ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ უწყობენ ფეხს IT სფეროს გლობალიზაციას ქართული კომპანიები

ქართული IT სფეროს გლობალიზაცია ბუნებრივი პროცესია, რომელიც ტექნოლოგიური სამყაროს განვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ქართული კომპანიები ერგებიან საერთაშორისო ბაზრის სტანდარტებს და დგამენ ქმედით ნაბიჯებს ახალ ტენდენციებზე მოსარგებად. კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტები დააფიქრა პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან თანამშრომლების დაქირავებასა და აუთსორსინგის სივრცის გაფართოებაზე.

კომენტარის დატოვება
როგორ უწყობენ ფეხს IT სფეროს გლობალიზაციას ქართული კომპანიები

ქართული IT სფეროს გლობალიზაცია ბუნებრივი პროცესია, რომელიც ტექნოლოგიური სამყაროს განვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ქართული კომპანიები ერგებიან საერთაშორისო ბაზრის სტანდარტებს და დგამენ ქმედით ნაბიჯებს ახალ ტენდენციებზე მოსარგებად. კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტები დააფიქრა პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან თანამშრომლების დაქირავებასა და აუთსორსინგის სივრცის გაფართოებაზე.

Omedia-ს დამფუძნებელი ნოდარ დავითური Dev.ge-სთან ამბობს, რომ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე გასვლასა და მორგებაში დიდი წვლილი კვალიფიციურ კადრებს მიუძღვით — ბაზარზე არიან ისეთი დეველოპერები, რომლებიც ახერხებენ, ფეხი აუწყონ თანამედროვე დეველოპმენტისა და გუნდური მუშაობის პრინციპებს. სწორედ ეს ხდის კომპანიას კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ბაზარზე.

იმავეს ამბობს Redberry-ის მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან კეცხოველი. ნოდარ დავითურის მსგავსად, ის ყურადღებას საქართველოში კადრების კვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმზე ამახვილებს და სწორედ ამას უკავშირებს უკავშირებს უცხოური ფირმების მხრიდან გამოჩენილ ინტერესს.

თუმცა, საქართველო გლობალურ IT ბაზარზე ახალია, ამიტომ, ქართული კომპანიები ნდობის მოპოვების ეტაპზე არიან. 

მსოფლიო ბაზარზე არსებულ კომპანიებსა და კლიენტებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია ქართული ბაზრისა და კადრების შესახებ, შესაბამისად, სწორედ ნდობის ფაქტორია პირველი ბარიერი, რომლის გადალახვაც საჭირო ხდება. 

ნოდარ დავითური
«მთავარი გამოწვევა არის კლიენტამდე მისვლა, მისი ნდობის მოპოვება იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო, როგორც IT სერვისების მომწოდებელი წერტილი, შედარებით ახალია მსოფლიო რუკაზე.» — ამბობს ნოდარ დავითური.
ლევან კეცხოველი
«დრო სჭირდება, რომ რუკაზე მოინიშნო, როგორც აუთსორსინგის დანიშნულების ადგილი და ერთ-ერთი მოთამაშე.» — ამბობს ლევან კეცხოველი. 

ქართული კომპანიები ამ ეტაპზე ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ოპერირებენ და სწორედ აქ აქვთ კონუკრენტუნარიანობის ყველაზე მაღალი შანსი. 

უკრაინამ, პოლონეთმა, ბელორუსმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა უკვე დაიმკვიდრეს თავი მსოფლიო ბაზარზე, როგორც სანდო აუთსორსინგის ნიშნულებმა. ქართული ბაზარიც სწორედ ამ ტენდენციებს ერგება.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში პროფესიის მიმართ ინტერესი გაიზარდა და ქართულ ბაზარზე მსხვილი უცხოური კომპანიები გამოჩნდნენ, მოწინავე ქვეყნებისა და ქართული ბაზრის შორის ზღვარი თანდათან მცირდება.

«ჩვენ, ამ წუთის მდგომარეობით, აღმოსავლეთ ევროპულ კომპანიებზე ნაკლებ ფასად გვაქვს სერვისები, თუმცა, ეს არის პროცესი, რომლის შემდეგაც აღმოსავლეთ ევროპის ფასებს, სახელფასო დიაპაზონს გავუტოლდებით. მანამდე, არსებობს ფანჯარა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ფეხი მოვიკიდოთ კონრეტულ ბაზარზე». — ამბობს ლევან კეცხოველი. 

ნოდარ დავითურის შეფასებით, ამ ეტაპისთვის მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარს «ჭერი არ აქვს», რაც შესაძლებლობებს ფართო სპექტრს აძლევს განვითარებისთვის.

«თუ ქართული კომპანიები მოვახერხებთ, რომ შევთავაზოთ იმ ხარისხის პროცესები და იმ ხარისხის სერვისები, რასაც მიჩვეული არიან გლობალური მონსტრებისგან, დიდი კომპანიებისგან, თუნდაც პატარა სააგენტოებისგან, ჩვენ აბსოლუტურად თანაბარი შანსი გვაქვს ნებისმიერი ზომის ბაზრის მოპოვებისთვის.» — ამბობს ნოდარ დავითური. 

