ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple-მა Epic Games-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სასამართლო დავა მოიგო

აშშ-ის მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ Apple-მა Fortnite-ის მწარმოებელი, Epic Games-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სასამართლო დავა მოიგო. სასამართლომ რაიონული სასამართლოს ადრინდელ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, რომელმაც Epic Games-ის ანტიმონოპოლიური პრეტენზიები უარყო. 

კომენტარის დატოვება

მობილური თამაშების მწარმოებელს სურდა დაემტკიცებინა, რომ iOS მოწყობილობებზე აპლიკაციების გავრცელების შეზღუდვით Apple წესებს არღვევდა, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ Apple-მა განცხადება გაავრცელა:

«დღევანდელი გადაწყვეტილება Apple-ის ბრწყინვალე გამარჯვებას კიდევ ერთხელ ადასტურებს — ათი პრეტენზიიდან ცხრა Apple-ის სასარგებლოდ გადაწყდა. ორ წელიწადში უკვე მეორედ, ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ Apple ანტიმონოპოლიურ კანონებს სახელმწიფო და ფედერალურ დონეზე ემორჩილება. App Store კონკურენციის პოპულარიზაციას, ინოვაციების გააქტიურებასა და შესაძლებლობების გაფართოებას აგრძელებს. ჩვენ ამით ვამაყობთ». 

Epic-მა Apple-ს თავდაპირველად 2020 წელს უჩივლა, კერძოდ მას შემდეგ რაც Apple-მა Fortnite App Store-დან ამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა ეს სასამართლოც მოიგო, (მოსამართლემ გამოაცხადა, რომ Apple არ მოქმედებდა როგორც მონოპოლისტი) სასამართლომ Fortnite-ის მწარმოებელს აპში შესყიდვების შეზღუდვასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა. 

კოლეგიამ Epic Games-ის სასარგებლოდ ერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კალიფორნიაში Apple უსამართლო კონკურენციის შექმნას ცდილობდა.

«რაიონულ სასამართლო აშკარად არ შემცდარა, როდესაც დაადგინა, რომ კალიფორნიაში Apple-ის გადაწყვეტილებით Epic დაზარალდა. კომპანიამ თავისი შესაძლებლობები ბოროტად გამოიყენა». — ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

Apple-ს გადაწყვეტილების ეს ნაწილი ჯერ არ გაუსაჩივრებია. კომპანია, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მიიღებამდე ყველაფერს აწონ-დაწონის და ოპტიმალურ ნაბიჯს გადადგამს.

სასამართლო გადაწყვეტილებას Epic Games-ის აღმსარულებელი დირექტორი, ტიმ სუინიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომპანია დანებებას არ აპირებს და ახალ მტკიცებულებებს წარადგენს.

«პატივისცემით ვიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა არ ვეთანხმებით. ჩვენ შემდეგ ნაბიჯებზე ვმუშაობთ». — აღნიშნა მან.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ილონ მასკი Apple-ის წინააღმდეგ
ილონ მასკი Apple-ის წინააღმდეგ
თემის მიხედვით
ილონ მასკი Apple-ის წინააღმდეგ

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.