ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

MidJourney - AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა

ბოლო დღეების განმავლობაში ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა გამოსახულებებმა. ისინი Midjourney AI-ით იყო შექმნილი.

Midjourney AI-art არის ახალი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დაგეხმარებათ, ფანტაზია რეალობად აქციოთ. ის ნახატებს ტექსტის საშუალებით ქმნის. თქვენ აძლევთ მას საკვანძო სიტყვებს, ის აგროვებს ინფორმაციას და ქმნის სურათს. ეს არის ახალი შესაძლებლობა ხელოვნების სამყაროსთვის.

კომენტარის დატოვება

DALL.E 2-სგან განსხვავებით, Midjourney არ მუშაობს ვების აპლიკაციის ფორმატში.

ამის ნაცვლად მომხმარებლები იყენებენ Discord-ის ჩატის აპლიკაციას ბოტთან საუბრის ფუნქციით.

უფასო ვერსიის შემთხვევაში ქაოსური სიტუაცია იქმნება, რადგან ბოტთან კომუნიკაცია საჯარო ჩატ-რუმში გიწევთ, სადაც ყველა დანარჩენი იმავეს აკეთებს.

მიუხედავად ამისა, ეს ძალიან სახალისო პროცესია. შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი, რასაც სხვა ადამიანები ითხოვენ და ასევე, მიღებული შედეგები.

ფასიანი მომხმარებლობის შემთხვევაში (თვეში 10 აშშ დოლარიდან), თქვენ შეძლებთ ბოტთან ინდივიდუალურად საუბარს და ნამუშევრების  დამოუკიდებლად შექმნას. 

Midjourney-ის მუშაობისთვის, თქვენ წერთ სიტყვების ერთობლიობას, რომელიც გსურთ ნახოთ შექმნილ სურათზე. მაგალითად — «მანქანების სევდიანი და წვიმიანი ქალაქი» და შედეგად მიიღოთ ქალაქი, სადაც წვიმს, ხოლო მანქანები ორ ფეხზე დადიან და ემოციები აქვთ.

Midjourney  ინფორმაციას ინტერნეტიდან აგროვებს და ძალიან რეალისტურ ნამუშევრებს ქმნის.

სურათების გენერირებას დაახლოებით ორჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ამას DALL.E მოითხოვს. საწყისი ესკიზის გამოჩენას დაახლოებით 50 წამი სჭირდება.

თუმცა, DALL.E-სგან განსხვავებით, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, ეტაპობრივად როგორ იქმნება თქვენი სურათი საწყისი ბუნდოვანი ფერიდან დაწყებული, მაღალი გარჩევადობის ესკიზით დამთავრებული.

DALL.E-სგან განსხვავებით, Midjourney მეორე ნაბიჯის გადადგმასაც საჭიროებს. საწყისი ესკიზი მხოლოდ 256 პიქსელია, თუმცა თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთი კრედიტის გამოყენებით გამოსახულება სასურველ ხარისხამდე მიიყვანოთ.

ამ პროცესის დასრულებას დაახლოებით 1 წუთი დასჭირდება.

DALL.E-ს მსგავსად, შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერი გამოსახულების ვარიაციები. ვარიაციის მოთხოვნის შემთხვევაში ოთხი ვარიანტი ჩნდება.

Midjourney თავს არიდებს პირდაპირი და ყოველდღიური გამოსახულებების შექმნას, მაგრამ შეუძლია შექმნას ლამაზი გამოსახულებები, რომელთა 90% საკმაოდ მაღალი ხარისხის ხელოვნების ნიმუშს, CGI ნამუშევარს ან რეალისტურ ფოტოსურათს მოგვაგონებს, რომელიც ძლიერ დაფოტოშოპებულია. Midjourney-ის ტენდენცია ულტრამკვეთრი სურათების გენერირებაა, რაც გამოსახულებას ნამდვილობის შეგრძნებას უჩენს.

