ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta-ს მოგებამ ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა

Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანია Meta-მ ამ წლის პირველ კვარტალში 5,7 მილიარდი აშშ დოლარის მოგება გამოაცხადა, რამაც ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა.

კომენტარის დატოვება

კომპანიის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ბიზნესზე დადებითად აისახება.

მთლიანმა შემოსავალმა 28,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო Facebook-ზე მომხმარებელთა რიცხვი სამ მილიარდამდე გაიზარდა.

«ჩვენი ქომუნითი ზრდას აგრძელებს. ჩვენ უფრო ეფექტურები ვხდებით, რათა უკეთესი პროდუქტები მოკლე დროში შევქმნათ და საკუთარის თავის საუკეთესო ვერსია მივიღოთ». — თქვა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა.

მარკ ცუკერბერგმა ინვესტორებს განუცხადა, რომ Meta ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობას აქტიურად აპირებს და სურს, მომხმარებლებს სასარგებლო, მათზე მორგებული პროდუქტები შესთავაზოს.

კომპანია თავისი გენერაციული AI-ის კომერციალიზაციას აპირებს — Google-ის პრაქტიკული აპლიკაციების მოძიების საქმეში უერთდება — რადგან მთელი ინდუსტრია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით არის აღფრთოვანებული.

Meta-მ 2013 წელს Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ლაბორატორია დააარსა, მაგრამ ამ სფეროში გარდამტეხი წინსვლა, როგორც, მაგალითად, Microsoft-ს ჯერ არ ჰქონია.

თუმცა, ცუკერბერგი ამბობს, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის მქონე ინფრასტრუქტურის მშენებლობას აღარ ჩამორჩება და ეცდება, დანარჩენ კომპანიებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.

პოზიტიური ფინანსური მაჩვენებლები იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც Meta-მ სამუშაო ადგილები და პროექტები შეამცირა. «მიზანი 2023 წლის ეფექტურ წლად გადაქცევა იყო». — თქვა ცუკერბერგმა.

Meta ყველაზე აგრესიული მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია აღმოჩნდა, როცა საქმე შემცირებას შეეხო — თავისი გლობალური მუშახელის თითქმის მეოთხედი დაკარგა, სულ რამდენიმე თვეში 20000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეამცირა.

«ამ ეკონომიკურ გარემოში — და კატასტროფის შემდეგ, რომელიც 2022 წელი იყო — შემოსავლების 3%-ით ზრდა მიღწევაა». — თქვა Insider Intelligence-ის მთავარმა ანალიტიკოსმა, დებრა აჰო უილიამსონმა.

«ეფექტურ წელს», რომელზეც ცუკერბერგი ხშირად საუბრობს, ნაყოფი გამოაქვს. შედეგებმა მოლოდინს, ცალსახად, გადააჭარბა. მთავარია, Meta-მ კურსი არ შეცვალოს და კრიტიკულ მომენტში გარდამტეხი გადაწყვეტილება მიიღოს.

Meta-ში მასობრივი შემცირების მორიგი რაუნდია მოსალოდნელი
Meta-ში მასობრივი შემცირების მორიგი რაუნდია მოსალოდნელი
თემის მიხედვით
Meta-ში მასობრივი შემცირების მორიგი რაუნდია მოსალოდნელი
Meta-მ VR დეველოპერებს $1 მილიონამდე გადაუხადა ახლა კი ფინანსურ პრობლემებს ებრძვის
Meta-მ VR დეველოპერებს $1 მილიონამდე გადაუხადა, ახლა კი ფინანსურ პრობლემებს ებრძვის
თემის მიხედვით
Meta-მ VR დეველოპერებს $1 მილიონამდე გადაუხადა, ახლა კი ფინანსურ პრობლემებს ებრძვის
Meta-ს ახალი AI რომელიც ნახატებს ანიმაციად აქცევს
Meta-ს ახალი AI, რომელიც ნახატებს ანიმაციად აქცევს
თემის მიხედვით
Meta-ს ახალი AI, რომელიც ნახატებს ანიმაციად აქცევს

ასევე წაიკითხეთ
iA Writer-ს ადამიანისა და ChatGPT-ის ნაწერის გარჩევა შეუძლია
iA Writer-ს ადამიანისა და ChatGPT-ის ნაწერის გარჩევა შეუძლია
iA Writer-ს ადამიანისა და ChatGPT-ის ნაწერის გარჩევა შეუძლია
AI-ით შექმნილი 10 ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მალე ფილმებს სმარტფონებით გადავიღებთ
AI-ით შექმნილი 10 ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მალე ფილმებს სმარტფონებით გადავიღებთ
AI-ით შექმნილი 10 ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მალე ფილმებს სმარტფონებით გადავიღებთ
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.