ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

დეველოპერობის პლუსები და მინუსები — რას ფიქრობენ ქართველი პროფესიონალები

საქართველოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი სწავლობს პროგრამირებას და ხდება დეველოპერი. ამას მრავალი მიზეზი აქვს — პერსპექტივა, ანაზღაურება, აზარტი. თუმცა, ამ პროფესიასაც აქვს უარყოფითი ასპექტები.  dev.ge-მ ქართველ პროფესიონალებს ჰკითხა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს დეველოპერობას და როგორია მათი გამოცდილება.

კომენტარის დატოვება
დეველოპერობის პლუსები და მინუსები —  რას ფიქრობენ ქართველი პროფესიონალები

საქართველოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი სწავლობს პროგრამირებას და ხდება დეველოპერი. ამას მრავალი მიზეზი აქვს — პერსპექტივა, ანაზღაურება, აზარტი. თუმცა, ამ პროფესიასაც აქვს უარყოფითი ასპექტები.  dev.ge-მ ქართველ პროფესიონალებს ჰკითხა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს დეველოპერობას და როგორია მათი გამოცდილება.

დადებითი მხარეები

არასდროსაა გვიან, გახდე დეველოპერი

დეველოპერობა ის პროფესიაა, რომელიც მუდმივად ვითარდება. სიახლე პროფესიის განუყოფელი ნაწილია და დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, მასთან ერთად განვითარდნენ. ამ პროფესიაში მუშაობა ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელს შეუძლია.

დეველოპერების დიდი ნაწილი სწავლას ძალიან პატარა ასაკიდან იწყებს. თუმცა, შეხვდებით ადამიანებს, რომლებმაც პროფესია ზრდასრულ ასაკში შეიცვალეს და IT სფეროში ადგილის დამკვიდრება მოახერხეს. 

შეცვლილი პროფესია და IT როგორც ახალი არჩევანი
შეცვლილი პროფესია და IT, როგორც ახალი არჩევანი
თემის მიხედვით
შეცვლილი პროფესია და IT, როგორც ახალი არჩევანი

👉 «ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია გახდეს დეველოპერი, თუ კი მას შეუძლია, დიდი დრო და მოთმინება დაუთმოს განვითარებას». — ამბობს თორნიკე რამაზაშვილი.

👉 «რაც დრო გადის, მით უფრო იხვეწება ტექნოლოგიები და მოთხოვნაც იზრდება, ამიტომ ეს პროფესია რელევანტურობას არ დაკარგავს.» — გვიყვება ლელა თვალიაშვილი.

👉 «პროფესიას დღევანდელი ვითარება ეხმარება განვითარებაში, გახშირდა ონლაინ ბიზნესები, ონლაინ მაღაზიები, სოციალური ქსელები და ა.შ». — გვიყვება დეველოპერი თორნიკე ელოშვილი.

👉 «გაქვს ყოველთვის განვითარების, ახალი ხერხების ცდის საშუალება და ზოგადად, ტექნოლოგიების ერაში თითქოს სამყაროს ნაწილი ხდები და სწორად იწყებ ყველაფრის აღქმასა და მიღებას». — ამბობს ლუკა ჩიხლაძე.

მაღალი ანაზღაურება

დეველოპერობის ერთ-ერთ პრიორიტეტად პროფესიის მაღალი ანაზღაურება ითვლება. ქართულ ბაზარზე მომუშავე დეველოპერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი დეველოპერების ანაზღაურება ჯერჯერობით ჩამოუვარდება მსოფლიო ბაზრის სტანდარტებს, სხვა პროფესიებთან შედარებით, მათი შემოსავალი მაღალია.

👉 «რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები  პირდაპირპროპორციულად აისახება დასაქმებულის ანაზღაურებაზე. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით შემოსავალი დაბალია. თუმცა, ადგილობრივ ბაზარზე მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა». — ამბობს დეველოპერი გოგა ტრაპაიძე.

