ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ლექს ფრიდმანმა მარკ ზაკერბერგის ფოტორეალისტური ავატარი Metaverse-ში გამოკითხა

Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ზაკერბერგს ბოლო დროს პოდკასტებში ხშირად ვხედავთ. ის ახლახან კომპანიის ყოველწლიურ დეველოპერთა კონფერენციაზე, Meta Connect 2023-ზე გამოვიდა.

კომენტარის დატოვება

ღონისძიებაზე კომპანიამ Meta Quest 3 შერეული რეალობის ყურსასმენი, სმარტ სათვალეების შემდეგი თაობა და რამდენიმე განახლებული ხელოვნური ინტელექტი დააანონსა, მათ შორის Meta-ს ახალი ასისტენტი და 28 AI სიმბოლო, რომლითაც მომხმარებლები Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე ურთერთობენ.

ზაკერბერგი The Verge-ის რეპორტიორს, ალექს ჰიტს,  Decoder-ის პოდკასტზე შეურთდა, რათა ყველა ახალ ანონსზე ესაუბრა, მაგრამ ეს ინტერვიუ — რაც არუნდა კარგი და საინტერესო იყოს — რეალურ სამყაროში გადაიღეს. თუ გსურთ, ამ ინტერვიუს გაეცნოთ, შეგიძლიათ მას YouTube-ზე უყუროთ. მართლაც მრავლისმომცველი ინტერვიუა და ილონ მასკთან ბრძოლასაც კი ეხება:

თუმცა, უფრო საინტერესო ინტერვიუა ის, რომელიც ზაკერბერგმა ლექს ფრიდმანთან ერთად გააკეთა — გაგიკვირდებათ, თუმცა ეს საერთოდ არ არის დაკავშირებული ინტერვიუს შინაარსთან. ამ კონკრეტული ინტერვიუსთვის ფრიდმანი ზაკერბერგს Metaverse-ში შეურთდა, რათა მათ კომპანიის AR და VR ამბიციებზე ესაუბრათ. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავის ანიმაციური ვერსიები ყოფილიყვნენ, ისინი საკუთარი თავის ფოტორეალისტურ ვერსიებად მოგვევლინენ.

YouTube-ზე ამ ინტერვიუს ხილვაც შესაძლებელია:

ფრიდმანის რეაქცია აშკარა იყო. მასპინძელი მთელი ინტერვიუს განმავლობაში აღფრთოვანებული იყო იმით, თუ რამდენად რეალური იყო ეს გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია დადგენა, როგორია ეს გამოცდილება 2D ეკრანზე ყურებისას, ფრიდმანმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად წარმოუდგენელი იყო ეს გამოცდილება მისთვის. ისინი ერთმანეთისგან შორს იყვნენ, მაგრამ სიახლოვეს გრძნობდნენ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რამდენად ზუსტი იყო ექსპრესიულობა, რამაც საშუალება მისცა, ზაკერბერგის სხეულის ენა წაეკითხა. ფრიდმანმა ინტერვიუს მსვლელობისას თქვა: «მე უკვე მავიწყდება, რომ შენ რეალური არ ხარ».

საუბრისას სხეული არ ჩანდა. ზაგერბერგმა თქვა, რომ ეს უფრო რთული გამოწვევაა, რომლის გადაჭრაც კომპანიას ჯერ კიდევ სჭირდება. მაგრამ როგორც კი ამას მოახერხებენ, ადამიანებს Metaverse-ში ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეეძლებათ.

ზაკერბერგი ამბობს, რომ ამაზე მუშაობას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება. თუ Metaverse-ში საკუთარი თავის სკანირებას ცდილობთ და გსურთ, ისეთივე რეალურად გამოიყურებოდეთ, როგორც ფრიდმანი და ზაკერბერგი, იცოდეთ, რომ ტყუილად წვალობთ. ეს ყოვლისმომცველ სკანირებას მოითხოვს. თუმცა, კომპანია იმედოვნებს, რომ მომავალში ასეთი შედეგის მიღწევას ისეთი მარტივი სმარტფონის გამოყენებით შეძლებთ, როგორიც კომპანიამ Meta Connect 2022-ზე წარადგინა. Apple ამის გაკეთებას უკვე ცდილობს — მომავალი Vision Pro ყურსასმენითა და iPhone-ით.

Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში
Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში
თემის მიხედვით
Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში
გახდება თუ არა Metaverse თქვენი ახალი სამუშაო სივრცე
გახდება თუ არა Metaverse თქვენი ახალი სამუშაო სივრცე
თემის მიხედვით
გახდება თუ არა Metaverse თქვენი ახალი სამუშაო სივრცე
მარკ ზაკერბერგი ამბობს რომ ილონ მასკი ბრძოლას სერიოზულად არ ეკიდება
მარკ ზაკერბერგი ამბობს, რომ ილონ მასკი ბრძოლას სერიოზულად არ ეკიდება
თემის მიხედვით
მარკ ზაკერბერგი ამბობს, რომ ილონ მასკი ბრძოლას სერიოზულად არ ეკიდება

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.