ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მარკ ზაკერბერგმა სენატში სოციალური მედიით დაზარალებულ ოჯახებს ბოდიში მოუხადა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა აშშ-ის სენატში გამართული მოსმენის დროს ოჯახებს, რომლებიც ამბობენ, რომ  სოციალურმა მედიამ მათ შვილებს ზიანი მიაყენა, ბოდიში მოუხადა.

კომენტარის დატოვება

ზაკერბერგმა, რომელიც Instagram-სა და Facebook-ს მართავს, დაზარალებულ ოჯახებს მიმართა, რომ «არავინ უნდა გაიაროს ის», რაც მათ ამ დროის განმავლობაში გადაიტანეს.

მარკ ზაკერბერგს, ასევე, TikTok-ის, Snap-ის, X-ისა და Discord-ის ხელმძღვანელებს რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები თითქმის ოთხი საათის განმავლობაში კითხავდნენ.

კანონმდებლებს სურდათ, გაეგოთ, რას აკეთებენ ისინი ბავშვების ონლაინ დასაცავად.

ზაკერბერგი და TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი, შოუ ზი ჩუუ ჩვენების მიცემას ნებაყოფლობით დასთანხმდნენ — მაგრამ Snap-ის, X-ისა (ყოფილი Twitter) და Discord-ის ხელმძღვანელებმა სენატში გამოცხადებაზე თავდაპირველად უარი განაცხადეს, რის შემდეგაც მათ მთავრობის მიერ გაცემული გამოძახებები გაუგზავნეს.

სენატის დარბაზში 5 აღმასრულებელი დირექტორის უკან ოჯახები ისხდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათმა შვილებმა სოციალური მედიის კონტენტის გამო თავი დაიზიანეს ან მოიკლეს.

მათ თავიანთი განცდები მთელი პროცესის განმავლობაში გამოავლინეს — ჩურჩულებდნენ, როდესაც აღმასრულებელი დირექტორები სენატში შევიდნენ და ტაშს უკრავდნენ, როდესაც კანონმდებლები რთულ კითხვებს სვამდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსმენა ძირითადად ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისგან ბავშვების დაცვაზე იყო ფოკუსირებული, კითხვები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა — სენატორებმა იმით ისარგებლეს, რომ სენატში ხუთი გავლენიანი აღმასრულებელი დირექტორი იმყოფებოდა, რომლებსაც ფიცი ჰქონდათ დადებული. 

TikTok-ის — რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance ფლობს — აღმასრულებელ დირექტორს, ჩიუს ჰკითხეს, გაუზიარა თუ არა მისმა კომპანიამ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები ჩინეთის მთავრობას, რაც მან უარყო.

ამერიკელმა სენატორმა, ტომ კოტონმა ჩიუს, რომელიც სინგაპურიდან არის, ჰკითხა, ეკუთვნოდა თუ არა ის ოდესმე ჩინეთის კომუნისტურ პარტიას.

«სენატორო, მე სინგაპურიდან ვარ. არა». — უპასუხა ჩიუმ.

თუმცა, ყველაზე დიდი ყურადღების ქვეშ მარკ ზაკერბერგი მოექცა, რადგან მან ჩვენება ამერიკელი კანონმდებლების წინაშე მერვედ მისცა.

ერთ მომენტში რესპუბლიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა ჰკითხა: «ბატონო ზაკერბერგ, რა ჯანდაბას ფიქრობდით?» და მან მარკს Instagram-ის მოთხოვნა აჩვენა, რომელიც მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ისინი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასალის ნახვას აპირებენ, მაგრამ მაინც ეკითხევა, სურთ თუ არა «შედეგის ნახვა».

ზაკერბერგმა თქვა, რომ «ხშირად ამის მიღმა არსებული ძირითადი მეცნიერება უფრო სასარგებლოა, ვიდრე უბრალოდ დაბლოკვა». მან ასევე პირობა დადო, რომ საკითხს პირადად განიხილავს.

რესპუბლიკელ სენატორ ჯოშ ჰეულისთან მორიგი საუბრის დროს ზაკერბერგს მოუწოდეს, მის უკან მსხდომი ოჯახებისთვის ბოდიში მოეხადა. 

Meta-ს ხელმძღვანელი ასეც მოიქცა — ის ფეხზე წამოდგა, აუდიტორიისკენ შებრუნდა და თქვა: «ბოდიშს ვიხდი ყველაფრისთვის, რაც თქვენ გამოიარეთ, ეს საშინელებაა».

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მოსმენაზე Meta-მ განაცხადა, რომ მოზარდებისთვის ონლაინ უსაფრთხო გარემოს მხარდასაჭერად «30-ზე მეტი ინსტრუმენტი» შემოიტანა.

Meta-ს მამხილებელი: უამრავი ადამიანი დაიღუპება თუ სოციალური მედია არ შეიცვლება
Meta-ს მამხილებელი: უამრავი ადამიანი დაიღუპება, თუ სოციალური მედია არ შეიცვლება
თემის მიხედვით
Meta-ს მამხილებელი: უამრავი ადამიანი დაიღუპება, თუ სოციალური მედია არ შეიცვლება

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.