ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
18 მარტი 2023, 10:00
2023-03-18
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google Pixsel 7 და Pixel 7 pro რამდენიმე მოსახერხებელი კამერის ფუნქციას აერთიანებს. Photo Unblur ერთ-ერთი მათგანია. ის იყენებს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციას, რათა ბუნდოვანი ფოტოების გამოსახულება მკაფიო გახადოს. ეს არის ერთ-ერთ იმ მრავალი მახასიათებლიდან, რომელიც Pixel 7 სერიას Android ტელეფონების ბაზარზე გამორჩეულად აქცევს. Google ახლა ცდილობს პროგრამის დახვეწას და გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობს Video Unblur-ზე, რათა დაბურული ვიდეო უფრო მკვეთრი და ნათელი გახდეს.
Google Pixsel 7 და Pixel 7 pro რამდენიმე მოსახერხებელი კამერის ფუნქციას აერთიანებს. Photo Unblur ერთ-ერთი მათგანია. ის იყენებს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციას, რათა ბუნდოვანი ფოტოების გამოსახულება მკაფიო გახადოს. ეს არის ერთ-ერთ იმ მრავალი მახასიათებლიდან, რომელიც Pixel 7 სერიას Android ტელეფონების ბაზარზე გამორჩეულად აქცევს. Google ახლა ცდილობს პროგრამის დახვეწას და გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობს Video Unblur-ზე, რათა დაბურული ვიდეო უფრო მკვეთრი და ნათელი გახდეს.
9to5Google-მა მოახერხა ვიდეოს გასუფთავების ხელსაწყოს იძულებით გააქტიურება თუმცა, როგორც ჩანს, ის ჯერჯერობით არ მუშაობს, რადგან მას არ ჰქონია გავლენა ვიდეოს ხარისხზე. Google-მა შესაძლოა კიდევ დახვეწოს ინსტრუმენტი, რაც ხსნის აპლიკაციის შეფერხების პრობლემას.
Photo Unblur-ის მსგავსად, Video Unblur დაეყრდნობა ხელოვნური ინტელექტს, რათა თქვენი ვიდეოები უფრო მკაფიო გახდეს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი Pixel-ით გადაღებული.
Photo Unblur Pixel-ის ექსკლუზიური ფუნქციაა და დიდი ალბათობით, Google-ს შეუძლია Video Unblur ექსკლუზიურად თავისი ტელეფონებისთვის შეინარჩუნოს. აღსანიშნავია, რომ ხელსაწყოს კოდში ამის შესახებ მინიშნებები არ არის.
გარდა Video Unblur-ისა, Google მუშაობს ახალ ვიდეო ეფექტებზე Google Photos-ში. მთლიანობაში, კომპანია ამუშავებს 14 ახალ ვიდეო ფილტრს, მათ შორის After School, B&W, Polaroid, Chromatic, Moire და VHS. ამ ეტაპისთვის არც ერთი მათგანი არ არის ხელმისაწვდომი.
Google Photos ამჟამად გვთავაზობს 18 ვიდეო ფილტრს და ვიდეოების გაფართოებულ სტაბილიზაციას. თუმცა, მისი ვიდეო რედაქტირების ხელსაწყოები არ არის ისეთივე მოწინავე, როგორც ფოტო რედაქტირების ხელსაწყოების კომპლექტი.
Magic Eraser-ით, რომელიც ახლა Google One-ის ყველა აბონენტისთვისაა ხელმისაწვდომი, კომპანიას შეუძლია საბოლოოდ გადაიტანოს ფოტოების და ვიდეოების გაუფერულება Pixel-ის გარდა სხვა მოწყობილობებზეც.
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა.
კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს.
დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია.
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება.
ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი — GPT-4. რას შეიძლება ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?