OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ახალი AI მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია მომხმარებლის განახლებულ ინტერფეისთან ერთად გამოუშვა.
OpenAI-მ ახალი AI მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია მომხმარებლის განახლებულ ინტერფეისთან ერთად გამოუშვა.
OpenAI-ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა, მირა მურატიმ აღნიშნა, რომ GPT-4-ის განახლება ყველასთვის შესამჩნევი იქნება, მათ შორის OpenAI-ის უფასო მომხმარებლებისთვის. მან დაამატა, რომ ახალი მოდელი, GPT-4o, «ბევრად სწრაფი» ტექსტის, ვიდეოსა და აუდიოს შესაძლებლობებით გამოირჩევა.
OpenAI-მ განაცხადა, რომ საბოლოოდ აპირებს, მომხმარებლებს ChatGPT-ის საშუალებით ვიდეო ზარების განხორციელების საშუალება მისცეს.
OpenAI-ის გუნდის წევრებმა ახალი მოდელის აუდიო შესაძლებლობები აჩვენეს, მაგალითად, სთხოვეს, საჯარო გამოსვლის წინ ვინმეს დამშვიდებაში დახმარებოდა.
OpenAI-ის მკვლევარმა, მარკ ჩენმა თქვა, რომ მოდელს შეუძლია, «თქვენი ემოცია აღიქვას». გუნდმა მას ასევე სთხოვა, მომხმარებლის სახის გამომეტყველება გაეანალიზებინა, რათა კომენტარი გაეკეთებინა იმ ემოციების შესახებ, რომელსაც ადამიანი შესაძლოა განიცდიდეს.
OpenAI-მ ასევე თქვა, რომ ახალ მოდელს შეუძლია, მომხმარებლების აუდიო მოთხოვნებს «სულ რაღაც 232 მილიწამში» — კომპანია ფასიანი აბონენტებისთვის ხმის რეჟიმის ტესტირებას უახლოეს კვირებში გეგმავს.
გუნდის წევრებმა ასევე აჩვენეს, რომ მოდელს კოდის წერა შეუძლია, რაც მას Microsoft-ის GitHub Copilot-ის უფრო ძლიერ კონკურენტად აქცევს.
ახალი მოდელი 14 მაისს ChatGPT Plus-ისა და Team-ის მომხმარებლებისთვის, შემდეგ კი Enterprise-ში გამოვა. ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება ChatGPT-ის უფასო მომხმარებლებისთვის, თუმცა, გამოყენების ლიმიტებით.