ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta-ში მასობრივი შემცირების მორიგი რაუნდია მოსალოდნელი

Meta-ში მომუშავე რამდენიმე ადამიანის ცნობით, კომპანია, სავარაუდოდ, 20 აპრილს მასობრივი შემცირების მორიგ რაუნდს დაიწყებს. Meta-მ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

კომენტარის დატოვება

მოსალოდნელია, რომ კომპანიიდან დაახლოებით 4,000 ადამიანს გაათავისუფლებენ. ეს იმ რეორგანიზაციის ნაწილია, რომელიც Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა მარტში დააანონსა. გეგმის მიხედვით, გაზაფხულზე კომპანიამ 10,000 თანამშრომელი უნდა გაათავისუფლოს. Meta-ში სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირება ფართო რესტრუქტურიზაციის ნაწილია, რომელიც ნოემბერში 11,000 თანამშრომლის გაშვებით დაიწყო.

ცუკერბერგმა თქვა, რომ აპრილში დაგეგმილი შემცირება გავლენას ტექნიკურ განყოფილებებზე მოახდენს, ხოლო მაისში ძირითადად ბიზნეს მხარე დაზარალდება.

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ რამდენიმე პროექტი Facebook აპისა და Reality Labs-ის (განყოფილება, რომელიც გაძლიერებულ და ვირტუალურ რეალობის გამოცდილებაზე მუშაობს) ფარგლებში, მალე შეჩერდება. თუმცა ისინი, ვინც თამაშების შექმნაზე მუშაობენ, ჯერჯერობით უსაფრთხოდ არინ, რადგან Meta-ს საკუთარი მეტავერსული აზარტული თამაშების გაყივდა სურს.

მეტავერსი Meta-სა და ცუკერბერგის სტრატეგიულ საყრდენად ითვლება.  კომპანიამ VR პლატფორმისთვის, Horizon Worlds მილიარდები დახარჯა. თუმცა პროექტმა არ გაამართლა — მას გასული წლის ბოლოს თვეში მხოლოდ 200,000 აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
თემის მიხედვით
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს
Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს
თემის მიხედვით
Meta 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

ასევე წაიკითხეთ
Spotify თანამშრომლების 17%-ს გაათავისუფლებს
Spotify თანამშრომლების 17%-ს გაათავისუფლებს
Spotify თანამშრომლების 17%-ს გაათავისუფლებს
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
WSJ: Instagram Reels მომხმარებლების ნაწილს ბავშვთა სექსუალიზებულ კონტენტს უჩვენებს
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
სემ ალტმანი Open AI-ში აღარ დაბრუნდება — მის შემცვლელად საბჭომ ემეთ შირი დაასახელა
სემ ალტმანი Open AI-ში აღარ დაბრუნდება — მის შემცვლელად საბჭომ ემეთ შირი დაასახელა
სემ ალტმანი Open AI-ში აღარ დაბრუნდება — მის შემცვლელად საბჭომ ემეთ შირი დაასახელა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.