ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Instagram Threads — Meta-მ ტვიტერის კონკურენტი აპლიკაცია გაუშვა

Meta-მ ტვიტერის კონკურენტი აპლიკაცია, Instagram Threads გაუშვა. მარკ ცუკერბერგის თქმით, პირველივე რამდენიმე საათში აპლიკაცია 5 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა. 

კომენტარის დატოვება

ექსპერტების განცხადებით, Threads-მა შეიძლება მოიზიდოს ის მომხმარებლები, რომლებიც Twitter-ზე ბოლოდროინდელი ცვლილებებითა და შეზღუდვებით უკმაყოფილოები არიან. 

Threads მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოაქვეყნონ პოსტი 500-მდე სიმბოლოთი, ასევე, აქვს ტვიტერის მსგავსი ბევრი სხვა ფუნქცია. 

აპლიკაციის გაშვებას უკვე გამოეხმაურა ილონ მასკი. მისი თქმით, «უმჯობესია, იყო თავდასხმის ქვეშ ტვიტერზე, ვიდრე ტკივილის დამმალავ ინსტაგრამზე ყალბი ბედნიერებით დატკბე». 

კითხვაზე, აჯობებს თუ არა Threads ტვიტერს, მარკ ცუკერბერგმა უპასუხა რომ ამას დრო დასჭირდება, მაგრამ პლატფორმაზე 1 მილიარდზე მეტ ადამიანს ელოდება. 

«ტვიტერს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გააკეთა. იმედია, ჩვენ შევძლებთ». — თქვა მან. 

Thread-ის გადმოწერა შესაძლებელია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. თუმცა, ჯერჯერობით, არ არის ხელმისაწვდომი ევროკავშირის ქვეყნებში, პერსონალურ მონაცემთა შესახებ რეგულაციების გამო. 

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე ios-ის მომხმარებლებისთვის. 

ასევე წაიკითხეთ
Facebook-მა ლოგო შეცვალა
Facebook-მა ლოგო შეცვალა
Facebook-მა ლოგო შეცვალა
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
WhatsApp-ს არხების Instagram-ის მსგავსი ფუნქცია ექნება
WhatsApp-ს არხების Instagram-ის მსგავსი ფუნქცია ექნება
WhatsApp-ს არხების Instagram-ის მსგავსი ფუნქცია ექნება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.