Microsoft-ს Activision-ის ყიდვა $69 მილიარდ დოლარად სურს
Microsoft-ს პოპულარული თამაშების, Call of Duty-ისა და Candy Crush-ის მწარმოებლის, Activision Blizzard-ის შეძენა $69 მილიარდ დოლარად სურს.
Microsoft-ს პოპულარული თამაშების, Call of Duty-ისა და Candy Crush-ის მწარმოებლის, Activision Blizzard-ის შეძენა $69 მილიარდ დოლარად სურს.
ტექნოლოგიური გიგანტი მიიჩნევს, რომ $68,7 მილიარდიანი გარიგება გეიმერებს იმაზე მეტ შესაძლებლობასა და არჩევნის საშუალებას მისცემს, ვიდრე აქამდე ჰქონიათ.
თუმცა, კონკურენტი Sony, რომელიც ევროკავშირის კონკურენციის კანონის განხილვას ესწრებოდა, აცხადებს, რომ გარიგება Microsoft-ს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თამაშებზე ზედმეტი კონტროლის საშუალებას მისცემს.
Sony ფლობს PlayStation-ს, რომელიც Microsoft-ის Xbox კონსოლის მთავარი კონკურენტია.
Microsoft-ის პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა 21 თებერვალს, ევროკავშირის საკანონმდებლო მოსმენას მნიშვნელოვანი დღე უწოდა.
მან ასევე უარყო Sony-ის მიერ შეშფოთება იმის შესახებ, რომ Activision Blizzard თამაშები — კონკრეტულად, Call of Duty — შესაძლოა ხელმისაწვდომი მხოლოდ Xbox-ის მომხმარებლებისთვის იყოს.
«ჩვენ 69 მილიარდ აშშ დოლარს ბანალურად, მხოლოდ იმისთვის არ ვხარჯავთ, რომ Call of Duty და მისი მსგავსი თამაშები შევიძინოთ და მომხმარებლებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს 69 მილიარდი აშშ დოლარის ისეთ საქმეში ჩადებაა, რომელიც დროთა განმავლობაში მოგებას მოიტანს». — თქვა მან მოსმენის შემდეგ.
განცხადება Activision Blizzard-მაც გამოაქვეყნა და Microsoft-ს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
«დარწმუნებულები ვართ, მარეგულირებლები მიხვდებიან, რომ ჩვენი შემოთავაზებული კოლაბორაცია კონკურენციას გააძლიერებს და მომხმარებლებს უფრო დიდ შესაძლებლობებს მოუტანს». — ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის მოსმენას ჩიპების შემქმნელი Nvidia და Google-იც ესწრებოდნენ. თუმცა, სხდომა პრესისა და საზოგადოებისთვის ღია არ ყოფილა.
Nvidia-მ და Microsoft-მა პარტნიორობა შეათანხმეს. ეს,როგორც Xbox PC-ის, ასევე Activision Blizzard-ის თამაშებს საშუალებას მისცემს, Nvidia-ს ღრუბლოვანი ნაკადის პლატფორმის, GeForce Now-ს მეშვეობით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომნი გახდნენ.
დიდი ბრიტანეთის კონკურენციის დამკვირვებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.
Microsoft-მა პირობა დადო, რომ Activision Blizzard-ის ყველა თამაში ხელმისაწვდომი Nintendo-ს, Sony-სა და Steam-ის პლატფორმებზე მინიმუმ მომდევნო 10 წლის განმავლობაში იქნება.