ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძემსოფლიო
10 იანვარი 2023, 10:25
2023-01-10
გახდება თუ არა Metaverse თქვენი ახალი სამუშაო სივრცე
როდესაც 50 წლის შემდეგ უკან მოვიხედავთ, სავარაუდოა, რომ 2D ინტერნეტი, რომელსაც ახლა ყველა ვიყენებთ, არქაულ ხელსაწყოდ მოგვეჩვენოს. ინტერნეტი არა მხოლოდ ეკრანის მიღმა აღარ იარსებებს, არამედ, დიდი ალბათობით, ჩვენ მასთან სხვაგვარად ვიმუშავებთ — მოვახდენთ ობიექტების მანიპულირებას აუგმენტური რეალობის გამოყენებით, გამოვიკვლევთ ვირტუალური რეალობის სამყაროებს და გავაერთიანებთ რეალურსა და ციფრულს ისე, როგორც ამჟამად ვერც კი წარმოგვიდგენია.
რას ნიშნავს ეს ჩვენი სამუშაო სამყაროსთვის? — ჩვენ უკვე ვშორდებით საოფისე სამსახურებს, მგზავრობას და ზურგს ვაქცევთ ამ ტიპის სამუშაოს. ეს ორწლიანი პანდემიის ჩაკეტვისა და ვირტუალური შეხვედრების წყალობით მოხდა.
იქნება თუ არა ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი Metaverse-ში მუშაობა? — დაგეგმილ ვირტუალურ სამყაროში, სადაც მულტფილმების მსგავსი 3D ფიგურები ივლიან და ერთმანეთთან ისაუბრებენ.
Metaverse გადაიქცა ზედმეტად გავრცელებულ ტერმინად, ამიტომ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის რეალურად ჯერ არ არსებობს. კონცეფციაში გარკვეული ადამიანებიც კი ვერ თანხმდებიან, რა იქნება ეს.
იქნება კომუნიკაცია ვირტუალურ სამყაროში ისეთი, როგორიც ახლა უბრალოდ არ არსებობს? იქ უფრო მეტ დროს გავატარებთ, ვიდრე რეალურ სამყაროში? დაგვჭირდება სრულიად ახალი წესები ამ სამყაროს მართვისთვის?
ამ კითხვებიდან არცერთს არ აქვს პასუხი, მაგრამ ამან არ შეაჩერა ინტერესის ტალღა, რადგან კომპანიები ხედავენ ფულის გამომუშავების ახალ გზას.
ჩვენ ვნახეთ ბიზნესების გახსნა ახალშობილ Metaverse სამყაროში: Meta’s Horizon Worlds, Roblox, Fortnite, Sandbox და Decentraland.
ამავდროულად, Nike ყიდის ვირტუალურ ტრენაჟორებს, HSBC ფლობს მიწას Sandbox-ში, Coca-Cola, Louis Vuitton და Sotheby’s ასევე არიან ვირტუალურ რეალობაში.
ტერმინი Metaverse 30 წლის წინ ნილ სტეფანსონმა შექმნა. თავის წიგნში Snow Crash გმირი პოულობს უკეთეს ცხოვრებას ვირტუალური რეალობის სამყაროში.
ყველაზე თამამი ნაბიჯი ამ მხატვრული ლიტერატურის რეალურ ტექნოლოგიად გადაქცევისთვის 2021 წლის ოქტომბერში გადაიდგა. სწორედ ამ დროს გამოაცხადა Facebook-მა, რომ სახელი შეიცვალა, გახდა Meta და მეტავერსზე და დაიწყო მილიონობით დოლარის ინვესტირება.
მიუხედავად ამისა, ამ უზარმაზარმა ინვესტიციამ აქციონერების გაოცება გამოიწვია. ზოგიერთმა მათგანმა ცოტა ხნის წინ შეშფოთება გამოთქვა იმისა გამო, რომ კომპანია ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა VR-ზე.
The Verge ვებსაიტის მიერ გასულ ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნახულობდა Meta-ს მემორანდუმებს და ვარაუდობდა, რომ Horizon Worlds პლატფორმას ბევრი ხარვეზი ჰქონდა და არ გამოიყენებოდა თანამშრომლების მიერ ისე, როგორც ეს საჭირო იყო.
ჰერმან ნარულა, Improbable-ის აღმასრულებელი დირექტორი, არ არის დარწმუნებული მარ ცუკერბერგის ხედვაში. Improbable არის კომპანია, რომელიც აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას Metaverse მიწების ასაშენებლად.
