ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
9 ოქტომბერი 2023, 11:44
2023-10-09
ისრეალ-პალესტინის ომი: მასკი X-ის მომხმარებლებს „სიმართლესთან ახლოს დარჩენას” სთხოვს
ილონ მასკმა X-ის მომხმარებლებს სთხოვა, რომ სიმართლესთან ალოს დარჩნენ და ფაქტები გადაამოწმონ, რადგან პლატფორმა და მისი მილიარდერი მფლობელი ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო მძიმე კრიტიკის ქვეშ იმყოფებიან.
«როგორც ყოველთვის, გთხოვთ, სიმართლესთან რაც შეიძლება ახლოს იყოთ, თუნდაც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ მოგწონთ». — წერს მასკი X-ზე. — «ეს პლატფორმა მიისწრაფვის, რომ ადამიანთა კოლექტიური აზრი მაქსიმალურად გავრცელებადი გახადოს».
კრიტიკოსები მასკს საიტზე ყალბი ამბების გავრცელების გამო აკრიტიკებენ და ამტკიცებენ, რომ მისმა განხორციელებულმა ცვლილებებმა, ყალბ ანგარიშებსა და ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანებს დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება მისცა.
«ეს საიტი დეზინფორმაციის საბადოა». — დაწერა ობამას ადმინისტრაციის ყოფილმა წარმომადგენელმა და პოდკასტერმა, ტომი ვიეტორმა X-ზე. «ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა». — მიმართა ვიეტორმა მასკს.
«ეს საშინელი პლატფორმაა». — წერს აარონ კლეინმანი, რომელიც ისრაელ-პალესტინის ომს აშუქებს. «არ შეხვიდეთ სისტემაში, თუ გსურთ, რომ ინფორმირებული იყოთ».
საეჭვო ამბები X-ზე ისრაელში ომის დაწყების შემდეგ მალევე და ფართოდ გავრცელდა.
BBC Verify-ის ჟურნალისტი, შაიან სარდარიზადე ამბობს, რომ X-ზე გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ჰამასის მებრძოლი ისრაელის ვერტმფრენს აგდებს, ვიდეო თამაშიდანაა ამოჭრილი.
თალიბანის სპიკერის განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ მედიაში ცრუ განცხადება გავრცელდა, თითქოს თალიბანი კონფლიქტში შეერთებას ცდილობდა, იტყობინება WIONews-ის პაკისტანის ბიუროს უფროსი, ანას მალიკი.
და ფართოდ გავრცელებული კლიპი ისრაელის მიერ ღაზას საოფისე კოშკის დაბომბვის შესახებ, 2021 წელს მომხდარი ბრძოლებიდან იყო.
X-ის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მასკის დროს განხორციელებულმა ცვლილებებმა მსგავს ცრუ ინფორმაციას უფრო ადვილად გავრცელების საშუალება მისცა.