ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta-მ VR დეველოპერებს $1 მილიონამდე გადაუხადა, ახლა კი ფინანსურ პრობლემებს ებრძვის

წლების განმავლობაში, Meta ადამიანური კომუნიკაციის მომავალს ქმნიდა, რომელშიც ადამიანები ვირტუალური რეალობის მოწყობილობების დახმარებით მუშაობას, თამაშსა და შოპინგსაც კი შეძლებდნენ.

კომენტარის დატოვება
Meta-მ VR დეველოპერებს $1 მილიონამდე გადაუხადა, ახლა კი ფინანსურ პრობლემებს ებრძვის

წლების განმავლობაში, Meta ადამიანური კომუნიკაციის მომავალს ქმნიდა, რომელშიც ადამიანები ვირტუალური რეალობის მოწყობილობების დახმარებით მუშაობას, თამაშსა და შოპინგსაც კი შეძლებდნენ.

რაც კომპანიას არასდროს უთქვამს არის ის, რომ პროგრამისტებს გადაჭარბებულ ხელფასს უხდის, რათა ეს ხედვა რეალობად აქციოს.

პროგრამისტების ხელფასი, რომლებსაც ვირტუალური რეალობის თამაშების, აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების შექმნა შეუძლიათ, $600,000-დან 1 მილიონ დოლარამდე მერყეობს. 

«Meta იმაზე გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე საჭიროა. აქ, სხვა კომპანიებთან შედარებით, VR პროგრამისტის ხელფასი თითქმის ორმაგია, თუმცა ამაში არანორმალური არაფერია». — თქვა Andiamo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ მაკადამსმა.

თვალისმომჭრელი ანაზღაურებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მრავალმილიარდიანი ინვესტიციისა, რომელსაც კომპანია ახორციელებს Metaverse-ის — ერთი შეხედვით რეალისტური კომპიუტერული გენერირებული სივრცეების ასაშენებლად, სადაც მომხმარებლები ერთმანეთთან ურთიერთობენ.

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა თეორია ჩამოაყალიბა, რომლის მიხედვითაც, ვირტუალური რეალობის ყურსასმენები, გაძლიერებული რეალობის სათვალეები და შესაბამისი პროგრამები პირადი კომუნიკაციის სტილს საბოლოოდ შეცვლის.

Meta მაღალი ხელფასებისა და გრძელვადიანი ინვესტიციების დაბალანსებას რესტრუქტურიზაციით ცდილობს. გასულ თვეში, კომპანიამ 10,000 თანამშრომლის დათხოვნის გეგმა წარადგინა, როგორც სოციალური მედიის გიგანტის ერთთვიანი შემცირებისა და რესტრუქტურიზაციის მცდელობის ნაწილი. ამასთან ერთად, Meta-მ ნოემბერში 11,000 ადამიანი გაათავისუფლა. 

Meta-ს ადამიანური რესურსების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიის უჩვეულოდ მაღალი ხელფასები დეველოპერებისთვის, რომლებიც ვირტუალური რეალობის პროდუქტებს ქმნიან, დიდი ტენდენციის ნაწილია, რომლის დროსაც კომპანია მზადაა, საუკეთესო ნიჭის მოსაზიდად კონკურენტებზე გაცილებით მეტი დახარჯოს.

«ისინი ბევრი პოზიციისთვის უფრო მაღალ ხელფასებს იხდიან. მათ კონკურენტუნარიანი დეველოპერები სურთ,» — თქვა Meta-ს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა.

Meta, რომლის ბიზნესიც დიდწილად ციფრულ რეკლამაზეა დაფუძნებული, მძიმე ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას ცდილობდა. Apple-ის კონფიდენციალურობის ახალმა წესებმა, უკრაინის ომმა და მზარდმა ინფლაციამ ბაზრის არასტაბილურობა გამოიწვია, რამაც ციფრული რეკლამის ზოგიერთი განმთავსებელი აიძულა, სოციალური მედიის რეკლამებზე უარი ეთქვათ.

