ყველაფერი, რაც უნდა იცოდე თამაშების ინდუსტრიაში კარიერის დასაწყებად
ერთი შეხედვით, გეიმერობა ყოველი 80-იანი წლების ბავშვის მიუწვდენელი ოცნებაა. სინამდვილეში, გეიმინგ ინდუსტრია გვთავაზობს მრავალ კარიერულ შესაძლებლობას.
თამაშების ინდუსტრია იზრდება და ძლიერდება, ამ ძალას კი მას მოთამაშეთა გლობალური ქსელი, კრეატიულობა, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მრავალი სხვა უნარი აძლევს.
ევროპის პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, 6-დან 64 წლამდე ევროპელების 52% თამაშობს ვიდეო თამაშებს. სტატისტიკაში ბავშვები არ დომინირებენ. მოთამაშეების სამ მეოთხედზე მეტი (76%) 18 წელსაა გადაცილებული, ხოლო ევროპაში გეიმერების საშუალო ასაკი 31,3 წელია.
მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრია მრავალი თვალსაზრისით მომწიფდა და ჩამოყალიბდა, ის ჯერ კიდევ მოიკოჭლებს მოთამაშეთა მრავალფეროვნების საკითხში.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები და გოგოები შეადგენენ ევროპის საერთო მოთამაშეების რაოდენობის თითქმის ნახევარს (48%), ეს რეპრეზენტაცია ჯერ არ არის ასახული გეიმინგ სფეროში მომუშავე ადამიანების საერთო რაოდენობაში, რომლის თანახმად, გლობალური საშუალო მაჩვენებელი გეიმინგ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალებისა დაახლოებით 22%-ს შეადგენს. ეს არის დაბრკოლება, რომელსაც ორგანიზაციები, როგორიცაა UK-led, ცდილობენ, გადალახონ.
2020 წლისთვის ევროპის გეიმინგ სექტორში 98 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი არსებობს შემოქმედებითი, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის პოზიციებზე. შესაძლებლობები მერყეობს მცირე ინდი სტუდიებიდან მულტინაციონალურ კომპანიებამდე, რომელთა მიერ წარმოებული ბლოკბასტერები წინააღმდეგობას უწევს ჰოლივუდის სტანდარტებს.
თამაშის ინდუსტრიის მიმართ არსებული მაღალი ინტერესის გამო, შეიძლება რთული იყოს ამ სფეროში ფეხის მოკიდება. გამოცდილების გარეშე კი ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამიტომ, დამწყებებს ურჩევენ, იყვნენ აქტიური ფორუმებში, გეიმინგ საზოგადოებასა და ღონისძიებებში და გამოცადონ თავიანთი თავი პოტენციური დამსაქმებლებისთვის პორტფოლიოს შექმნის საქმეში.
ტექნიკური სამუშაოები გეიმინგში
ტექნიკური პოზიციები ინდუსტრიაში, როგორც წესი, მოითხოვს ხარისხს კომპიუტერულ მეცნიერებაში ან თუნდაც სპეციალისტის კვალიფიკაციას ვიდეო თამაშების პროგრამირებისა და განვითარების სფეროში, რასაც ზოგიერთი უნივერსიტეტი გვთავაზობს. თუმცა, ინვესტიცია თამაშების კარიერაში თითქმის ყოველთვის ნაყოფიერი შედეგის მომტანია, რადგან გეიმინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაოა დღევანდელ რეალობაში.
პატარა სტუდიებში დეველოპერებს მოუწევთ, იყვნენ მოქნილები და გადალახონ ბევრი დაბრკოლება, ხოლო დიდი კომპანიები გვთავაზობენ მაღალ სპეციალიზებულ როლებს. არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენ მიერ შერჩეულ ინდი სტუდიას უფრო დიდი მოთამაშე გადაყლაპავს, რადგან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ინდუსტრიაში.
Beat Games — ჯილდოს მფლობელი VR თამაშების სტუდია პრაღაში Meta-მ 2019 წელს შეიერთა. ის ახლა Meta’s Reality Labs-ის განყოფილების ნაწილია და ამჟამად ეძებს თამაშის უფროს დეველოპერს Beat Saber-ისთვის, VR სენსაციისთვის, რომელიც Dance Dance Revolution-ს წააგავს.
თამაშის შემქმნელები მუშაობენ პროგრამების შექმნაზე, ტესტირებაზე, ბაგების აღმოფხვრასა და თამაშის გამართვაზე, ასევე სიახლეების შემოტანაზე მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად.
ზოგიერთი დეველოპერი სპეციალიზდება კონკრეტულ ოპერაციულ სისტემებში ან მუშაობს მრავალ პლატფორმაზე ერთდროულად, თითოეულისთვის თამაშების ოპტიმიზაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმები შეიძლება განსხვავდებოდეს, პოპულარული პროგრამირების ენები (C#, C++, Java, JavaScript და Python) ყოველი მათგანისთვისაა საჭირო.
შემოქმედებითი პოზიციები გეიმინგში
თამაშების დეველოპმენტისთვის აუცილებელია მხატვრები და დიზაინის სპეციალისტები, რათა საბოლოო თამაშის გამოცდილება იყოს სრული და ყოვლისმომცველი. ინტერაქციული მედიის დიზაინის, ხმის წარმოების და გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი უნარები, თუმცა მთავარ როლს მაინც თამაშის ტექნიკური დეველოპერები თამაშობენ.
