ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

EinsteinGPT - მსოფლიოში პირველი გენერაციული AI CRM-ისთვის

კომპანია Salesforce-მა, CRM-ის (მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის) გლობალურმა ლიდერმა 7 მარტს, Einstein GPT — მსოფლიოში პირველი გენერაციული AI CRM ტექნოლოგია გამოუშვა.

კომენტარის დატოვება

Einstein GPT აერთიანებს Salesforce-ის მომხმარებლების ყველა მონაცემს. კლიენტებს შეუძლიათ მისი გამოყენება ისეთი კონტენტის შესაქმნელად, რომელიც მუდმივად ადაპტირდება მომხმარებლის ინფორმაციისა და საჭიროებების შეცვლასთან ერთად, რეალურ დროში.

მაგალითად, Einstein GPT-ს შეუძლია გამყიდველებისთვის პერსონალიზებული ელექტრონული ფოსტის გენერირება. ის შექმნის კონკრეტულ პასუხებს, რომლებიც მომხმარებლებს უნდა გაუგზავნონ. გარდა ამისა, Einstein GPT-ს შეუძლია მარკეტინგის მიზნობრივი კონტენტის გენერირება და დეველოპერებისთვის კოდის შექმნა.

«მსოფლიო განიცდის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ტექნოლოგიურ ცვლილებას ტექნოლოგიებისა და გენერაციული AI-ს განვითარებით. ეს ხდება გადამწყვეტ მომენტში, რადგან ყველა კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებთან დასაკავშირებელი უფრო პერსონალიზებული და ავტომატური გზა გამონახოს. Einstein GPT, კიდევ ერთი გზაა, რომლითაც AI მომავლისკენ კარს ვხსნით.» — თქვა მარკ ბენიოფმა, Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

7 მარტს გამოვიდა:

  • Einstein GPT გაყიდვებისთვის: ავტომატურად გენერირდება ელექტრონული წერილების შედგენა, შეხვედრების დაგეგმვა და შემდეგი ურთიერთობისთვის მომზადება.
  • Einstein GPT სერვისისთვის: ავტომატურად გენერირდება პერსონალიზებული ჩეთის პასუხები, მომხმარებელთა კმაყოფილების პერსონალიზებული და დაჩქარებული სერვისის ურთიერთქმედების გზით.
  • Einstein GPT მარკეტინგისთვის: დინამიკურად გენერირდება პერსონალიზებული კონტენტი, რათა მომხმარებლები უფრო ჩართულნი იყვნენ ელექტრონული ფოსტის, მობილურის, ვებსა და რეკლამების საშუალებით.
  • Einstein GPT Slack Customer 360 აპლიკაციებისთვის: გაყიდვების შესაძლებლობების და  მომხმარებლების მოქმედებების შეჯამება.
  • Einstein GPT დეველოპერებისთვის: აუმჯობესებს დეველოპერების პროდუქტიულობას  Salesforce Research-ის საკუთრებაში არსებული დიდი ენობრივი მოდელით, კოდის გენერირებისთვის AI ჩეთის ასისტენტის გამოყენებით და კითხვების დასმისთვის ისეთი ენებისთვის, როგორიცაა Apex.

Einstein GPT ამჟამად დახურულ საცდელ ეტაპზეა. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ჟიპიტაური — ChatGPT-ის ქართული ანალოგი
ჟიპიტაური — ChatGPT-ის ქართული ანალოგი
თემის მიხედვით
ჟიპიტაური — ChatGPT-ის ქართული ანალოგი
რა არის DAN და რა საფრთხეს უქმნის ის ChatGPT-ს
რა არის DAN და რა საფრთხეს უქმნის ის ChatGPT-ს
თემის მიხედვით
რა არის DAN და რა საფრთხეს უქმნის ის ChatGPT-ს

ასევე წაიკითხეთ
Mozilla „პასუხიმგებლობიანი AI”-ის ჩელენჯს იწყებს
Mozilla „პასუხიმგებლობიანი AI”-ის ჩელენჯს იწყებს
Mozilla „პასუხიმგებლობიანი AI”-ის ჩელენჯს იწყებს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება. ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი —  GPT-4. რას შეიძლება  ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.