IT ლიდერები ყოველთვის ცდილობენ, თავიანთი პროფილები და პერსპექტივები განავითარონ. ტექნოლოგიური ლანდშაფტი არ არის ერთადერთი ელემენტი, რომელიც IT დეპარტამენტში ვითარდება და არც სამხედრო სამსახურის (rank-and-file) თანამშრომლები არიან ერთადერთი IT პროფესიონალები, რომლებიც უნდა გაიზარდონ.
CIO-ები (ტექნიკური აღმასრულებელი) მათ წინაშე არსებული გამოწვევების მუდმივი სიის გათვალისწინებით, თავიანთ აღმასრულებელ შესაძლებლობებს აფართოებენ.
გამოწვევები IT ლიდერებს არსებული უნარების დახვეწასა და ახალი უნარების განვითარებას აიძულებს. მოკლედ, გთავაზობთ გზებს, რათა წარმატებით გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი 2024 წელს.
ხელახლა დაიწყეთ სწავლა
«პანდემიამ ბევრ ჩვენგანს კონფერენციებზე დასწრება დაავიწყა, მაგრამ ახლა დროა, ამაში ხელახლა ჩავერთოთ». — ამბობს ცენტრალური კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტის CIO, ჯორჯ ფ. კლაფი უმცროსი. — «პირადად მე, ორიენტირებული ვიყავი როგორც სტრუქტურირებულ სწავლაზე — სასერტიფიკატო კურსების ან პროგრამების საშუალებით, ასევე ინდუსტრიის კონფერენციებზე დასწრებაზე, რომელთაგან თითოეული უნიკალურ სარგებელს გვთავაზობს».
მაგალითად, კლაფი უმცროსმა შემოდგომაზე MIT-ზე დაფუძნებული ექვსკვირიანი AI კურსი დაასრულა და კონფერენციებზე დასწრება კვლავ დაიწყო. მან თქვა, რომ ისინი «ტექნოლოგიის სხვადასხვა აპლიკაციების დასაკვირვებლად და ზოგჯერ გასაზიარებლად შესანიშნავია».
დაეუფლეთ ხელოვნურ ინტელექტს
ორეგონის უნივერსიტეტის CIO, საბი ვარაიჩი ამბობს, რომ 2024 წელს IT ლიდერებისთვის ხელოვნური ინტელექტის დაუფლება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამორჩენის რისკი არსებობს.
«AI სწრაფად იცვლება, რის გამოც მეტი დრო უნდა დავთმო, რათა ხელოვნური ინტელექტი შევისწავლო — როგორ იცვლება ის და მისი გავლენა». — ამბობს საბი და აღნიშნავს, რომ AI კურსის გავლას აპირებს.
შექმენით პერსონალური დირექტორთა საბჭო
აღმასრულებლებისთვის პერსონალურ დირექტორთა საბჭოს გამოყენება დიდი ხნის რეკომენდაციაა.
ამის კარგი მიზეზები არსებობს, ამბობს The10company-ის (სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია აღმასრულებელ ქოუჩინგში) დამფუძნებელი და დირექტორი, ვალერი დი მარია.
დი მარია ამბობს, რომ სანდო მრჩეველთა ჯგუფის ყოლა CIO-ს ან ნებისმიერ პროფესიონალს დეფიციტის იდენტიფიცირებასა და გამოსწორებაში, ასევე სიძლიერეში დაეხმარება.
ის CIO-ებს ურჩევს, რამდენიმე აღმასრულებელი ორგანიზაციის გარედან გამოიყენონ, მათ შორის სხვა ფუნქციონალური სფეროებიდან და ინდუსტრიებიდან, რათა მრავალფეროვანი გამოცდილება და პერსპექტივები მიიღონ. ის CIO-ებს ურჩევს, გუნდის წევრებს საკუთარი მიზნები და სფეროები გაუზიარონ, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.
Genpact-ის მთავარი ციფრული სტრატეგი, სანჯაი სრივასტავა ლიდერობის მშენებლობის სტრატეგიის მნიშვნელობას ადასტურებს და ამბობს, რომ «ერთგვაროვანი თანამოაზრეების სხვადასხვა ინდუსტრიებიდან შეკრება ძალიან სასარგებლოა».
