ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Internet Archive-მა წიგნების გამომცემელთა წინააღმდეგ სასამართლოში საქმე წააგო

ფედერალურმა მოსამართლემ გამოსცა გადაწყვეტილება საქმეზე Hachette v. Internet Archive. ინტერნეტ არქივის წინააღმდეგ სარჩელი ოთხმა წიგნის გამომცემელმა შეიტანა — მათ მიაჩნდათ, რომ ვებსაიტს არ ჰქონდა მათი წიგნების სკანირებისა და ბიბლიოთეკის მსგავსად სხვებისთვის წვდომის მიცემის უფლება. 

კომენტარის დატოვება
Internet Archive-მა წიგნების გამომცემელთა წინააღმდეგ სასამართლოში საქმე წააგო

ფედერალურმა მოსამართლემ გამოსცა გადაწყვეტილება საქმეზე Hachette v. Internet Archive. ინტერნეტ არქივის წინააღმდეგ სარჩელი ოთხმა წიგნის გამომცემელმა შეიტანა — მათ მიაჩნდათ, რომ ვებსაიტს არ ჰქონდა მათი წიგნების სკანირებისა და ბიბლიოთეკის მსგავსად სხვებისთვის წვდომის მიცემის უფლება. 

მოსამართლე ჯონ jorj კოელტლმა გადაწყვიტა, რომ ინტერნეტ არქივს სხვა არაფერი გაუკეთებია, გარდა წარმოებული წიგნების სკანირებისა და ამიტომ სჭირდებოდათ საავტორო უფლებები გამომცემლებისგან.

Internet Archive-ის დირექტორის, კრის ფრილენდის აზრით, გადაწყვეტილება ყველა ბიბლიოთეკისთვის ძლიერი დარტყმაა. 

«ეს გადაწყვეტილება გავლენას ახდენს აშშ-ის მასშტაბით ბიბლიოთეკებზე, რომლებიც ეყრდნობიან კონტროლირებად, დროებით ციფრულაც გასხვისებას. ავტორებს ავნებს იმის თქმა, რომ უსამართლო ლიცენზირების მოდელები მათი წიგნების ონლაინ წაკითხვის ერთადერთი გზაა. ის აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ციფრულ ეპოქაში, ზიანს აყენებს ყველა მკითხველს». — ამბობს კრის ფრილენდი.

გადაწყვეტილებაში მოსამართლე კოელტლმა განიხილა, მუშაობდა თუ არა «ინტერნეტ არქივი» იმ სამართლიანი გამოყენების პრინციპით, რომელმაც Google Books-ისა და HathiTrust-ის მიერ 2014 წელს ციფრული წიგნების შენარჩუნება უზრუნველყო. 

სამართლიანი გამოყენება განიხილავს:

  • არის თუ არა საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოების გამოყენება საზოგადოებისთვის კარგი;
  • რა გავლენას მოახდენს ის საავტორო უფლებების მფლობელზე;
  • რამდენი ნამუშევარია დაკოპირებული; 
  • გარდაქმნა თუ არა გამოყენებამ საავტორო უფლებებით დაცული ნივთი ახალ პროდუქტად და სხვა. 

მოსამართლემ მიუთითა, რომ «ინტერნეტ არქივის» ნებისმიერი სავარაუდო სარგებელი ვერ გადაწონის გამომცემლებისთვის მიყენებულ ზიანს. მან ასევე უარყო არგუმენტები იმის შესახებ, რომ «ინტერნეტ-არქივი» გამომცემლებს უფრო მეტი წიგნის გაყიდვაში დაეხმარა. კოლტის თქმით, არარელევანტურია ის, რომ ინტერნეტ-არქივმა ასლების გაკეთებამდე წიგნები გამომცემლებისგან იყიდა.

სასამართლო პროცესის დროს მიღებული ინფორმაციით, «ინტერნეტ არქივს» დღეში დაახლოებით 70 000 მომხმარებელი ჰყავს.

გამომცემლებმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც Internet Archive-მა კორონავირუსის პანდემიის და კარანტინის დროს გაუშვა პროექტი «ეროვნული გადაუდებელი ბიბლიოთეკა». ის ხალხს წვდომას 1.4 მილიონ წიგნზე აძლევდა. 

როგორც წესი, «ინტერნეტ არქივის» ღია ბიბლიოთეკის პროგრამა კონტროლირებადი «ციფრული განათხოვრების სისტემის (CDL)» ქვეშ მუშაობს. მომხმარებლებს შეუძლიათ ციფრული ასლების სესხება ერთი-ერთზე. პანდემიის დროს კი ეს სისტემა შეიცვალა — მომხმარებლებს წიგნების გამოთხოვისთვის ლოდინი აღარ უწევდათ.

ეს პროგრამა მალევე დაიხურა. 

«ინტერნეტ არქივი» აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, ბიბლიოთეკის ფუნქციის შესრულებას სხვა გზებით გააგრძელებს.

«ეს საქმე არ ეწინააღმდეგება ბევრ სერვისს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, მათ შორის, წიგნების ბიბლიოთეკათაშორის განათხოვრებას, ციტირების ბმულებს, ბეჭდვაზე წვდომას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ტექსტისა და მონაცემების მოპოვებას, ელექტრონული წიგნების შეძენას და წიგნების მუდმივ შემოწირულებას და შენარჩუნებას» — აცხადებს ინტერნეტ არქივის ხელმძღვანელი. 
«საგამომცემლო საზოგადოება მადლიერია სასამართლოს გადაწყვეტილებით, საავტორო უფლებების შესახებ კანონის ცალსახად მხარდაჭერისა და დადგენილი პრეცედენტის პატივისცემისთვის» — თქვა მარია ა. პალანტემ, ამერიკელ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

Internet Archive გადაწყვეტილების სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. 

აუდიოწიგნების ნარატორები შიშობენ რომ Apple მათ ხმას AI-ის საწვრთნელად იყენებს
აუდიოწიგნების ნარატორები შიშობენ, რომ Apple მათ ხმას AI-ის საწვრთნელად იყენებს
თემის მიხედვით
აუდიოწიგნების ნარატორები შიშობენ, რომ Apple მათ ხმას AI-ის საწვრთნელად იყენებს
5 წიგნი პროგრამირების უნარების გასაუმჯობესებლად
5 წიგნი პროგრამირების უნარების გასაუმჯობესებლად
თემის მიხედვით
5 წიგნი პროგრამირების უნარების გასაუმჯობესებლად
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.