ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
15 მარტი 2023, 09:01
2023-03-15
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
Discord OpenAI-ის ChatGPT ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებს, რათა თავისი ბოტი, Clyde მოლაპარაკე ჩატბოტად გარდაქმნას. Clyde-ის განახლება მომავალ კვირას იგეგმება. ის ChatGPT-ის ან Microsoft-ის Bing-ის მსგავსად კითხვებს უპასუხებს და მომხმარებელთან ინტერაქციაში შევა.
Discord OpenAI-ის ChatGPT ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებს, რათა თავისი ბოტი, Clyde მოლაპარაკე ჩატბოტად გარდაქმნას. Clyde-ის განახლება მომავალ კვირას იგეგმება. ის ChatGPT-ის ან Microsoft-ის Bing-ის მსგავსად კითხვებს უპასუხებს და მომხმარებელთან ინტერაქციაში შევა.
Clyde Discord-ის შემცირებული რაოდენობის მომხმარებლებისთვის, საჯარო ექსპერიმენტის ფარგლებში, უფასო იქნება. Discord-ის ადმინისტრატორებს ჩათბოტის დამატება სერვერებზე შეეძლებათ, რათა მომხმარებლებმა მასთან საუბარი, კითხვების დასმა და რეკომენდაციების მიღება შეძლონ.
Slack-ში ChatGPT ინტეგრაციისგან განსხვავებით, Clyde-ს თქვენს მეგობრებთან სასაუბროდ ვერ გამოიყენებთ. Discord-ის რეკომენდაციაა, რომ ჩათბოტს მოეპყროთ ისე, როგორც თქვენს მეგობარს. მასთან ერთად პოპულარული სიმღერები განიხილეთ, სპორტსა თუ მოდაზე ისაუბრეთ, საინტერესო კითხვები დაუსვით და ა.შ.
Discord გეგმავს, ეს მისი ჩატისა და აპის ფუნდამენტური ნაწილი გახდეს, თუმცა წინ უამრავი ტესტირებაა. კომპანია მომხმარებლების ან სერვერების რაოდენობას, რომლებიც თავდაპირველ წვდომას მიიღებენ, არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ რიცხვი არც ისე დაბალი იქნება.
«Clyde წლების განმავლობაში Discord-თან ერთად თანაარსებობდა. ყოველთვის გვსურდა, ის მეტად საინტერესო, ჭკვიანი და სახალისო გაგვეხადა. ხშირად ხდება, როცა იცი რისი გაკეთება გსურს. თუმცა, შესაბამისი ტექნოლოგიის გამოსვლას უნდა დაელოდო. ვფიქრობ, სწორი დრო შევარჩიეთ». — Discord-ის პლატფორმის ეკოსისტემის ხელმძღვანელი, ანჟი მიდა.
მიდა და Discord-ის გუნდის სხვა წევრები ფიქრობენ, რომ ChatGPT-ის გაჩენის ფონზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ტექნოლოგიამ კომპანიის ხედვაც გარდაქმნა.
«ბოლო 90 დღის განმავლობაში, Clyde-თან დაკავშირებით ჩვენი შეხედულებები შეიცვალა. დიდი ენობრივი მოდელები რევოლუციას ჰგავს. Clyde მომხმარებელთან საინტერესო და სახალისო ურთიერთობისთვის მზადაა». — ამბობს მიდა.
თუმცა, ეს სარისკო გადაწყვეტილებაა. Clyde ამჟამად იმავე ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელიც ChatGPT-ს აძლიერებს. ჩვენ ChatGPT-ის დეფექტები და ცრუ ინფორმაციის გენერირება უკვე ვიხილეთ. ასევე, Microsoft-ის Bing-ის ჩათბოტმა დაგვანახა, თუ რა ხდება, როდესაც განვითარებად ტექნოლოგიას ფართო მასებს უვრცელებ: საშინელი და უხეში პასუხები.
Clyde-ს საიდუმლოებები არ მოუყვეთ და მის რჩევებს ბოლომდე არ ენდოთ. ამასთან ერთად, არც Discord-ის უსაფრთხოების საკითხები გაუზიაროთ. დაიმახსოვრეთ, რომ Clyde ექსპერიმენტია და სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.
ყალბი ინფორმაციის გავრცელების საშიშროების გარდა, AI-ზე მომუშავე Discord ჩათბოტის სერვერებზე არსებობამ, რომელსაც უმეტესად ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული ახალგრაზდები იყენებენ, შეიძლება გარკვეული გამოწვევები Discord-ის AI ამბიციებსაც შეუქმნას. ბევრი იქნება, ვინც გაფრთხილებას ყურადღებას არ მიაქცევს და შეეცდება, Clyde-ს უამრავი შემზარავი წინადადება დააწერინოს.
«მე ვიცი, რა ხდება ღია მოდულებთან. ბევრი ცდილობს, რომ ჩათბოტს ისეთი რამე ათქმევინოს, რაც მომხსაურების პირობებს არღვევს და სცდება. ამის შეჩერების ერთადერთი გზა ჩვენსა და მომხმარებლებს შორის მაღალი ნდობის ჩამოყალიბებაა». — განაცხადა მიდამ.
Discord ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული საუბრის შეჯამებების ექსპერიმენტს ატარებს. კერძოდ, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისეთ დიალოგსა თუ საუბარს გაეცნონ, რომელიც უნებლიედ გამორჩათ. მსგავსი ფუნქცია Discord-ისთვის, სადაც მჭიდროდ შეკრული საზოგადოება საუბარს უსასრულოდ აგრძელებს, ლოგიკურია.
Discord ეტაპობრივად ცდილობს, ხელოვნური ინტელექტის რუკაზე თავი საფუძვლიანად დაიმკვიდროს. მაგალითად, პლატფორმაზე ბოლო პერიოდში პოპულარულ Midjounrey-ის შეხვდებით, რომელიც AI გამოსახულების გენერატორია. Midjourney-ს Discord სერვერზე 13 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს და ვარაუდობენ, რომ რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა.
კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს.
დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია.
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება.
ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი — GPT-4. რას შეიძლება ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?