«მე ვეძებ თანატოლებს, რომლებსაც ზრდის პოტენციალი აქვთ და ერთმანეთისგან ცოდნის მიღება და სწავლა სურთ». — ამბობს ის. «ჩვენ ვიზიარებთ და ვსწავლობთ — ტექნოლოგიების, პრაქტიკული მიდგომების, სამუშაო ჩარჩოების მიხედვით. ამან საშუალება მომცა, რომ ჩემს თამაშში დავრჩენილიყავი».
განავითარეთ პერსონალური ბრენდი
დი მარია ასევე CIO-ებს აღმასრულებელი ბრენდის შექმნას ურჩევს, თუ მათ ეს უკვე არ გაუკეთებიათ.
«ეს გეხმარებათ იყოთ უკეთესი ლიდერი და წინ წახვიდეთ». — განმარტავს ის. «ეს გეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რა უნდა გააკეთოთ და რა არის თქვენი პრიორიტეტები».
იმისათვის, რომ პერსონალური ბრენდი ეფექტური გამოდგეს ავთენტური, დიფერენცირებული, სანდო, თანმიმდევრული და ღირებული უნდა იყოს.
«ეს არ არის მხოლოდ ლაპარაკი ან იარლიყი. ეს ნამდვილად უნდა იყოს დაკავშირებული იმასთან, რასაც აკეთებ». — დასძენს დი მარია.
ისაუბრეთ მეტი
ვარაიჩისთვის კარიერის შექმნის კიდევ ერთი ნაბიჯი საუბრის მეტი შესაძლებლობის პოვნაა. ის საუბარს ხედავს, როგორც კომუნიკაციის უნარების დახვეწის, ლიდერის პოზიციის გამყარებისა და CIO ბრენდის ჩამოყალიბების გასაღებს.
აღზარდეთ თქვენი შინაგანი მთხრობელი
«ისტორიების თხრობის ღირებულება ბიზნესში, განსაკუთრებით გაყიდვებსა და მარკეტინგში, უდიდესია, მაგრამ ბევრ აღმასრულებელს ამის უნარი არ აქვს». — ამბობს კარიერის სტრატეგი და მწერალი, კეიტლინ მაკგაუ.
CIO-ები, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ამახვილებდნენ ყურადღებას კომუნიკაციის უნარებზე. მაგრამ მაკგაუ ამბობს, რომ თხრობას შეუძლია ადამიანი შთააგონოს იმაზე მეტად, ვიდრე ამას ინფორმაციის პირდაპირი გზით გაზიარება აკეთებს.
«როდესაც საუბარში შეტყობინებებს დებთ, ეს ამ გზავნილის მნიშვნელობას აჩვენებს. თხრობა მას დასამახსოვრებელს ხდის». — განმარტავს ის. «თხრობა გაბედული ცვლილებების მთავარი შემოქმედია».
ამის გაკეთება ყველას სურს, მაგრამ შინაგანი თხრობის უნარი ბუნებრივად ყველასთან არ მოდის. მაკგაუ ამისთვის ვარჯიშსა და შესაბამის კურსებს გვთავაზობს, რის შემდეგაც მოდის პრაქტიკა — «დაამუშავეთ ისტორიები თანატოლებთან ან მენტორებთან ერთად, რათა მათი ეფექტურობა შეამოწმოთ».
გააძლიერეთ ადამიანური უნარები
AI ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული ტექნოლოგიაა. ეს ზოგს აღაფრთოვანებს, ზოგში კი შიშსა და დაბნეულობას იწვევს — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფიქრობენ, რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი მათთვის და მათი სამუშაოსთვის.
როგორც ტექნოლოგიური ლიდერები, CIO-ები ადამიანებს ამ ცვლილებებისკენ მიუძღვებიან — და ისინი იმაზე უკეთესები უნდა იყვნენ ამაში, ვიდრე წარსულში იყვნენ, ამბობს Harvey Nash US and Canada-ის პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი, ჯეისონ პაილი
«ეს ყველაფერი ადამიანური ელემენტების ნავიგაციაზე იქნება დამოკიდებული». — ამბობს ის.
