Microsoft Excel ფორმულებს აძლიერებს და ამარტივებს
Microsoft Excel-მა რამდენიმე ცვლილება დააანონსა, რომელიც ფორმულების გამოყენების გაადვილებისა და კიდევ უფრო დახვეწისკენაა მიმართული.
Microsoft Excel-მა რამდენიმე ცვლილება დააანონსა, რომელიც ფორმულების გამოყენების გაადვილებისა და კიდევ უფრო დახვეწისკენაა მიმართული.
მომხმარებლებისთვის პირველი ცვლილება ფორმულის შემოთავაზებების შემოღებაა. ეს კონტექსტის მიხედვით მხარდაჭერილი ფორმულების რამდენიმე ვარიაციის შემოთავაზებას ითვალისწინებს, მათ შორის: SUM, AVERAGE, COUNT, COUNTA, MIN და MAX.
ამ დროისთვის ცვლილებები მხოლოდ ინგლისურ ენაზე დაყენებული ანგარიშებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. Microsoft იმედოვნებს, რომ ეს არა მხოლოდ მომხმარებლების დროს დაზოგავს, არამედ მათ საშუალებას მისცემს, Excel-ის ფორმულების შესახებ უფრო მეტი გაიგონ.
მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ფორმულების ავტომატურად შევსებაა. მას შემდეგ, რაც მომხმარებლები ჩანაწერების სერიას დაასრულებენ, Excel-ის ვებ ვერსია მათ დარჩენილი უჯრების შევსებას, წინა ქმედებების საფუძველზე შესთვაზებს.
Excel-ის მონაცემების დამუშავების გაუმჯობესება ხელსაწყოს მოიცავს, რომელსაც შეუძლია «გატეხილი» სამუშაო ბმულები აღმოაჩინოს. ასევე, ემატება ახალი საძიებო ზოლი მოთხოვნების პანელში უფრო სწრაფი ნავიგაციისთვის.
Excel ახლა სურათებს უჯრედებში განათავსებს, მაშინ, როცა ადრე ისინი უჯრედების მაღლა გვხვდებოდა.
ახალი ფუნქციები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, რაც იმას ნიშვანვს, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა განახლებებით სარგებლობა შესაძლოა ჯერ ვერ შეძლოს. ზოგიერთი ფუნქცია კი მხოლოდ Windows Insiders-ისთვის არის ხელმისაწვდომი.