Midjourney-ს ესმის ფოტოგრაფიის ჟარგონები, მარტივად აღიქვამს ნაგულისხმევ ემოციას და ასევე იაზრებს, მაგალითად, რა ზომის ლინზით გადაღებული ფოტოს გენერირება გსურთ.

მაგალითად: Fish eye, პოლაროიდის ფოტოაპარატი, ინფრაწითელი გამოსახულება

Midjourney-ს ასევე შეუძლია,სხვადასხვა მხატვრის სტილს მიბაძოს.

რაც შეეხება კონტენტს, Midjourney არ კრძალავს ძალადობის ამსახველი მასალის შექმნას, ამასთან, შესაძლებელია ავადმყოფობის, პოლიტიკური და საჯარო პირების გამოსახულებების შექმნა.

ასე რომ, თუ ცდილობთ, შექმნათ სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის სუპერ ჯარისკაცები, ვიზუალი, რომელიც ჯანმრთელობას ეხება, მკვეთრი პოლიტიკური სურათები ან საყვარელი ცნობილი სახის გამოსახულება Midjourney  ამის საშუალებას მოგცემთ.

1)კოსმოსური ჯარისკაცი იარაღით (ძალადობრივი გამოსახულება) 2)კორონავირუსი(დაავადება) 3)დონალდ ტრამპი (პოლიტიკოსი) 4)ტეილოს სვიფტი (საჯარო ფიგურა)

Midjourney ყველა ესკიზს HD ხარისხში ინახავს. გამოსახულებები თქვენს პირად არქივში ინახება, რაც მათ ხელახლა პოვნას აადვილებს.

ერთი პოტენციური მინუსი, რომელიც Midjourey-ს აქვს არის კონფიდენციალურობა. გამოსახულებები, რომლებიც Midjourney-ზე ინახება საჯაროა და გაზიარებულია ფართო გალერეაში.

თუმცა, უზარმაზარ არქივთან წვდომას დადებითი მხარეებიც აქვს. ეს არის მშვენიერი გზა იმის გამოსაკვლევად, თუ რა სტილები არსებობს და ის მუდმივ შთაგონების წყაროდ იქცევა ახალი იდეებისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ მოძებნოთ ტექნიკა, მხატვრები ან საგნები.

Midjourney-ს შეუძლია სხვადასხვა ზომის პეიზაჟების შექმნაც. ზოგიერთი მათგანია 16:9, 9:16, 4:3 და 4:5.

მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ სურათის მოთხოვნის დამატება. უბრალოდ დაიწყეთ მოთხოვნა გამოსახულების ბმულით და Midjourney შეეცდება, გამოიყენოს ამ სურათის «სტილი», რათა შეცვალოს თქვენი შეყვანილი წინადადება. მაგალითად, თუ დავიწყებთ მოცემული  გამოსახულებებით და ჩავწერთ სიტყვას «ძაღლი» შემდეგნაირ გამოსახულებას მივიღებთ:

ამ ფუნქციის კონტროლი საკმაოდ რთულია. უბრალოდ ტექსტის გამოყენებით სასურველი გამოსახულების მოთხოვნა ბევრად უფრო მარტივია.

DALL·E 2 - ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
თემის მიხედვით
DALL·E 2 — ხელოვნური ინტელექტის მხატვრობა სიტყვებით
DALL·E-მ ჩვენი თხოვნით დახატა როგორები იქნებოდნენ აპლიკაცები ადამიანები რომ ყოფილიყვნენ
DALL·E-მ ჩვენი თხოვნით დახატა, როგორები იქნებოდნენ აპლიკაცები, ადამიანები რომ ყოფილიყვნენ
თემის მიხედვით
DALL·E-მ ჩვენი თხოვნით დახატა, როგორები იქნებოდნენ აპლიკაცები, ადამიანები რომ ყოფილიყვნენ

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.