ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

LinkedIn გენერაციულ AI ასისტენტს აფართოებს

2023 წლის მარტის დასაწყისში LinkedIn-მა განაცხადა, რომ პლატფორმაზე მომხმარებელთა ჩართლულობის გასაზრდელად რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდა. ერთ-ერთი — მათგანი ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი მოსაუბრეები იყო, თუმცა იდეამ არ გაამართლა.

კომენტარის დატოვება

LinkedIn ხელოვნურ ინტელექტს პლატფორმის სხვადასხვა ასპექტზე უკვე დიდი ხანია იყენებს და გარკვეული გამოცდილებაც დაუგროვდა. ახლა, როდესაც მისი მფლობელი Microsoft OpenAI-ზე წარმატებით მუშაობს, ხელოვნური ინტელექტი LinkedIn-ის სტრატეგიის უფრო თვალსაჩინო ნაწილი ხდება. 

კომპანია ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე წერილობით წინადადებებს გთავაზობთ, რომლებსაც თავდაპირველად მომხმარებლებზე გამოცდიან, რათა LinkedIn-ის პროფილები დახვეწონ და გააუმჯობესონ. სერვისს რეკრუტერებსაც მოარგებენ, რომლებიც სამუშაოს აღწერილობებს წერენ. 

«ორივე მოწინავე GPT მოდელზეა აგებული». —  თქვა LinkedIn-ის პროდუქტის მთავარმა ოფიცერმა, ტომერ კოენმა.

LinkedIn GPT-4-ს პერსონალიზებული პროფილებისთვის, ხოლო GPT-3.5-ს სამუშაოს აღწერისთვის იყენებს. გარდა ამისა, კომპანია უფრო დიდ ყურადღებას  LinkedIn Learning-ში ხელოვნური ინტელექტის კურსებს უთმობს. ის ამ თემის გარშემო 100 კურსს აერთიანებს და კომპანია მალე კიდევ 20-ს დაამატებს, რომლებიც მხოლოდ გენერაციულ AI-ზე იქნება ორიენტირებული.

ხელოვნური ინტელექტის პირადი პროფილებისთვის გამოყენება, თავდაპირველად Premium მომხმარებლებისთვის იქნება. სერვისიიმ ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, რომლებსაც მიმზიდველი მიმოხილვების დაწერა უჭირთ —  თუ ვინ არიან ისინი, რას აკეთებენ, რა უყვართ და ა.შ. 

«ჩვენი ინსტრუმენტი თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან უნარებსა და გამოცდილებას ავტომატურად განსაზღვრავს. ეს თქვენს დროსა და ენერგიას დაზოგავს და ამავე დროს, თქვენს უნიკალურ სტილსაც შეგინარჩუნებთ». — აცხადებს კომპანია.

სამუშაოს აღწერილობაც მსგავსი პრინციპით იმუშავებს — დამსაქმებელი რამდენიმე ძირითად, მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოჰყოფს, მათ შორის სამუშაოს დასახელებასა და კომპანიის სახელს. ხელოვნური ინტელექტი კი მას რამდენიმე ვარიანტსა და რედაქტირების შესაძლებლობას შესთავაზებს. 

«პროცესის ამ ნაწილის გამარტივებით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ენერგია სამუშაოს უფრო სტრატეგიულ ასპექტებზე გადაიტანოთ». — განაცხადეს კომპანიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერვისიმომხმარებლებისთვის დროისა და ენერგიის დაზოგვას ისახავს მიზნად, შეგვიძლია რამდენიმე მიზეზი დავასახელოთ, თუ რატომ არ შეიძლება LinkedIn-ის იდეამ იდეალურად და სრულყოფილად იმუშაოს.

იმისთვის, რომ ხელოვნურ ინტელექტს თქვენზე სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნას, აუცილებელია, მას თქვენს თავზე დეტალურად ესაუბროთ, რამაც შეიძლება იმაზე მეტი დრო წაიღოს, ვიდრე პირდაპირ აპლიკაციის შევსებამ.

მთლიანობაში, ამ ინსტრუმენტების გამოშვება AI-ის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. LinkedIn-ის სპიკერმა თქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კომპანია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას განაგრძობს, რათა მომხმარებლებისთვის ახალი ღირებულებები შექმნას. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
თემის მიხედვით
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
EinsteinGPT - მსოფლიოში პირველი გენერაციული AI CRM-ისთვის
EinsteinGPT — მსოფლიოში პირველი გენერაციული AI CRM-ისთვის
თემის მიხედვით
EinsteinGPT — მსოფლიოში პირველი გენერაციული AI CRM-ისთვის

ასევე წაიკითხეთ
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს. დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია. 
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება. ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი —  GPT-4. რას შეიძლება  ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.