სანამ თამაშის დეველოპერები ყურადღებას ამახვილებენ კოდირებაზე, თამაშის დიზაინერებმა უნდა შექმნან ისტორიები და იდეები, რომლებიც იმუშავებს მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილებაზე. თამაშების შექმნას ასევე სჭირდება წერის მრავალფეროვნების ნიჭი, ზოგიერთი სათაური მოითხოვს ფილმის მსგავს სცენარებს, ხოლო ზოგს სჭირდება მკაფიო და ლაკონიური ასლი, რათა მომხმარებლები სწრაფად და შეუმჩნევლად გადავიდნენ ერთი ეტაპიდან მეორეზე.
მოწვეულნი არიან ანიმატორები, რომლებსაც აქვთ კოდირებისა და 3D მოდელირების უნარები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს თამაშის თავდაპირველ ჩანაფიქრს, რაც გეზს მისცემს თამაშის შემდგომ განვითარებას. კომპოზიტორები და აუდიო პროგრამისტები შემდეგ ქმნიან ხმოვან პეიზაჟებს, რომლებიც საფუძველს უდებს მრავალფეროვან და კრეატიულ მოქმედებებს და ინარჩუნებს მოთამაშეების ჩართულობას.
ყველა ამ აუდიოს სჭირდება ხმის შესანიშნავი ინჟინრები, რომლებიც ასრულებენ კულისებს მიღმა სამუშაოს, რათა უზრუნველყონ ყველაფრის სწორად ჩაწერა და შერევა.
კრეატიული გუნდების მიერ თამაშებში გამოყენებული ინსტრუმენტები განსხვავდება სტუდიიდან სტუდიაში. თუმცა, ყველა მათგანში გამოიყენება სოფთვეარები, როგორებიცაა: After Effects, 3ds Max, Unity და Unreal Engine.
დამხმარე პოზიციები გეიმინგში
როგორც ნებისმიერ ბიზნესს, გეიმინგსაც სჭირდება მთელი გუნდი, რომელიც დგას კრეატიული და ტექნიკური თანამშრომლების უკან, რათა პროდუქტები ბაზარზე გამოვიდეს. ფინანსებიდან და მარკეტინგიდან თამაშის გამოქვეყნებამდე უამრავი როლია მათთვის, ვისაც არ შეუძლია კოდირება, მაგრამ აქვს სხვა ღირებული უნარები.
თამაშების ინდუსტრიის ბაზრის ანალიტიკოსები თვალყურს ადევნებენ აუდიტორიის ქცევის ცვლილებას და შეიმუშავებენ მათ საკონტროლებლად საჭირო სტრატეგიებს. მათ უნდა ეჭიროთ თვალი ტენდენციებზე, შეეძლოთ ბიუჯეტის შედგენა და ტრენდების პროგნოზირება. ეს კარიერული გზა განკუთვნილია «Die Hard» მოთამაშეებისთვის, რომლებსაც ესმით სფეროს პულსი და გულისცემა.
მაგრამ, ალბათ, გეიმინგ სფეროში საბოლოო საოცნებო სამუშაო ტესტერის პოზიციაა. ჩამოყალიბებული თამაშის ბაზარზე გამოტანისთვის საჭიროა უცხო თვალი და სწორედ გამომცდელები აძლევენ დეველოპერებს ამ შესაძლებლობას.
პირველ რიგში, ისინი უნდა იყვნენ გამოცდილი მოთამაშეები, დეტალების მიმართ მახვილი თვალით, რათა დაიჭირონ შეუსაბამობები, ხარვეზები და შეცდომები. ეს ასევე არის როლი, რომელიც მოითხოვს კარგი კომუნიკაციის უნარებს, რადგან ტესტერებმა უნდა შეატყობინონ თავიანთი დასკვნები თამაშის ბექის გუნდს.
გეიმინგი გლობალურია, ამიტომ ტესტერები, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ უცხოურ ენებს, საჭიროა სხვადასხვა ბაზრისთვის თამაშების სრულყოფისთვის. მაგალითად, დუბლინის სათაო ოფისი თამაშების სტუდია Keywords Studios ამჟამად ეძებს თამაშების ტესტერებს, რომლებიც ფლობენ ფრანგულ, პორტუგალიურ, პოლონურ, თურქულ, ჩეხურ და ბევრ სხვა ენას.
ტესტერების სამუშაო შეიძლება იყოს მოკლევადიანი, მოქნილი კონტრაქტებით, რომლებიც შედგენილია პროექტის საჭიროებების შესაბამისად. ასეთი სამუშაო, ზოგიერთისთვის შეიძლება ცხოვრების სახალისო გზასაც წარმოადგენდეს.
მსგავსი გამოწვევები შეიძლება იყოს თქვენი, როგორც პროფესიონალი მოთამაშის უნარების დახვეწის საშუალება. ასეთმა სამუშაო გრაფიკმა უკვე ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გამოაწრთო და გახადა ისინი კონკურენტუნარიან პროფესიონალებად, განაპირობა მათი წარმატება კარიერული წინსვლის გზაზე.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.