მარკ ზაკერბერგმა თავისი ლიდერობის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო პრინციპზე ისაუბრა
მარკ ზაკერბერგის თქმით, მისი, როგორც ბიზნეს ლიდერის ერთ-ერთი «ყველაზე საკამათო» პრინციპი არის ის, რომ მას პასუხისმგებლობის დელეგირება არ უყვარს.

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა საკუთარი მართვის სტილი 16 თებერვალს გამოქვეყნებულ «Morning Brew Daily» პოდკასტის ეპიზოდში განიხილა.
«ვფიქრობ, ალბათ, ჩემი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი არის ის, რომ რეალურად ზედმეტი დელეგირების არ მჯერა. ვფიქრობ, დამფუძნებელმა, ძირითადად, იმდენი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და იმდენ საკითხში ჩაერიოს, რამდენიც შეუძლია». — თქვა მან.
ზაკერბერგი დასძენს, რომ მენეჯერმა უნდა იცოდეს, სად გადის საზღვარი და როდის ზიანდებიან თანამშრომლები.
«რადგან რაღაცაში ნახევრად ჩართული ხარ და მთლიან კონტექსტზე წარმოდგენა არ გაქვს. გარშემო შესანიშნავი ადამიანები გჭირდება, რადგან რაც არ უნდა ბევრი დრო გქონდეს, მაინც იქნება ისეთი რამ, რასაც ვერ მიაღწევ და მოასწრებ.
სწორედ ამიტომ არის საჭირო ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, გააკეთონ ის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც მე ვერ ვაკეთებ».
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პოდკასტში ბოლო წლების განმავლობაში თანამდებობიდან გათავისუფლების უამრავ რაუნდზეც ისაუბრა, რომელიც 20 000-ზე მეტ თანამშრომელს შეეხო.
ზაკერბერგმა შემცირება დიდი ინვესტიციების, მათ შორის Metaverse ტექნოლოგიის განხორციელებას, პანდემიასა და e-commerce-ის ბუმს დააბრალა — ამ პერიოდში კომპანიამ უამრავი ადამიანი აიყვანა.
გასულ წელს მან «ეფექტურობის წელი» დააანონსა და ამ მიზნისკენ, შეიძლება ითქვას, რომ სწორ ნაბიჯებს დგამს.