ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta-ს ახალი AI, რომელიც ნახატებს ანიმაციად აქცევს

ხატვა ბავშვობიდანვე საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. Meta-მ ხელოვნური ინტელექტის სისტემა შექმნა, რომელიც სურვილისამებრ დახატულ ადამიანის ფიგურას ანიმაციად აქცევს. Meta-ს თქმით, ისინი გამოაქვეყნებენ სისტემის კოდსა და 180 000 ანიმაციას, რათა სხვა მკვლევრებს მომავალში სფეროს უკეთესად შესწავლაში დაეხმარონ. ეს პირველი ანოტირებული მონაცემთა ნაკრებია, რომელიც ამ სახის ნამუშევრებს შეიცავს.

კომენტარის დატოვება

მიუხედავად იმისა, რომ ნახატის მნიშვნელობა ხშირად ნათელია ადამიანისთვის, AI მოდელებისთვის ასე არ არის. ისინი გაწვრთნილნი არიან რეალური ცხოვრების ობიექტების სურათებით. იმისთვის, რომ AI-მ ყველა სახის ნახატი ამოიცნოს, ესკიზების დიდი ნაკრები სჭირდება.

Meta-ს თქმით, იმ ახალი მონაცემთა ნაკრებით, რომელსაც აზიარებენ, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს შეუძლიათ შექმნან ხელსაწყოები ნახატების შინაარსის უფრო მარტივად და ზუსტად გასაანალიზებლად. ამან შეიძლება გახსნას ახალი ციფრულ-ფიზიკური ჰიბრიდული გამოცდილება, როგორიცაა მოთხრობის ახალი ფორმები.

Meta-მ დემო პირველად 2021 წელს გამოაქვეყნა. ბრაუზერზე დაფუძნებული დემო ადამიანებს საშუალებას აძლევს, ნახატები ატვირთონ, შემდეგ გადაამოწმონ, შეასწორონ და მიიღონ მოკლე ანიმაცია.

მთელი მსოფლიოდან საიტს 3,2 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. დემოში სულ 6,7 მილიონი ნახატი აიტვირთა. აქედან Meta-ს ჯგუფმა კვლევით ჯგუფთან გასაზიარებლად 180 000 აარჩია.

ადამიანის ფანტაზიის გაგება ნახატების საშუალებით

ნახატების ვარიანტები ისეთივე ფართოა, როგორც ნებისმიერი ადამიანის ფანტაზია. როგორ შეუძლია AI-ის ასეთ ფართო დიაპაზონში ანიმაციის სწორად შექმნა?

ერთი გზაა ახალი მოდელების შექმნა ანოტირებული ნახატების გამოყენებით. თუმცა, ასეთი ნახატების პოვნა რთულია.

კიდევ ერთი საშუალებაა ნახატების სინთეზურად შექმნა, რაც ასევე რთულია. გენერაციულ მეთოდებს სწავლისთვის ნიმუშების დიდი ნაკრები სჭირდება, ხოლო სტილის გადაცემის მეთოდებმა შეიძლება ვერ აღბეჭდოს ყველა ის ნიუანსი, რომლითაც ნახატი ფოტოსგან განსხვავდება.

როგორ შეაგროვა Meta-მ სამოყვარულო ნახატების ნაკრები?

დემო ვერსიის ფარგლებში მომხმარებლებს შეეძლოთ სურვილისამებრ დაეტოვებინათ მათ მიერ ატვირთული ნახატი, რათა შემდეგ Meta-ს კვლევაში გამოეყენებინა.

ნახატები სტანდარტების მიხედვითაც გაფილტრეს.

თავდაპირველად, სისტემამ თავად გამოყო ნახატები ნამდვილი ფოტოებისგან, შემდეგ კი Meta-ს ჯგუფმა განიხილა ფოტოები, რათა დარწმუნებულიყო, აკმაყოფილებდა თუ არა მათ სტანდარტებს.

ნახატები უნდა ყოფილიყო აუცილებლად ფურცელზე შექმნილი, სამოყვარულო და, სულ მცირე, ერთი მთლიანი ადამიანის ფიგურით.

Meta ასევე დარწმუნდა, რომ ნახატები არ შეიცავდა პლაგიატს ან ვულგარულ შინაარსს.

ნახატები, რომლებზეც არაინგლისური სიტყვები ეწერა, გამოირიცხა, რადგან ისინი შეიძლება შეუსაბამო შინაარსის ყოფილიყო.  

შთამაგონებელი კრეატიულობა

Meta განცხადებით, აზიარებს კოდს და მონაცემთა ბაზას იმ იმედით, რომ ის საინტერესო იქნება სხვა პრაქტიკოსებისთვის — როგორც ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებისთვის, ასევე, უფრო ფართო კვლევითი საზოგადოებისთვის.

«ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ნამუშევარი სხვა მკვლევრებს გაუადვილებს იმ ინსტრუმენტებისა და ტექნიკების სწავლას, რომლებიც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ადამიანის შემოქმედებას ავითარებს» — ვკითხულობთ Meta-ს ვებ გვერდზე.

გაიცანით LLaMA — Meta-ს დიდი ენის მოდელი
გაიცანით LLaMA — Meta-ს დიდი ენის მოდელი
თემის მიხედვით
გაიცანით LLaMA — Meta-ს დიდი ენის მოდელი
MidJourney - AI ხელოვნება რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
MidJourney — AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
თემის მიხედვით
MidJourney — AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.