პილი CIO-ებს ინტერპერსონალური უნარების განვითარებას ურჩევს, მათ შორის ემოციური ინტელექტის, თანაგრძნობის, კომუნიკაციისა და მოსმენის უნარის.
ამ მახასიათებლების განვითარება შესაძლებელია, მაგრამ ძალისხმევა და განსხვავებულად მუშაობის სურვილია საჭირო. CIO-ებს შეუძლიათ მენტორებთან იმუშაონ და თანატოლებს გულწრფელი შეფასებები სთხოვონ, რათა უნარები კიდევ უფრო დახვეწონ.
«ყოველთვის როცა ცვლილებებს იწყებთ, უნდა ესაუბროთ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით, აცნობოთ მათ, რაზე მუშაობთ». — ამბობს პაილი.
გაზარდეთ თქვენი ფინანსური ცოდნა
აღმასრულებლებს მომავალი ეკონომიკური პირობები, საერთაშორისო კონფლიქტები, პოლარიზებული პოლიტიკა და საკამათო საპრეზიდენტო არჩევნები კარგად გააზრებული არ აქვთ.
ამის გამო, ბევრი აღმასრულებელი დირექტორი CIO-ებს მეტის გაკეთებას სთხოვს ნაკლებით. მაგალითად, 2023 წლის Nash Squared Digital Leadership-ის მოხსენებამ გამოკითხვის შედეგად დაადგინა, რომ გაუმჯობესებული ოპერაციული ეფექტურობა არის მთავარი ბიზნეს პრიორიტეტი, რომელიც 2024 წელს IT ლიდერებს მოეთხოვებათ.
პაილი ამბობს, რომ CIO-ებს, რომლებსაც სურთ ამ საუბრებში სრულად იყვნენ ჩართული, თავიანთი ბუღალტრული აღრიცხვის უნარები და ფინანსური ცოდნა უნდა გააუმჯობესონ.
გააუმჯობესეთ IT ღირებულები
ტამპას საერთაშორისო აეროპორტის IT ვიცე-პრეზიდენტმა, მარკუს სესიონმა კარგად იცის, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც ტექნოლოგიაზე თავის აღმასრულებელ თანატოლებთან საუბრობს.
მარკუსი ხედავს, რომ ტექნოლოგიური მოვაჭრეები გაყიდვების ზარებს C-suite-ის სხვა აღმასრულებლებთან აწარმოებენ, მათ კონფერენციებში მონაწილეობენ და ღონისძიებებს აფინანსებენ.
სესიონი ამბობს, რომ CIO-ებისთვის შეიძლება რთული იყოს მოვაჭრეების მიერ წარმოებული მარკეტინგული მასალის შედარება, მაგრად IT-ის ღირებულების პოპულარიზაციას ხედავს, როგორც მნიშვნელოვან სწრაფვას 2024 წლისთვის.
«ყველა CIO-ს მოუწევს წარმოადგინოს თავისი ხედვა იმის შესახებ, თუ რატომ არის IT ღირებული». — ამბობს ის.
მარკუსი გეგმავს, უკეთ წარმოაჩინოს ის ღირებულებები, რაც IT-ის მოაქვს.
«ეს ნიშნავს გეგმების შექმნას, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანი გაიგებს». — დასძენს სესიონი.
შეიტყვეთ მეტი ბიზნეს ოპერაციების შესახებ
ანალოგიურად, სესიონს ბიზნეს ოპერაციების უფრო ღრმა გაგება სურს. ხედავს, რომ ეს არის კიდევ ერთი გზა, რათა უფრო ძლიერ IT ლიდერად ჩამოყალიბდეს. ის ჯერ კიდევ იგონებს გზებს, თუ როგორ მიაღწევს ამ მიზანს, მაგრამ გარკვეული იდეები უკვე აქვს — მაგალითად, «საკუთარი ბიზნესის სხვა სფეროებში მაქსიმალურად ინტეგრირება. მე ვცდილობ, ბიზნეს ოპერაციების სარეველაში ჩავარდე». — ამბობს ის.