👉 «საქართველო არის მრავალი კომპანიისთვის საინტერესო იმ გაგებით, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით აქ დაბალია გადასახადები და ასევე დაბალია ანაზღაურება, თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებში დეველოპერს, საშუალოდ, წლიურად აქვს $102,592, საქართველოში სხვა ვითარებაა, მაგალითად Junior Frontend Developer, რომელიც იყენებს ისეთ ფრონტენდ ტექნოლოგიას, როგორიც არის React, რომელიც არის საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი, ანაზღაურება მერყეობს 2000 ლარამდე, საშუალო ანაზღაურება მერყეობს 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, ხოლო უფროსი დეველოპერის ანაზღაურება 5000 ლარის ზევითაა». — გვიყვება დეველოპერი თორნიკე რამაზაშვილი.

👉 «ბოლო წლებში ბევრი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და ქართული კომპანიებისთვის კონკურენცია გაიზარდა. შესაბამისად უმჯობესდება სამუშაო პირობები და მზარდია ანაზღაურება». — ამბობს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი ლელა თვალიაშვილი.

მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან

პანდემიამ ძალიან ბევრ სფეროში, თუმცა, განსაკუთრებით IT სფეროში შესაძლებელი გახადა სამუშაოს შესრულება ნებისმიერი ადგილიდან სადაც შესაბამისი ტექნიკა მოიპოვება. დეველოპერების აზრით, ეს მათი პროფესიის ერთ-ერთი გამორჩეულად დადებითი მახასიათებელია.

👉 «შეგიძლია იყო ყველგან და არ მოწყდე სამუშაოს». — ამბობს თორნიკე რამაზაშვილი.

👉 «შეგიძლია ცხოვრებით ისიამოვნო ისე რომ მნიშვნელოვან შეხვედრებს არ გამოაკლდე და თან საიდანაც მოგესურვება იქიდან იმუშაო». — გვიყვება ლუკა ჩიხლაძე.

პროფესია საზღვრებს გარეშე

დისტანციურ რეჟიმში მუშაობის საშუალება განაპირობებს იმას, რომ ადამიანებს შეუძლიათ დასაქმდნენ მსოფლიოს წამყვან კომპანიებში სახლიდან გაუსვლელად. ქართველ დეველოპერებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაამდიდრონ ტექნოლოგიურ გიგანტებში.

👉 «ქართულ ბაზარს აქვს ტექნოლოგიური ბაზრის ათვისების შანსი. ციფრული სამყარო წარმოუდგენლად დიდია. დღეისთვის დასაქმებულების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით მის სიდიდესთან შედარებით მცირეა. ჩვენ შეგვიძლია  ბაზარზე კადრების დანაკლის შევავსოთ. ეს არ იქნება მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის გაწეული საქმე, არამედ  ქვეყნის საერთო საქმისთვისაც დიდი წინსვლა». — ამბობს  გოგა ტრაპაიძე.

👉 «ეს არის უნივერსალური პროფესია, რომელსაც საზღვრები არ აქვს და  შეგიძლია ნებისმიერ ქვეყანაში გამოიყენო კარიერული წინსვლისთვის». — გვიყვება ლელა თვალიაშვილი.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი

დეველოპერების დიდი ნაწილი ფრილანსერად მუშაობს, ან კომპანიებიდან საშუალება აქვს, რომ იმუშაონ საკუთარ თავზე მორგებული გრაფიკით. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევთ თავის პროფესიასთან ერთად, დაკავდნენ სხვა ინტერესებით და განსაზღვრონ თუ რა ტემპით შეასრულებენ დაკისრებულ საქმეს.

👉 «ეს პროფესია თავისუფალი დროის საკუთარი სურვილისამებრ განკარგვის საშუალებასაც იძლევა. პირადად ჩემთვის, პრიორიტეტია თავისუფალი დრო და საკუთარი საქმიანობისთვის დროის გამოყოფის თავად გადანაწილების შესაძლებლობა». — გვიყვება ზვიადი.

უარყოფითი მხარეები

ზეგანაკვეთური სამუშაო

მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერებს მოქნილი სამუშაო გრაფიკი აქვთ და თავისუფალი დროის სურვილისამებრ გადანაწილება შეუძლიათ, მათი სამუშაო დღე მხოლოდ დავალების შესრულებით არ მთავრდება. დეველოპერები არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი სწავლა და განვითარება. რაც, ხშირ შემთხვევაში, გულისხმობს ხანგრძლივი საათებით მუშაობას და ერთი პრობლემის გარშემო ტრიალს.

