ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
3 იანვარი 2023, 14:25
2023-01-03
AI-ის 5 ინსტრუმენტი, რომლებიც დეველოპერებმა 2023 წელს უნდა გამოიყენონ
AI ეტაპობრივად შედის ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. 2023 წელი ამ ტენდენციის კიდევ უფრო აქტიური გაგრძელება იქნება. პროგრამული უზრუნვლყოფის შემქმნელთათვის უმთავრესია, რომ ხელოვნური ინტელექტი პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად შემუშავებისა და განვითარებისთვის გამოიყენონ.
👉 AI-ის მრავალრიცხოვან ინსტრუმენტებს შეუძლიათ, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებს ყოველდღიურ მუშაობაში დაეხმაროს. წარმოგიდგენთ ხელოვნური ინტელექტის ხუთ ინსტრუმენტს, რომელთა დახმარებითაც 2023 წელს მუშაობა გაგიადვილდებათ 👇
Tabnine დეველოპერს კოდის ავტომატური შევსებით უფრო პროდუქტიულს ხდის და მის დროს საგრძნობლად ზოგავს.
როდესაც წერას იწყებთ, Tabnine თქვენი კოდის შემდეგ ხაზს კონტექსტისა და სინტაქსის საფუძველზე წინასწარ გთავაზობთ. ის უზრუნველყოფს: მთელი ხაზის დასრულებას, სრული ფუნქციის დასრულებას, ბუნებრივ ენას კოდირებისთვის.
Tabnine კოდის ხარისხსა და თანმიმდევრულობას აუმჯობესებს. ის კოდის დასრულებებს გთავაზობთ, რომლებიც თქვენი კოდირების შაბლონებს შეესაბამება.
Tabnine თქვენს კომპიუტერზე მუშაობს და თქვენს მონაცემებსა და დაწერილ კოდს არასდროს აზიარებს. ამიტომ, არც კონფიდენციალურობაა პრობლემა.
ნულიდან კოდირებას დრო და ძალისხმევა სჭირდება. Copilot-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, ფუნქციები რეალურ დროში, წინასწარ განსაზღვრული მოდულების აწყობით შექმნათ.
Copilot საჯარო კოდების მილიარდობით სტრიქონზეა გაწვრთნილი. არ არის საჭირო Stack Overflow-სა და Google-ში ძებნა.
Copilot-ის მთავარი უპირატესობა დროის მნიშვნელოვანი დაზოგვაა. დეველოპერები კი ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, დროს აქცევენ.
კომენტარების წერა და დოკუმენტაციის გენერირება ბევრი დეველოპერის კოშმარია. Mintlify კი კოშმარის მშვენიერ სიზრმად გადაქცევის საშუალებაა. უბრალოდ მონიშნეთ კოდი და მაგიას იხილავთ.
Mintlify შთამბეჭდავად იგებს ნებისმიერ კოდს, რაც რთული ფუნქციების გააზრებისთვისა და დოკუმენტაციის გენერირებისთვის ძალიან მოსახერხებელია.
QuillBot პერიფრაზირების ხელსაწყოს საშუალებით, შეგიძლიათ ნებისმიერი წინადადება, აბზაცი ან სტატია გადაწეროთ.
მაშინ, როდესაც არ მოგწონთ წინადადების დაწერის წესი და მისი შესწორება ახლიდან დაწერის გარეშე გსურთ, Quillbot უნდა გამოიყენოთ, რომელიც თქვენი წინადადების ხელახლა სტრუქტურიზებაში დაგხმარებათ.
ამ ხელსაწყოთი თქვენი ენის ცოდნა გაუმჯობესდება. იმის ნაცვლად, რომ გრამატიკასა ან ბეჭდურ შეცდომებზე ინერვიულოთ, შეგიძლიათ, ყურადღება რეალურ შინაარსზე გაამახვილოთ.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, Otter.AI მომხმარებლებს შეხვედრის ჩანაწერების რეალურ დროში ტრანსკრიფციის საშუალებას აძლევს.
ჩანაწერების რვეულში გაკეთება საჭირო არ არის. Otter.AI ამას თქვენთვის ავტომატურად გააკეთებს.
თუ დეველოპერი ხართ, იცოდეთ, რომ უამრავი ხელსაწყოა, რომელიც თქვენს პროფესიას გამარტივებასთან ერთად, განავითარებს კიდეც. მას შემდეგ რაც ამ ინსტურმენტებს შეეჩვევით, მათ გარეშე მუშაობა წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.