მეტი ფოკუსირება მოახდინეთ ტექნიკურ მხარეზე
წლების განმავლობაში CIO-ები თავიანთ ბიზნესს ავითარებდნენ. ბიზნეს სერვისების გლობალური პროვაიდერის, Wipro-ს წარმომადგენელი, ანუ პუროჰი ამბობს, რომ AI და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიები აჩვენებს, თუ რატომ არ უნდა მიატოვონ CIO-ებმა თავიანთი ტექნიკური მხარე.
«ჩვენთვის ტექნოლოგიურ ნაწილზე ფოკუსირების გაგრძელება მნიშვნელოვანია. მე ერთი მხრივ ბიზნესი ვარ და მეორე მხრივ ტექნიკური მხარე. და მე მინდა ტექნიკური კუთხით რაღაცების ცდა გავაგრძელო». — ამბობს ის.
მეტი დრო დაუთმეთ სხვების ხელმძღვანელობას
კიდევ ერთი გზა, რომლითაც პუროჰი ლიდერის პროფილის გაფართოებას გეგმავს, სხვების ხელმძღვანელობისთვის მეტი დროის დათმობაა.
პუროჰი უკვე მუშაობს ადრეული კარიერის მქონე IT მუშაკებთან, როგორც საკუთარ კომპანიაში, ასევე კოლეჯში, თუმცა 2024 წელს ამის გაკეთებას უფრო აქტიურად აპირებს.
«ამ სფეროში არავინ იყო, ვინც მიხელმძღვანელებდა და ვფიქრობდი, რომ ეს სხვებისთვის უნდა გამეკეთებინა». — დასძენს ის.
უკეთესად უხელმძღვანელეთ ცვლილებებს
მიუხედავად იმისა, რომ Boston Consulting Group-ის CIO-ს, კრის ბაუერსს, ისევე როგორც ბევრ IT აღმასრულებელს, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ცვლილებების ხელმძღვანელობა უწევდათ, ის ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ კუთხით ახალი ტიპის ლიდერებს მოითხოვს.
«ჩვენ სხვანაირად უნდა ვიფიქროთ ამაზე». — ამბობს ის და ამის გაკეთებას 2024 წელს გეგმავს.
«გენერაციული AI ქმნის პოტენციალს, რომ შექმნას იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტექნოლოგია, რომელიც მე მინახავს ჩემს კარიერაში, ამიტომ ფოკუსირება იმაზე, რომ ამ ღირებულებას მივაღწიოთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია». — ამბობს ბაუერსი.
ეძებეთ ლიდერობის დამატებითი შესაძლებლობები
CIO-ებს, რომლებსაც სურთ უკეთესი IT ლიდერები იყვნენ, დი მარია ამბობს, რომ შეუძლიათ სხვა ტიპის ორგანიზაციების ხელმძღვანელობით საჭირო სტიმული მიიღონ.
«აიღეთ ლიდერის როლი, რომელიც თქვენი CIO პასუხისმგებლობებისგან განსხვავდება». — ამბობს ის.
ეს შეიძლება იყოს თანამშრომელთა რესურს ჯგუფის ხელმძღვანელობა ან არაკომერციულ ან პროფესიულ ასოციაციაში მოხალისე აღმასრულებელად, თუნდაც საბჭოს წევრად მუშაობა.
დი მარია განმარტავს, რომ სხვადასხვა ასპარეზზე მუშაობა CIO-ებს ლიდერული თვისებების კიდევ უფრო განვითარებასა და დახვეწაში ეხმარებათ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ.
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
ავტორი: ზორიანა ჩობოდა. ბლოგი თავდაპირელად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
ოდესმე გიგრძვნიათ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ სამუშაო ვალდებულებების გამო საყვარელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ტოვებთ? ან, როცა საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საღამოს ივარჯიშებდით, მაგრამ ლეპტოპთან გვიანობამდე გაჩერდით? გრძნობთ თუ არა კავშირს თქვენს პირად ფასეულობებსა და იმას შორის, თუ როგორ იმართება კომპანია, სადაც მუშაობთ? გიჭირთ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება?
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.