ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Instagram Twitter-ის კონკურენტ აპლიკაციას ამზადებს

Twitter ეტაპობრივად პოპულარობას კარგავს, რასაც სხვა პლატფორმები ჭკვიანურად იყენებენ — მაგალითად, Instagram Twitter-ის კონკურენტ აპლიკაციას ამზადებს, რომელსაც მალე გამოუშვებს.

კომენტარის დატოვება

მარკეტინგის ექსპერტმა, ლია ჰაბერმანმა თავის ბლოგზე განაცხადა, რომ Instagram სოციალური მედიის პლატფორმას აშენებს, რომელიც Twitter-ისა და Instagram-ის გაერთიანებას წააგავს. ჰაბერმანის გაზიარებულ სქრინშოთში აპს  «Instagram-ის ახალი ტექსტური აპლიკაცია საუბრებისთვის» («Instagram’s new text-based app for conversations») ერქვა, თუმცა, როგორც ცნობილია, მას P92-ს, Project 92-ს ან Barcelona-ს ეძახიან.

საინტერესოა, რომ Facebook-ისა და Instagram-ისგან განსხვავებით, აპლიკაცია დეცენტრალიზებული იქნება.

«მალე ჩვენი აპლიკაცია ზოგიერთ სხვა აპთან იქნება თავსებადი, როგორიცაა, მაგალითად, Mastodon». — ნათქვამია Instagram-ის სლაიდში — «სხვა აპლიკაციების მომხმარებლებს შეეძლებათ მოძებნონ, თვალყური ადევნონ და დაუკავშირდნენ თქვენს პროფილსა და შინაარსს».

აპლიკაცია, რომელიც სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გამოვა, სისტემაში შესვლისთვის თქვენი Instagram-ის მომხმარებლის სახელსა და პაროლს იყენებს. 

ტექსტის ლიმიტი 500 სიმბოლომდე იქნება, რაც უფრო მეტია, ვიდრე Twitter-ის არავერიფიცირებული მომხმარებლების შემთხვევაში, თუმცა ნაკლები — ვერიფიცირებულთათვის. მომხმარებლებს, სავარაუდოდ, ბმულების, ფოტოებისა და ვიდეოების ატვირთვა და ასევე სხვა პოსტების მოწონება შეეძლებათ.

ახალი აპლიკაცია მთლიანად Instagram-ზე იქნება მიმაგრებული, ასე რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც თქვენს პროფილზე განახორციელებთ ორივე სოციალურ ქსელში აისაება.

ეს ხდება რამდენიმე თვის შემდეგ, რაც Instagram-მა Notes გამოუშვა, რომელმაც პლატფორმაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა. Note-ები თქვენი პროფილის სურათის გვერდით ჩნდება და 60-მდე სიმბოლოსა და ემოჯის დაწერის უფლებას გაძლევთ.

«ჩვენ ტექსტის განახლებების გასაზიარებლად დამოუკიდებელ დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელს ვიკვლევთ. გვჯერა, რომ ცალკე სივრცე არსებობს, სადაც კრეატორებსა და საჯარო პირებს შეუძლიათ მათი ინტერესების, პირადი ცხოვრებისა თუ გადაწყვეტილებების შესახებ საუბარი». — განაცხადა Meta-მ.

Mastodon-ზე რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა
Mastodon-ზე რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა
თემის მიხედვით
Mastodon-ზე რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა
5 ლინკი ერთის ნაცვლად Instagram-ის Bio-ში
5 ლინკი ერთის ნაცვლად Instagram-ის Bio-ში
თემის მიხედვით
5 ლინკი ერთის ნაცვლად Instagram-ის Bio-ში

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
X(Twitter)-ზე პოპულარულ ანგარიშებს ლურჯი ნიშანი უფასოდ მიენიჭათ
X(Twitter)-ზე პოპულარულ ანგარიშებს ლურჯი ნიშანი უფასოდ მიენიჭათ
X(Twitter)-ზე პოპულარულ ანგარიშებს ლურჯი ნიშანი უფასოდ მიენიჭათ
მასკის ეპოქის დაწყების შემდეგ X/Twitter-ის გამოყენება თითქმის მეოთხედით შემცირდა
მასკის ეპოქის დაწყების შემდეგ X/Twitter-ის გამოყენება თითქმის მეოთხედით შემცირდა
მასკის ეპოქის დაწყების შემდეგ X/Twitter-ის გამოყენება თითქმის მეოთხედით შემცირდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.