ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნინი ვანიშვილიახალი ამბები
18 აპრილი 2023, 13:00
2023-04-18
Nintendo იუთუბ არხს PointCrow საავტორო უფლებების დარღვევის მიზეზით საფრთხეს უქმნის
იუთუბერმა PointCrow-მ — ერიკ მორინომ, ვიდეოებზე Nintendo-სგან საავტორო უფლებების დარღვევის რამდენიმე გაფრთხილება (strike) მიიღო. ის კომპანიას სთხოვს, გადაწყვეტილებას გადახედოს, სანამ ახალი ვიდეო თამაში Tears of the Kingdom გამოვა.
PointCrow-ის არხი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, მოდიფიცირებული Legend of Zelda: BoTW კონტენტის დამსახურებით.
ერიკი ცვლიდა თამაშის გარკვეულ ასპექტს, რათა თამაშის პროცესი უფრო საინტერესო და განსხვავებული გაეხადა. ერიკის ოთხ ვიდეოზე, რომლებშიც თამაშის მულტიფლეიერ რეჟიმს აჩვენებდა, ნინტენდოსგან საავტორო უფლებების გაფრთხილება (copyright strike) მივიდა. რამდენიმე ვიდეო კი claimed გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერიკის ნაცვლად ვიდეოდან შემოსულ ფულს ნინტენდო აიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული ვიდეოების უმეტესობა მოდიფიცირებული იყო, ზოგი ნაწილი BoTW-ის ორიგინალი ვერსია და ნინტენდოს სხვა თამაშებიდან იყო აღებული.
PointCrow სთხოვს Nintendo-ს, გადახედონ მათ პოზიციას ვიდეოების შინაარსთან დაკავშირებით, სანამ Tears of the Kingdom გამოვა, რათა ერიკმა შეძლოს ვიდეოების გადაღება ამ თამაშის შესახებ.
PointCrow აცხადებს, რომ მისი ვიდეოები ნინტენდოს კონტენტის გამოყენების წესებს მიჰყვება.
ნინტენდო ისტორიულად ცნობილია მკაცრი პოლიტიკით. ერთ იუთუბერს 500-ზე მეტი ვიდეო წაუშალეს ნინტენდოს სტრაიკის შემდეგ.
ნინტენდოს უფლება აქვს, მოითხოვოს იმ ვიდეოების წაშლა, რომლებიც არღვევს მისი შინაარსის სამართლიანად გამოყენების (fair use) წესებს.
PointCrow ამტკიცებს, რომ მისი ვიდეოები სრულყოფილად შეესაბამება სახელმძღვანელო მითითებებს და არ არღვევს არც ერთ წესს. ერიკის აზრით, ნინტენდოს საავტორო უფლებების წესები წარმოუდგენლად არათანაბარია.
2023 წლის 14 აპრილს ერიკმა მის იუთუბ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, «Nintendo is Taking Down My Videos», სადაც მან განმარტა, რომ Legend of Zelda-ს გამოყენების პირობები არ აძლევს მოთამაშეებს თამაშის მოდიფიკაციის უფლებას. ასევე ისინი არ აძლევენ თამაშის სტრიმინგის და მის შესახებ ვიდეოების გადაღების უფლებას.
ნინტენდოს თამაშების კონტენტის გამოყენების წესებში ვკითხულობთ:
«ჩვენ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ნინტენდოს თამაშის კონტენტი ვიდეოებსა და სურათებში, რომლებიც ასახავს თქვენს შემოქმედებასა და კომენტარს. მაგალითად, Let’s Play ვიდეოები და ვიდეო თამაშების მიმოხილვები».
PointCrow ამტკიცებს, რომ ნინტენდოს ამ განცხადებაში მოცემული ფორმულირება, პირდაპირ არ მიუთითებს, რომ თამაშის მოდიფიცირება არ შეიძლება.
ერიკი არ არის ერთადერთი კრეატორი, რომელთა ვიდეოებზეც ნინტენდო გაფრთხილებებს აგზავნის.
როგორც PointCrow ამბობს, ნინტენდოსთან სამართლებრივი ბრძოლის შედეგები შეიძლება დამღუპველი იყოს, მაშინაც კი, თუ მართალი ხარ.
PointCrow-ს არხზე ნინტენდომ ჯამში 55 მილიონზე მეტი ნახვის მქონე ვიდეოები მიითვისა ან წააშლევინა.
PointCrow საკითხთან დაკავშირებით უკვე პირდაპირ ნინტენდოს დაუკავშირდა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.