გონებისა და რეფლექსების გასავარჯიშებელი თამაშებითაც შესაძლებელია. ამასთან ერთად, NET ქულების დაგროვება საქართველოს მასშტაბით განხორციელებული თითოეული ონლაინ შეკვეთითაც შეიძლება. ყოველი ახალი რეგისტრირებული მომხმარებელი კი საჩუქრად 10 000 NET ქოინს მიიღებს, რაც ამ მომენტისთვის 100 ლარს უდრის. თვეში შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 2000 ლარის გამომუშავებაა. 

ონლაინ მაღაზიებში შოპინგის გარდა, NET ქოინებით შეგიძლიათ: მობილურის ბალანსი შეავსოთ, საბანკო ანგარიშზე გადარიცხოთ, გადაიხადოთ პროდუქტისა და მომსახურების საფასური, ქველმოქმედება გააკეთოთ, გადაიხადოთ კომუნალური და თითქმის ყველა სახის გადასახადი.

«ფაქტობრივად, Netshop ყველა იმ სერვისს უზრუნველყოფს, რასაც ნებისმიერი გადახდის საიტი გთავაზობთ».  — ამბობს ფაჩხატაშვილი.

მიზანი და სამომავლო გეგმები

Netshop-ის მიზანია, მომხმარებლებს ისეთი სერვისი შესთავაზოს, რომელიც აქამდე არავის უნახავს და გაუკეთებია. 

«მსგავსი პლატფორმა, რომელიც ონლაინ მაღაზიასა და სოციალურ ქსელს აერთიანებს, თან მომხმარებლებს თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს არა თუ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ჯერ-ჯერობით არ არსებობს». — ამბობს ხვიჩა ფაჩხატაშვილი.

მისივე თქმით, პლატფორმის მთავარი მიზანი ორივე მხარის — მომხმარებლისა და «მასპინძლის» მატერიალური სურვილების დაკმაყოფილებაა, რაც, ცხადია, არც ერთ სოციალურ ქსელს, ყოველ შემთხვევაში ასე ღიად და პირდაპირ, არ შეუძლია.

«მაგალითად, ავიღოთ Facebook — ის მომხმარებელს უამრავ სერვისს სთავაზობს, აგროვებს მონაცემებს, აძლევს პოსტების დადებისა და ნახვის საშუალებას, მაგრამ უკან არაფერს უბრუნებს. ჩვენი მიზანი მომხმარებელსა და პლატფორმას შორის ჰარმონიის შექმნა და ორივე მხარის დაკმაყოფილებაა». — ამბობს ფაჩხატაშვილი.

სამომავლოდ Netshop-ზე რეკლამის დამატებასაც აპირებენ, რომელიც არა მხოლოდ პლატფორმის გამდიდრების, არამედ მომხმარებლებისთვის ფულის გამომუშავების საშუალება იქნება.

«მომხმარებლებს რეკლამებიდან ფულის გამომუშავება შეეძლებათ. მაგალითად, თუ რეკლამაზე ერთი დაწკაპუნების ღირებულება 10 თეთრი იქნება, მომხმარებელი ამ თანხის ნახევარს მიიღებს.» — ამბობს ფაჩხატაშვილი.

საბოლოოდ, Netshop, ცალსახად, საინტერესო და ამბიციური პროექტია, რომელსაც მომხმარებლები დადებითად აფასებენ და მოუთმენლად ელიან. პლატფორმის წარმატებამ შესაძლებელია ქართულ ონლაინ სივრცეში რევოლუცია მოახდინოს. 

Bnollar — ქართველი ახალგაზრდები ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სოც. ქსელს ქმნიან
Bnollar — ქართველი ახალგაზრდები ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სოც. ქსელს ქმნიან
თემის მიხედვით
Bnollar — ქართველი ახალგაზრდები ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სოც. ქსელს ქმნიან


ასევე წაიკითხეთ
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.
DataReportal: სოციალური მედიის სტატისტიკა საქართველოში 2023 წელს
DataReportal: სოციალური მედიის სტატისტიკა საქართველოში 2023 წელს
DataReportal: სოციალური მედიის სტატისტიკა საქართველოში 2023 წელს
2023 წლის იანვარში საქართველოში სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებს 3,05 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა — ამის შესახებ DataReportal-ის 2023 წლის ანგარიშში წერია. 
Threads-ის ვებ ვერსია გამოვიდა 
Threads-ის ვებ ვერსია გამოვიდა 
Threads-ის ვებ ვერსია გამოვიდა 
Twitter-მა ილონ მასკის მმართველობის პერიოდში სარეკლამო შემოსავლის ნახევარი დაკარგა
Twitter-მა ილონ მასკის მმართველობის პერიოდში სარეკლამო შემოსავლის ნახევარი დაკარგა
Twitter-მა ილონ მასკის მმართველობის პერიოდში სარეკლამო შემოსავლის ნახევარი დაკარგა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.