გაყიდვებისა და კლიენტების მოპოვების კუთხით ქართული ბაზარი მთელ მსოფლიოსთანაა კონკურენციაში. დიდი ნაბიჯებია გადასადგმელი ბიზნეს პროცესის კუთხით. ამას ბაზარზე ყოფნის შედარებით ნაკლები დრო და გამოცდილება განაპირობებს.

«ბიზნეს პროცესის კუთხით, რა თქმა უნდა, დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ იმ ხარისხის და იმ ფორმატის სერვისები შევთავაზოთ მომხმარებელს და მოვაგროვოთ იმდენი გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს დომეინში, რამდენიც, შეიძლება, დიდ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიებს ჰქონდეს. თუმცა, დაუძლეველი აქ არაფერია, ამ კუთხით განვითარების გზას უკვე ბევრი წელია ვადგავართ.» — ამბობს ნოდარ დავითური

ამასთან, ქართული IT კომპანიების ხელმძღვანელების თქმით, ქართული ბაზარი ახერხებს, საერთაშორისო ბაზრის გარკვეულ სეგმენტებთან კონკურენტუნარიანი თანამშრომლების ანაზღაურების კუთხითაც აღმოჩნდეს.

ნოდარ დავითურის თქმით, დეველოპერები არ არიან არაინფორმირებული თანამშრომლები, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია იმ ანაზღაურებაზე, რომლის მოპოვებასაც სხვადასხვა კომპანიაში შეძლებდნენ. შესაბამისად, კომპანიები ვერ მოახერხებენ ნაკლები ანაზღაურების გადახდას კვალიფიციური კადრებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ვერ შეინარჩუნებენ.

სფეროს გლობალიზაციის დადებით ფაქტორებზე საუბრისას ლევან კეცხოველი ხაზს უსვამს დეველოპერებისა და მათი მომიჯნავე პროფესიების შემოსავლის ზრდას, რაც ინდივიდების კეთილდღეობის გაზრდას უზრუნველყოფს.

«ქვეყანაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ფინანსური პრობლემები გადაჭრილი აქვთ და იმ ადამიანების გარშემო კიდევ ბევრი ადამიანია. ეს ცალსახად დადებითი ფაქტორია». — ამბობს კეცხოველი. 

IT სფეროს გლობალიზაციის პროცესზე გავლენა პანდემიამაც იქონია. კოვიდ-19-ის პირობებში, სხვა მრავალი პროფესიის ადამიანებთან ერთად, დეველოპერებსაც აღარ შეეძლოთ ოფისებიდან მუშაობა. არსებულმა ვითარებამ ტექნოლოგიური გიგანტები დააფიქრა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან კვალიფიციური კადრების აყვანაზე. ბევრმა კომპანიამ გადალახა ერთგვარი შიში იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ემუშავა.

მიუხედავად ამისა, პანდემიას უარყოფითი გავლენა ჰქონდა ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა სფეროს განვითარების პროცესი.

«თუ ვიმსჯელებთ ეკონომიკური კუთხით, პანდემიამ რაღაც რყევები გამოიწვია და დღემდე ვიმკით ამის შედეგებს. ეს პრობლემებს აჩენს. კომპანიები თავს იკავებენ ახალი პროექტების დაწყებისგან. მიუხედავად ამისა, პანდემიამ კომპანიები დაარწმუნა აუთსორსინგის სიკეთეებში და დისტანციურად მუშაობის კულტურა სწრაფი ტემპებით გააძლიერა». — გვეუბნება ლევან კეცხოველი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიამ ქართულ კომპანიებს საშუალება მისცა უფრო ხშირი ტემპით ეძებნათ უცხოელი კვალიფიციური კადრები, რაც მსოფლიო ბაზართან დაახლოებას უწყობს ხელს.

«პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით დავიწყეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ კადრების ძებნა. ზოგჯერ გამოცდილების ნაკლებობის გამო, ზოგჯერ რესურსის ნაკლებობის გამო, მაგრამ ჩვენც უფრო მოქნილი გავხდით ამ კუთხით. შეგვიძლია დავიქირაოთ თანამშრომელი, რომელიც იმუშავებს ჩვენთან, ჩაითვლება ჩვენს თანამშრომელად და თავს კომპანიის ნაწილად იგრძნობს».  — ამბობს ნოდარ დავითური. 

ტექნოლოგიური სფეროს გლობალიზაცია და მასში ქართული IT-ის ჩართვა მიმდინარე პროცესია, რომელიც ბაზარზე დასაქმებულ დეველოპერებსა და კომპანიებს პერსპექტიულ მომავალს ჰპირდება.

Theneo-ს დამფუძნებელი: ვგრძნობ რომ ეს სცდება ჩემი და კომპანიის წარმატებას
Theneo-ს დამფუძნებელი: ვგრძნობ, რომ ეს სცდება ჩემი და კომპანიის წარმატებას
თემის მიხედვით
Theneo-ს დამფუძნებელი: ვგრძნობ, რომ ეს სცდება ჩემი და კომპანიის წარმატებას


ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ,  ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.