5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ.
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ.
ქვეყანაში მაღალი შემოსავლის გამო გერმანიის მომხმარებელთა ნდობა იზრდება — მაისისთვის გერმანიის GfK სამომხმარებლო კლიმატის ინდიკატორმა (German GfK Consumer Climate Indicator) დადებითი ტენდენცია გამოავლინა. ინდიკატორი -27.3-დან, -24.2-მდე გაიზარდა და ბაზრის მოლოდინს, -25.9-ს გადააჭარბა. ეს ზრდა განპირობებულია იმით, რომ შემოსავლის მოლოდინმა უმაღლეს ნიშნულს 2022 წლის იანვრის შემდეგ პირველად მიაღწია.
ნორვეგიაში ხელფასები, როგორც მცხოვრებთათვის, ასევე ექსპატრიანტებისთვის თანაბრად მიმზიდველია. თუმცა, ნორვეგია ყოვლისმომცველი კოლექტიური მოლაპარაკებების სისტემის ქვეშ ფუნქციონირებს, სადაც მუშათა პროფკავშირები ხელფასებსა და სამუშაო პირობებზე დამსაქმებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ეს სისტემა სხვადასხვა ინდუსტრიასა და პროფესიებში შედარებით თანაბარ ანაზღაურებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ნორვეგიაში ცხოვრების ფასი მაღალია, რაც ხელფასებზეც აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასები შეიძლება დიდი ჩანდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ისეთი ფაქტორებს აქვს, როგორიცაა გადასახადები, სოციალური უზრუნველყოფის შენატანები და ნორვეგიაში ცხოვრების საერთო ხარჯები.
2023 წელს დანიაში კერძო სექტორმა ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა — წინა წელთან შედარებით 4,9%-ით. ეს ზრდა ქვეყნის ინფლაციის მაჩვენებელს აჭარბებს, რომელიც დაახლოებით 1%-მდე დაეცა. შესაბამისად, დანიელი მუშები მათი მსყიდველობითი უნარის «რეალურ» ზრდას განიცდიან — მათი ხელფასები საქონლისა და მომსახურების თვალსაზრისით ინფლაციის აღრიცხვის შემდეგ უფრო მეტს იძლევა.
ხელფასების ძლიერმა ზრდამ უმაღლეს ტემპს დასაქმების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეკრულებების გამო ბოლო 15 წლის განმავლობაში მიაღწია.
ლუქსემბურგის პატარა ფართობი და მისი, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის როლი სამუშაო ბაზრის კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს. ქვეყანა ასევე ცხოვრების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, რაც ჯანდაცვაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში აისახება, ეს კი მაღალი ხელფასის შენარჩუნებას მოითხოვს. ლუქსემბურგის პროგრესული საგადასახადო პოლიტიკა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დასაქმებულებისთვის იდეალურია. ყოველივე ეს ხსნის, თუ რატომ არის ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქვეყანა ევროპაში.
შვეიცარია ევროპაში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასით გამორჩეული ქვეყანაა. ყოველთვიური შემოსავალი სრულ განაკვეთიან სამუშაოებზე, 7500 აშშ დოლარს აღწევს.
მიუხედავად ამ სტაბილურობისა, გეოგრაფიული მდებარეობა და ინდუსტრია გადამწყვეტ როლს თამაშობს. მაგალითად, ციურიხში უფრო მაღალი ხელფასებია — საშუალოდ 7,729 CHF (8540 აშშ დოლარი), ვიდრე ტიცინო — CHF5,590 (6176 აშშ დოლარი). უფრო მეტიც, მაღალი ღირებულების შემქმნელი ინდუსტრიები, როგორიცაა საბანკო და ფარმაცევტული პროდუქტები, დაბალშემოსავლიან სექტორებს, როგორიცაა სტუმარ-მასპინძლობა, ბევრად აჭარბებს.