ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
15 დეკემბერი 2023, 09:30
2023-12-15
Meta მუშაობს, რომ Threads დეცენტრალიზებული ქსელის ნაწილი გახდეს
13 დეკემბერს მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ Meta-მ ფუნქციის ტესტირება დაიწყო, რომელიც Threads-ის პოსტების Mastodon-ზე და ActivityPub-ის პროტოკოლით მხარდაჭერილ სხვა ქსელებზე დამატებას გულისხმობს.
ActivityPub სოციალური ქსელების ღია, დეცენტრალიზებული პროტოკოლია, ის ქმნის კლიენტის/სერვერის API-ს კონტენტის შექმნის, განახლებსა და წაშლისთვის, ისევე, როგორც სერვერიდან სერვერზე შეტყობინებების და შინაარსის მიწოდებისთვის.
«Threads-ის თავსებადობა ადამიანებს ერთმანეთთან ურთერთობისთვის მეტ არჩევანს მისცემს. ასევე დაეხმარება კონტენტს, მივიდეს უფრო მეტ ადამიანამდე. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი». — თქვა ზაკერბერგმა.
ეს Threads-ისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ამ ინტეგრაციით აპლიკაცია დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის ნაწილი ხდება, თუმცა, ზაკერბერგს ფუნქციის მუშაობის დეტალებზე ჯერ არ უსაუბრია.
ასევე უცნობია, მისცემს თუ არა Threads-ის ActivityPub-ში ინტეგრაცია მომხმარებლებს Threads-სა და Mastodon-ზე ქროს-პოსტინგის საშუალებას, ანუ ერთი და იმავე კონტენტის ორივე პლატფორმაზე ერთდროულად გამოქვეყნების ფუნქციას.
Threads ივლისში ამოქმედდა. მაშინ Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ თქვა, რომ სოციალური ქსელი fediverse-სთან ინტეგრირდებოდა.
Fediverse სოციალური ქსელების გაერთიანებაა, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებლად მუშაობის მიუხედავად, სოციალურ ქსელებს ერთმანეთთან ინტეგრაციის საშუალებას აძლევს. ActivityPub არის W3C-ის სტანდარტი — ყველაზე ფართოდ გამოყენებული პროტოკოლი, რომელიც აძლიერებს Fediverse-ს.
«ჩვენ მზად ვართ Mastodon-თან ინგერაციისთვის. მისი გასაშვებად დასრულება ვერ შევძელით — მრავალი გართულების გათვალისწინებით, რაც დეცენტრალიზებულ ქსელს თან ახლავს, მაგრამ, რაც მთავარია, ის გზაშია», — თქვა მოსერიმ ივლისში.
აგვისტოში Threads-მა ფუნქცია დაამატა, რომლითაც მომხმარებლებს თავიანთი პროფილების Mastodon-ზე გადამოწმება შეეძლოთ. კომპანიამ «rel=me» ბმულები დაამატა — გზა ორ ანგარიშს შორის ურთიერთობის დამყარების მიზნით, ერთმანეთთან ბმულების მითითებით.
ზაკერბერგის ბოლო განცხადება პირველი რეალური ნიშანია იმისა, რომ Threads დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის სისტემის ნაწილი ხდება.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.