ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta Twitter-ის კონკურენტი სოციალური ქსელის გამოშვებას აპირებს

BBC-ის ცნობით, Meta ტექსტზე დაფუძნებული სოციალური ქსელის გამოშვებას აპირებს, რომელიც Twitter-ის კონკურენტი იქნება.

კომენტარის დატოვება
Meta Twitter-ის კონკურენტი სოციალური ქსელის გამოშვებას აპირებს

BBC-ის ცნობით, Meta ტექსტზე დაფუძნებული სოციალური ქსელის გამოშვებას აპირებს, რომელიც Twitter-ის კონკურენტი იქნება.

ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თვალი ადევნონ ანგარიშებს, რომლებსაც Instagram-ზე უკვე მიჰყვებიან. 

Meta-ს სპიკერმა BBC-ის დაუდასტურა, რომ პლატფორმა დამუშავების პროცესშია.

«ჩვენ დამოუკიდებელ დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელს ტექსტური განახლებების გასაზიარებლად ვიკვლევთ». — თქვა მან.

«გვჯერა, რომ ცალკე სივრცის შექმნა შეგვიძლია, სადაც კრეატორებსა და საზოგადო მოღვაწეებს თავიანთი ინტერესების შესახებ დროული განახლებების გაზიარება შეეძლებათ».

Meta-ს პროდუქტის მთავარმა ოფიცერმა, კრის კოქსმა თქვა, რომ პლატფორმაზე კოდირების პროცესი მიმდინარეობს. ტექნოლოგიური გიგანტი მის მალე გამოშვებას აპირებს, თუმცა თარიღი მითითებული არ არის. არსებობს ვარაუდი, რომ ეს შეიძლება ივნისის ბოლოს მოხდეს.

ინტერნეტში თანამშრომლების მიერ გავრცელებული სქრინშოთები გამოჩნდა, რაც დაახლოებით გვიქმნის წარმოდგენას, როგორი იქნება აპლიკაციის დიზაინი. კომპანიის წყაროებმა BBC-ის განუცხადეს, რომ გაჟონილი ეკრანის ანაბეჭდები ნამდვილია.

ტექსტზე დაფუძნებული ქსელი — რომელსაც სამუშაო სახელწოდება P92 აქვს — შესაძლოა  ილონ მასკის Twitter-ისთვის უფრო დიდი კონკურენტი აღმოჩნდეს, ვიდრე BlueSky ან Mastodon.

Instagram-ის მომხმარებელთა რაოდენობა უზარმაზარია. Meta ამბობს, რომ მას დაახლოებით ორი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, რაც Twitter-ის 300 მილიონს გაცილებით აღემატება.

თუ Instagram-ის მომხმარებელთა 25% მაინც გამოიყენებს P92-ს, ის აუცილებლად Twitter-ის უმთავრესი კონკურენტი გახდება.

Meta აღიარებს, ხშირად ინსპირაციას სხვა პროდუქტებისგან იღებს — Facebook-ზე Stories Snapchat-ის ფუნქციაზე იყო დაფუძნებული, ხოლო Reels Instagram-ზე უდავოდ ჰგავს TikTok-ს.

Meta-ს მოგებამ ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა
Meta-ს მოგებამ ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა
თემის მიხედვით
Meta-ს მოგებამ ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა
Meta-ში მასობრივი შემცირების მორიგი რაუნდია მოსალოდნელი
Meta-ში მასობრივი შემცირების მორიგი რაუნდია მოსალოდნელი
თემის მიხედვით
Meta-ში მასობრივი შემცირების მორიგი რაუნდია მოსალოდნელი
Instagram Twitter-ის კონკურენტ აპლიკაციას ამზადებს
Instagram Twitter-ის კონკურენტ აპლიკაციას ამზადებს
თემის მიხედვით
Instagram Twitter-ის კონკურენტ აპლიკაციას ამზადებს


ასევე წაიკითხეთ
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.