👉 «მიწევს დიდი დროის გატარება კომპიუტერთან და სოციალური ცხოვრების მეტწილად გვერდით გაწევა, მიუხედავად იმისა რომ ფრილანსერი ვარ და კონკრეტული კომპანიისთვის სრულ განაკვეთზე არ ვმუშაობ ხშირად გამოდის, რომ დღეში 12-13 საათიც კი მიმუშავია». — გვიყვება ლუკა ჩიხლაძე.

👉 «სამუშაო საათების გარდა, საჭიროა დამატებით გამოყო დრო სიახლეების გასაცნობად, რის გამოც ეკრანის წინ გატარებული საათების რაოდენობა ძალიან იზრდება». — ამბობს ლელა თვალიაშვილი.

ჯანმრთელობის პრობლემები

კომპიუტერთან გატარებული ხანგრძლივი საათები, ცხადია, საზიანოა ჯანმრთელობისთვის. დეველოპერების მთელი კარიერული წინსვლა კომპიუტერის წინ საათობით ჯდომას უკავშირდება, შესაბამისად, მათ ჯანმრთელობასაც გარკვეული საფრთხე ექმნება.

👉 «ვინაიდან დეველოპერის საქმე არის საკმაოდ შრომატევადი, ადგილი აქვს შრომისგან გადაწვასაც, რაც ძირითადად გამოხატულია სტრესში, წელისა და თვალების ტკივილში». — ამბობს თორნიკე რამაზაშვილი.

👉 «ვთვლი, რომ ნაკლები ფიზიკური აქტივობა  ყველაზე დიდი პრობლემაა. ეს მოქმედებს დეველოპერების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ამიტომ, ვფიქრობ  სფეროში დასაქმებულმა ადამიანები აუცილებლად უნდა გაიუმჯობესონ და დაკავდნენ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით». — გვეუბნება  გოგა ტრაპაიძე.

მაღალი კონკურენცია

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე დეველოპერებზე მოთხოვნა მაღალია, დეველოპერულ სივრცეში საკმაოდ მაღალია კონკურენცია. კომპანიები ეძებენ გამოცდილ კადრებს, რომლებსაც უკვე აქვთ სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

👉 «უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს მაღალი კონკურენციაც, რაც ართულებს თითოეული დეველოპერის დასაქმებას. რასაკვირველია ყველა დეველოპერი კარგი კადრი ვერ იქნება, თუმცა, კადრების სიმრავლე დაუსაქმებელი დეველოპერების საკითხს აყენებს». — გვიყვება თორნიკე  რამაზაშვილი.

პროფესიის სირთულე

ხშირად ადამიანებს ხიბლავთ დეველოპერების მაღალი ანაზღაურება და ამბები იმაზე, თუ როგორ მოახერხეს მათ მსოფლიოს წამყვან კომპანიებში სხვადასხვა პოზიციის დაკავება. დეველოპერობა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა და გამუდმებით საკუთარ თავზე მუშაობას და სიახლეების შესწავლას გულისხმობს. ინტერესის გარეშე ამ სფეროში მუშაობა რთულია.

👉 «უარყოფითი მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მოლოდინები. თუ იმის იმედით იწყებენ სწავლას და მუშაობას, რომ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მაღალი ანაზღაურება ამ სფეროს სირთულემ განაპირობა. ასე რომ, ბოლომდე უნდა მიჰყვე და სირთულეებსაც შეეჭიდო». — ამბობს თორნიკე ელოშვილი.

👉 «თუ ეს სფერო ძალიან არ გიყვარს, შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს გამუდმებით სიახლეებთან გამკლავება და შენს თავზე მუშაობა». — გვიყვება ლელა თვალიაშვილი.

როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
თემის მიხედვით
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
როგორ უწყობენ ფეხს IT სფეროს გლობალიზაციას ქართული კომპანიები
როგორ უწყობენ ფეხს IT სფეროს გლობალიზაციას ქართული კომპანიები
თემის მიხედვით
როგორ უწყობენ ფეხს IT სფეროს გლობალიზაციას ქართული კომპანიები


ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.