ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გაიცანით LLaMA — Meta-ს დიდი ენის მოდელი

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტექნოლოგიური სამყარო დიდი ენის მოდელებზე, ჩათბოტებსა და ხელოვნურ ინტელექტზე გადაერთო, რომლებიც ისეთი გიგანტი კომპანიების მიერ არის შემუშავებული, როგორიცაა Microsoft, Google და OpenAI. ტენდენცია Meta-სთვისაც მომხიბვლელი აღმოჩნდა და AI-ით მხარდაჭერილი ენის გენერატორი, სახელად LLaMA გამოუშვა.

კომენტარის დატოვება

LLaMA ChatGPT-ის ან Bing-ის მსგავსი არ არის — კერძოდ, ეს არ არის სისტემა, როემელსაც ადამიანთან კომუნიკაცია შეუძლია. პირიქით — კვლევის ინსტრუმენტია, რომელსაც სწრაფად ცვალებად და განვითარებად სამყაროში მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, LLaMa ექსპერტებს ხელოვნური ინტელექტთან დაკავშრებული პრობლემების აღმოჩენასში, გამოკვლევასა და აღმოფხვრაში ეხმარება —  მიკერძოებულობიდან და ტოქსიკურობიდან დაწყებული, ჰალუცინაციებით დამთავრებული.

სწორედ ამ მიზნის სრულყოფისთვის Meta-მ LLaMa გამოუშვა, რომელიც რეალურად არა ერთი, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ზომის მოდელისგან შედგება. როგორც კომპანია ამბობს, მოდელი კვლევით სამუშაოებზეა ორიენტირებული და უნივერსიტეტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა და ლაბორატორიებისთვის სარგებლის მომტანია.

«გვჯერა, რომ AI-ით დაინტერესებულმა საზოგადოებამ — აკადემიურმა მკვლევრებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, თუნდაც პოლიტიკოსებმა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მყოფმა პროფესიონალებმა — დახვეწილი და სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე გაერთიანებული ძალებით უნდა იმუშაონ. მოუთმენლად ველით იმის ხილვას, რას შექმნის საზოგადოება LLaMA-ს გამოყენებითა და დახმარებით». — წერს კომპანია თებერვალში გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში. 

Meta ამტკიცებს, რომ LLaMA მოდელის მეორე ვერსია, LLaMA-13B, იმაზე გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე OpenAI-ის პოპულარული GPT-3 მოდელი. ხოლო ყველაზე სრულყოფილი — LLaMA-65B ისეთ მოდელებს უწევს კონკურენციას, როგორიცაა DeepMind’s Chinchilla70B და Google’s PaLM 540B.

LLaMA-13B-ს შეუძლია მონაცემთა ცენტრში მუშაონაც შეუძლია. ეს მცირე დაწესებულებებისთვის, რომლებსაც ამ სისტემაზე ტესტების ჩატარება სურთ, დადებითი სიახლეა. თუმცა, დამოუკიდებელი მკვლევრებისთვის, ვისთვისაც საჭირო აღჭურვილობა მიუწვდომელია, არაფერს ნიშნავს. 

Meta-მ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში თავის დამკვიდრება რამდენიმე წლის წინაც სცადა. მისი AI მოდელი BlenderBot საშინელი მუშაობისა და ფუნქციების გამო გააკრიტიკეს. მეორე მოდელი, სახელად Galactica, რომელიც სამეცნიერო ნაშრომების დასაწერად შეიქმნა, ოფლაინ გათიშული იყო და გაუგებარ წინადადებს წერდა.

LLaMa-ს შემთხვევაში კომპანია პოზიტიურად არის განწყობილი და თვლის, რომ მომხმარებლების იმედებს აუცილებლად გაამართლებს.

«ჩვენი ღირებულებების ერთგულები ვართ. ჩვენს ახალ მოდელს ხელოვნური ინტელექტის მკვლევართა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გავხდით და AI-ის განვითარებასა და სრულყოფას ხელს შევუწყობთ». — თქვა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
თემის მიხედვით
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
P92 — Meta ახალ დეცენტრალიზებულ სოციალურ აპლიკაციაზე მუშაობს
P92 — Meta ახალ, დეცენტრალიზებულ სოციალურ აპლიკაციაზე მუშაობს
თემის მიხედვით
P92 — Meta ახალ, დეცენტრალიზებულ სოციალურ აპლიკაციაზე მუშაობს

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.