ალექს რაისი, ონლაინ უსაფრთხოების კომპანიის, HackerOne-ის თანადამფუძნებელი, თვლის, რომ Metaverse-ის დიზაინზე ბევრი ფიქრია საჭირო, სანამ რომელიმე კომპანია თავის თანამშრომლებს ვირტუალურ რეალობაში გადაიყვანს.
«წარმოიდგინეთ რაღაც უწყინარი, როგორიცაა წყლის გამაგრილებელთან საუბრები ოფისში. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება სრულიად მონიტორინგის ქვეშ მყოფ Metaverse გარემოში — ამას, რა თქმა უნდა, ექნება ცხოვრების წესის შემცვლელი შედეგები». — ამბობს ის.
«ადამიანები შეიძლება პირდაპირ გაათავისუფლონ სამსახურიდან იმის გამო, რომ თქვან ის, რაც მათ მიაჩნიათ პირად და არაფორმალურ საუბრად კოლეგასთან. ახლა ეს საუბარი მასობრივი მეთვალყურეობის ქვეშაა».
ტექნოლოგიური გაზეთის, Immersive Wire-ის რედაქტორი, ტომ ფისკი ფიქრობს, რომ ჯერ ნაადრევია ფიქრი Metaverse-ში მუშაობაზე.
«Metaverse-ის განხილვა ჯერ კიდევ რთულია და განმარტებაც უხეში და საკამათოა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ტერმინი განხილვის პროცესშია და არასწორად არის განსაზღვრული, ძნელი სათქმელია, ვიმუშავებთ თუ არა მომავალში Metaverse-ში».
მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ ახერხებს, კარგად გაიგოს, რა არის Metaverse, არსებობს ბაზრის ზრდის გარკვეული პროგნოზები. McKinsey ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის მისი საბაზრო ღირებულება 5 ტრილიონი დოლარი იქნება, ხოლო მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა Gartner-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედი დღეში მინიმუმ ერთ საათს გაატარებს Metaverse-ში.
კვლევითი კომპანია Canalys-ის მთავარი ანალიტიკოსი, მეთიუ ბოლი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ის პროგნოზირებს, რომ Metaverse-ში მიმდინარე ბიზნეს პროექტების უმეტესობა 2025 წლისთვის დაიხურება.
მისი აზრით, კომპანიებმა უნდა გაიაზრონ, აუცილებელია Metaverse-ში ყოფნა, თუ ეს არის უბრალოდ ტექნოლოგიების გამოყენება ისევ და ისევ ტექნოლოგიებისთვის.
«ყველა ბიზნესს არ სჭირდება VR სათვალე იმისთვის, რომ დისტანციურად მიესალმოს თანამშრომლების ავატარებს ან ვიზუალურად წარმოაჩინოს ვირტუალური მოდელები. Zoom და Teams ზარები გთავაზობს რეალურად ახლოს ყოფნის ალტერნატივას, რაც ნაკლებად შრომატევადი პროცესია».
ტიფანი როლფი ციფრული ბრენდინგის ფირმის RGA-ს მთავარი კრეატიული ოფიცერია. ის და მისი რამდენიმე გუნდი უკვე მუშაობს Metaverse-ში.
ფირმამ შექმნა ვირტუალური ამერიკული ფეხბურთის სტადიონი Fortnite-ში სატელეფონო გიგანტის, Verizon-ისთვის პანდემიის დროს. ისინი ასევე მუშაობდნენ Meta-სთან ერთად მუსიკალური სამყაროს შესაქმნელად Horizon Worlds-ში.
«ადამიანებს, რომლებიც, როგორც წესი, კომპიუტერზე მუშაობდნენ და აპროექტებდნენ ნივთებს, უნდა გაეკეთებინათ სათვალეები და ემუშავათ მშენებლებთან მსოფლიოს გარშემო». — ამბობს როლფი.
მუშაობის ახალ გზებთან ერთად მოდის ახალი მოსაზრებები, მაგალითად, რამდენი ხანი უნდა ატარონ სათვალეები.
ის ფაქტი, რომ ადამიანები უკვე მუშაობენ ვირტუალური რეალობის სამყაროში, მიუთითებს იმაზე, რომ Metaverse-ს შეიძლება ჰქონდეს მომავალი, როგორც სამუშაო ადგილს. მაგრამ სამუშაოები, რომლებიც იქ იარსებებს, სავარაუდოდ, ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ჩვენ ახლა რეალურ სამყაროში ვაკეთებთ.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.