ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კვლევა — გენერაციული AI გავლენას 300 მილიონ სამუშაო ადგილზე მოახდენს

აშშ-ში დაფუძნებლი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის უახლესმა მიღწევებმა შეიძლება აშშ-სა და ევროპაში არსებული სამუშაოს მეოთხედის ავტომატიზაცია გამოიწვიოს. Goldman Sachs ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს. 

კომენტარის დატოვება

საინვესტიციო ბანკმა განაცხადა, რომ გენერაციულმა AI სისტემებმა, როგორიცაა, მაგალითად,  ChatGPT, შეიძლება პროდუქტიულობის ბუმი გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ წლიურ გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტს 7 პროცენტით გაზრდის.

მაგრამ, თუ ტექნოლოგია ყველაფერს სრულყოფილად და ფაქტობრივად, უშეცდომოდ გააკეთებს, 300 მილიონზე მეტ ადამიანს სამსახურის გარეშე დატოვებს. კვლევის ავტორების, ჯოზეფ ბრიგსისა და დევეშ კოდნანის აზრით, ამ საფრთხის წინაშე განსაკუთრებით ადვოკატები და ადმინისტრაციული პერსონალი დგას.

მათი გამოთვლით, აშშ-სა და ევროპაში სამუშაოების დაახლოებით ორი მესამედი ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზაციის გარკვეულ ხარისხს ექვემდებარება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ სამუშაო ადგილების დაკარგვა, არამედ მთლიანად პროფესიების გაქრობაც.

მაინც, ადამიანების უმეტესობისთვის გენერაციული AI სასარგებლო იქნება. მათ საქმიანობას უფრო მარტივსა და პროდუქტიულს გახდის, რაც სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.

აშშ-ში ასეთი სამუშაო ძალის 63%-ს ვხვდებით. მათი საქმიანობა ნაწილობრივ ავტომატიზირებული გახდება. თუმცა, სამსახურის დაკარგვის საფრთხის ქვეშ ჯერ არავინ დგას.

თუმცა, აშშ-ში ადამიანების დაახლოებით 7% ისეთ სამსახურში მუშაობს, სადაც მათი ამოცანების მინიმუმ ნახევარი შეიძლება გენერაციული AI-ის დახმარებით შესრულდეს, რაც პოტენციური საფრთხეა.

Goldman Sachs-ის განცხადებით, მათმა კვლევამ მსგავსი გავლენა ევროპაშიც აჩვენა. გლობალურ დონეზე, ვინაიდან ხელით შესასრულებელი სამუშაოები განვითარებად სამყაროში დასაქმების უფრო მეტ წილს წარმოადგენს, სამუშაოს დაახლოებით მეხუთედი შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესრულდეს.

გოლდმანის შეფასებები ზემოქმედებასთან დაკავშრებით უფრო კონსერვატიულია, ვიდრე სხვა აკადემიური კვლევებისა. მისი აზრით, თეთრსაყელოიანი მუშაკების ახალი კლასი შეიქმნება დაახლოებით ისე, როგორც ეს 1980 წელს მოხდა.

გასულ კვირას OpenAI-მ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მუშახელის 80%-ის ამოცანებისა და დავალებების მინიმუმ 10% ავტომატიზირებული გახდება. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ცხადია, დიდი ენობრივი მოდელია (LLM).

სამართალდამცავმა სააგენტო Europol-მა განაცხადა, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სწრაფი წინსვლა და გავნითარება ონლაინ თაღლითებსა და კიბერ კრიმინალებს არალეგალური საქმის განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

Goldman Sachs-მა აღნიშნა, რომ თუ ხელოვნური ინტელექტის სფეროში კორპორატიული ინვესტიციები 1990-იან წლებში პროგრამული უზრუნველყოფის ინვესტიციების მსგავსი ტემპით ზრდას განაგრძობს, 2030 წლისთვის აშშ-ის ინვესტიციები ქვეყნის მშპ-ს 1%-ს მიუახლოვდება.

Goldman Sachs ხელოვნური ინტელექტის უფრო მგრძნობიარე ამოცანებისთვის გამოყენებას, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, კრიტიკულ მკურნალობაში მყოფი პაციენტის სტატუსის შემოწმება ან საერთაშორისო საგადასახადო კანონების შესწავლა, ამ ეტაპზე კატეგოირულად გამორიცხავს.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
თემის მიხედვით
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
თემის მიხედვით
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.