«Meta-ში მეტავერსის გამოჩენამ გეგმები და მიდგომა რადიკალურად შეცვალა. კომპანიამ თანხის დახარჯვა 30-დან 40-მდე სხვადასხვა პროექტზე დაიწყო, რომელთაგან ბევრი სოციალურ მედიას საერთოდ არ ეხებოდა». — განაცხადა Wedbush Securities-ის ფინანსურმა ანალიტიკოსმა, დენ აივსმა.

Meta, სხვა გიგანტი კომპანიების მსგავსად კვლავ რესტრუქტურიზაციის ეტაპზეა. ბოლო თვეების განმავლობაში, Google-ში, Amazon-სა და Apple-შიც კი სამუშაო ადგილები შემცირდა. Layoffs.fyi-ის თანახმად — ვებსაიტის, რომელიც ტექნოლოგიურ სივრცეში თანამშრომლების გათავისუფლებას ადევნებს თვალს — ბოლო ორი წლის განმავლობაში 332 614 სამუშაო ადგილი დაიკარგა.

საერთო ჯამში, Meta-მ 2022 წელს განაცხადა, რომ ხარჯების 20% Reality Labs-ზეა მიმართული — Meta-ს განყოფილებაზე, რომელიც მეტავერსული პროდუქტების შექმნაზეა პასუხისმგებელი. ამ განყოფილებამ შარშან 13,7 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

Meta-მ ფულის დახარჯვის უამრავი გზა იპოვა. 2022-ში კომპანიამ მაღალი დონის ვირტუალური რეალობის ყურსასმენი, Quest Pro, წარადგინა, რომელიც 1500 დოლარი ღირს. ყურსასმენი, რომელმაც არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა, კორპორატიულ თანამშრომლებსა და ბიზნესმენებზეა გათვლილი.

Meta-მ განაცხადა, რომ მისი ამბიციების რეალიზებას წლები დასჭირდება, რადგან კომპანია ჯერ კიდევ ძირითადი ტექნოლოგიის განვითარებას ცდილობს —  ისევ ცდილობს, შექმნას სათვალე, რომელსაც კომპიუტერიზებული სურათების რეალურ სამყაროში პროექცია შეუძლია. და ჯერ კიდევ აწარმოებს კვლევას, რათა ფიზიკური სამყარო და ვირტუალური სამყარო ერთმანეთს ძალიან დაამგვანოს.

Levels.fyi-ის მონაცემებით, Apple-მა თავის ყველაზე მაღალშემოსავლიან დეველოპერს წელიწადში $495,400 გადაუხადა, ხოლო Google-მა — $440,000.

Moor Insights & Strategy-ის ანალიტიკოსმა, ანშელ საგმა თქვა, რომ Meta-ს წინ დიდი კონკურენცია ელოდება, რადგან ბაზარზე სულ უფრო მეტი კომპანია შემოდის. ამ წლის დასაწყისში, PlayStation-მა ახალი ვირტუალური რეალობის ყურსასმენი გამოუშვა. მედიის ცნობით, Apple მსგავს, მაღალი კლასის მოწყობილობას ამ წლის ბოლოს წარადგენს.

ერთ-ერთმა კომპანიის აღმასრულებელმა თქვა, რომ მან შესაძლებლობა დაკარგა, უფროსი დეველოპერი დაექირავებინა, რადგან კანდიდატმა თქვა, რომ Meta-მ მას წელიწადში $800,000, 1 მილიონ დოლარზე მეტის მიღების პოტენციალით შესთავაზა. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
თემის მიხედვით
მარკ ცუკერბერგი Meta-ში AI პროდუქტებზე მომუშავე ახალ გუნდს ქმნის
როგორ იწყებოდა მეტავერსი
როგორ იწყებოდა მეტავერსი
თემის მიხედვით
როგორ იწყებოდა მეტავერსი


ასევე წაიკითხეთ
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.