ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Mozilla „პასუხიმგებლობიანი AI”-ის ჩელენჯს იწყებს

Mozilla-მ South by Southwest ფესტივალზე «პასუხისმგებლობიანი AI-ის» გამოწვევა წარადგინა — კომპანია მეწარმეებს ხელოვნური ინტელექტის სანდო აპლიკაციების შექმნისკენ მოუწოდებს. 

კომენტარის დატოვება

ფესტივალზე, სადაც კომპანიებს გამორჩეულად სურდათ თავიანთი გეგმების გაზიარება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ფეთქებადი სფეროსთვის, Mozilla-მ მათ მოუწოდა, იდეები სისრულეში ცოტა მეტი წინდახედულობით მოეყვანათ.

«ბოლო რამდენიმე თვემ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი აღარ არის ჩვენი მომავალი. ის ჩვენი აწმყოა.  ჩვენ გვჯერა ხელოვნური ინტელექტის ძალის და კომერციული შესაძლებლობების რთული პრობლემების გადალახვაში. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ამ დონეზე მისვლას ათწლეულები დასჭირდა, დადგა დრო, როდესაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შევქმნით იმ მომავალს, რომელიც ჩვენ გვსურს». — თქვა იმო უდომმა, Mozilla-ს ინოვაციური ეკოსისტემის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა.

ჩელენჯში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 30 მარტს დაიწყება. გამარჯვებულებისთვის $50.000 და $25.000-ია გამოყოფილი. ამასთან, ისინი მიიღებენ მენტორობას და რესურსებს «პასუხისმგებლობიანი AI» პროექტებისთვის.

ეს ინიციატივა Mozilla-ს უკვე არსებული Builders პროგრამის ხელახალი გაშვებაა. იმო უდომმა განაცხადა, რომ Mozilla-ს სურს, შექმნას ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები, რომლების ჩამოყალიბებულია და იქმნება სწორი პრინციპებით, როგორიცაა ინკლუზიურობა და მიკერძოებისა და ტოქსიკური შინაარსის თავიდან აცილება.

«ჩვენ ვიწვევთ საუკეთესოებს, შეუერთდნენ ტექნოლოგების, ბიზნეს ლიდერების და ეთიკოსების გაერთიანებას, რომლებიც სანდო ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ იმისთვის, რომ იდეების რეალიზაციაში დაგეხმარონ». — ნათქვამია კომპანიის ბლოგ პოსტში.

მას შემდეგ, რაც Chat GPT-იმ ინტერნეტი დაიპყრო, სხვა დიდმა კომპანიებმაც დაიწყეს მუშაობა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სერვისების განვითარებაზე. მაღალი კონკურენციის გამო ისინი ჩქარობენ, რამაც პასუხისმგებლობის კომპონენტი უკანა ფლანგზე გადაიტანა. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
თემის მიხედვით
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
თემის მიხედვით
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.