ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ესპანეთი Twitter-ის ანგარიშების გატეხაში ეჭვმიტანილ ბრიტანელ კრაკერს აშშ-ს გადასცემს

ესპანეთის სასამართლომ ბრიტანელი კრაკერს, რომელსაც ბრალი ცნობილი ადამიანების Twitter-ის ანგარიშების გატეხაში ედება, აშშ-ში ექსტრადაცია დაადასტურა.

პოლიციამ ლივერპულში დაბადებული ჯოზეფ ჯეიმს ო'კონორი 2021 წლის ივლისში ესპანეთის მუნიციპალიტეტში, ესტეპონაში დააკავა.

კომენტარის დატოვება

მას 2020 წლის ივლისში 130-ზე მეტი ანგარიშის, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ბარაკ ობამას, ანგარიშების გატეხვაში ადანაშაულებენ. ვარაუდობენ, რომ ო’კონორმა ბილ გეითსის, კანიე უესტისა და ილონ მასკის ანგარიშებიც გატეხა.

ესპანეთის სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოთხოვნა ო'კონორის აშშ-ის ხელისუფლებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით დადასტურდა. ბრიტანელს 14 დანაშუალისთვის გაასამართლებენ, მათ შორის საიდუმლოების გამჟღავნების, კრიმინალური დაჯგუფების წევრობის, კომპიუტერულ სისტემებზე უკანონო წვდომის, თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და გამოძალვის სავარაუდო დანაშაულებში. 

ის კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქისა და ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოების მიერ იძებნებოდა.

აშშ-ს ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ო'კონორმა Twitter-ის ანგარიშები გატეხა და ცნობილი ადამიანების მიმდევრებს სთხოვა, მისთვის გაორმაგების პერსპექტივით Bitcoin-ები გაეგზავნათ.

ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ის ასევე ეჭვმიტანილია კიდევ ერთი საჯარო პირის Snapchat-ის ანგარიშის გატეხასა და შანტაჟში. ო’კონერი ამ პირის შიშველი სურათების გამოქვეყნებით იმუქრებოდა, თუ ფინანსურ კომპენსაციას არ მიიღებდა.

ო'კონორი ასევე «swatting”-ის რამდენიმე სავარაუდო შემთხვევისთვისაც იძებნებოდა — გადაუდებელი დახმარების სამსახურებში მავნე ზარების განხორციელებისთვის, რომლებიც მიზნად პოლიციის ცრუ მიმართულებით, სხვადასხვა ადგილებში გაშვებას ისახავს.

სასამართლომ უარყო ო'კონორის ადვოკატების არგუმენტები იმის შესახებ, რომ ის ესპანეთში უნდა გაესამართლებინათ. ადვოკატი ამტკიცებდა, რომ დამნაშავის მიერ გამოყენებული სერვერები ესპანეთში იყო განთავსებული.

პროცესის დასრულებისთვის ესპანეთის მინისტრთა კაბინეტმა ექსტრადიცია უნდა დაამტკიცოს. თუმცა, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას თითქმის ყოველთვის ეთანხმება. 

ო'კონორს ექსტრადიციის გასაჩივრებაც შეუძლია.

დაკავებამდე  მან New York Times-ს უთხრა: «არ მაინტერესებს — შეუძლიათ მოვიდნენ და დამიჭირონ. დავცინებ, რადგან არაფერი დამიშავებია».

თალიბანის წევრები Twitter-ის ლურჯ ნიშანს ყიდულობენ
თალიბანის წევრები Twitter-ის ლურჯ ნიშანს ყიდულობენ
თემის მიხედვით
თალიბანის წევრები Twitter-ის ლურჯ ნიშანს ყიდულობენ
ილონ მასკმა Twitter-ზე Mr.Tweet დაირქვა
ილონ მასკმა Twitter-ზე Mr.Tweet დაირქვა
თემის მიხედვით
ილონ მასკმა Twitter-ზე Mr.Tweet დაირქვა
ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს Twitter-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები
ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს Twitter-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები
თემის მიხედვით
ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს Twitter-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები

ასევე წაიკითხეთ
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
SpaceX-ის Starlink-მა გასულ წელს $1.4 მილიარდი გამოიმუშავა
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
FBI-ს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ძებნილი ჰაკერი რუსეთში რჩება
FBI-ს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ძებნილი ჰაკერი რუსეთში რჩება
FBI-ს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ძებნილი ჰაკერი რუსეთში რჩება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.