ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აუდიოწიგნების ნარატორები შიშობენ, რომ Apple მათ ხმას AI-ის საწვრთნელად იყენებს

აუდიოწიგნის ტექსასელი მთხრობელი, გარი ფარლონგი წუხდა, რომ ალგორითმებით შექმნილ სინთეტურ ხმებს შეეძლოთ მოეპარათ მისნაირი ხელოვანების ხმები. თებერვლის დასაწყისში მიხვდა, რომ მისი ყველაზე დიდი შიში რეალობად იქცა. ფარლონგი იმ მთხრობელებს და ავტორებს შორის მოხვდა, რომლებიც აღშფოთდნენ მას შემდეგ, რაც ავტორებსა და აუდიოწიგნების წამყვანი დისტრიბუტორის, Findway Voices-სა და Apple-ის კონტრაქტის შესახებ შეიტყვეს. კონტრაქტი Apple-ს უფლებას აძლევს, «გამოიყენოს აუდიო წიგნების ფაილები მანქანათმცოდნეობის ტრენინგისა და მოდელებისთვის». Findway Spotify-მ 2022 წლის ივნისში შეიძინა.

კომენტარის დატოვება

ზოგიერთი ავტორი და მთხრობელი ამბობს, რომ ისინი არ იყვნენ მკაფიოდ ინფორმირებული ამ ფაქტის შესახებ და შიშობენ, რომ ნამუშევრებსა ან ხმებს Apple-ის აუდიოწიგნების სინთეზური ხმების შემუშავებაში გამოიყენებენ.

Apple-მ 2023 წლის იანვარში ალგორითმებით პირველი მოთხრობილი აუდიოწიგნები გამოუშვა.

«ეს ძალიან იმედისგამაცრუებელი იყო» — ამბობს ფერლონგი, რომელსაც 300-ზე მეტი აუდიოწიგნი აქვს მოთხრობილი.

«ვფიქრობ, დარღვევაა ჩვენი ხმების გამოყენება ისეთი მასალის მოსამზადებლად, რომლის მიზანიც ჩვენი ადგილის დაკავებაა». — ამბობს ენდი გარსია-რუსე, მთხრობელი კანზასიდან.

თუმცა, ხმის არტისტების, მსახიობების და სხვა კრეატიულ სფეროში დასაქმებული ადამიანების წარმომადგენელი კომპანიის, SAG-AFTRA-ს მიხედვით, დავამ მიმდინარე კვირაში ცვლილებები გამოიწვია.

Apple და Findaway შეთანხმდნენ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ «ფაილების გამოყენება მანქანური სწავლებისთვის». შეჩერება გულისხმობს «ყველა ფაილს, რომელიც პრაქტიკის დასაწყისამდეა დათარიღებული».

SAG-AFTRA-ს აუდიოწიგნების დირექტორმა, ჯეინ ლავმა დაადასტურა, რომ Findaway-ს ფაილებზე  Apple-ის წვდომა შეჩერდა. მისი თქმით, ორგანიზაცია კვლავ მუშაობს Findaway-სთან ჩანაწერებისა და მონაცემების უსაფრთხო შენახვის, გამოყენების შეზღუდვისა და შესაბამისი კომპენსაციის საკითხებზე. 

Spotify-მ Findaway-ს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. 

Apple წლების განმავლობაში იყენებდა სინთეზური ხმის ტექნოლოგიას, მათ შორის ვირტუალურ ასისტენტ Siri-ს, მართვის მიმართულებებს და ხელმისაწვდომობის ფუნქციებს.

თუმცა, ზოგიერთი ავტორი და მთხრობელი ეჭვობს, რომ მათი აუდიოწიგნები დაეხმარა კომპანიას, დაეხვეწა თავისი ტექნოლოგია წიგნების თხრობის რთული ამოცანის გადასაჭრელად. აუდიოწიგნების სიგრძე, მასალის სირთულე  და ნიჭიერ მთხრობელთა შთამბეჭდავი გახმოვანება წიგნების გახმოვანებას, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ სირთულედ აქცევს სინთეზური ხმის ტექნოლოგიისთვის. წიგნებზე სინთეზური ხმების გამოყენებას ასევე მოაქვს ახალი ბიზნეს და კულტურული გამოწვევები.

«კომპანიების უმეტესობა, რომელიც ავითარებენ AI ტექნოლოგიებს, მოდის არა გასართობი, არამედ ტექნოლოგიების სექტორიდან. მათ არ აქვთ კავშირები, ისტორია და არ ჰყავთ შესაბამისი მსახიობები». — ამბობენ SAG-AFTRA-ში.

რამდენიმე ავტორის თქმით, Findaway გამოჩნდა, როგორც საიმედო დისტრიბუტორი, რომელიც გთავაზობთ მომგებიან გარიგებას აუდიოწიგნების ჩამონათვალში რამდენიმე პლატფორმაზე. 

თუმცა, მათ ასევე აღნიშნეს, რომ კომპანია ხშირად აიძულებს მომხმარებლებს, დაეთანხმონ განახლებულ შეთანხმებებს, ჩვეულებრივ, მცირე ცვლილებებით. კომპანიამ 2019 წელს დისტრიბუციის ხელშეკრულებებს მანქანათმცოდნეობის პუნქტი დაამატა.

ბევრი ეჭვობს, რომ მათ მანქანათმცოდნეობის პუნქტს ხელი გაცნობიერების გარეშე მოაწერეს.

«ჩემი ბრალია, თავიდანვე ვერ შევამჩნიე განახლება და ის, თუ რას ნიშნავდა სრულად», — ამბობს ლორა ვანარენდოკ ბაგი, ავტორი ინდიანაპოლისიდან — «მაგრამ, განახლებაც თითქოს მალულად იყო განთავსებული». 

მეთიუ საგი, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ამბობს, რომ  Spotify და Apple საქმიანობას ლეგალურად აწარმოებენ, თუ ავტორმა მკაცრად არ აკრძალა თავისი ხმის გამოყენება კონტრაქტში, ან თუ Apple-მა არ შექმნა მათი ხმის იდენტური AI კლონი.

«საავტორო უფლებების შესახებ კანონის თვალსაზრისით, ხმის მსახიობებმა, ფაქტობრივად, გარდაუვალად მიანიჭეს მთელი თავიანთი საავტორო უფლებები სტუდიას ან გამომცემლობას, რომელმაც საწყისი ჩანაწერი გააკეთა». — ამბობს საგი.

ავტორები და მთხრობელები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. ღია ხმის ქსელის (OVON) აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ სტაინი ამბობს, რომ Findaway-მ დაარღვია რამდენიმე ეთიკური პრინციპი, როცა არ მოითხოვა მთხრობელთა თანხმობა ან არ მისცა სათანადო კომპენსაცია ხმის მფლობელს.

სინთეზური ხმების გარკვეული გამოყენება გარდაუვალია და ერთადერთი გზა, რომლითაც მთხრობელებს შეუძლიათ, დაიცვან თავიანთი შემოქმედება, არის კონტრაქტები, რომლებიც ნათლად ასახავენ გამოყენების უფლებებს და კომპენსაციას. OVON-მა შეიმუშავა სტანდარტული კონტრაქტი, რომელიც ნათლად ასახავს გამოყენების უფლებებს და კომპენსაციას, რათა დაეხმაროს მსახიობებს სინთეზური ხმის კომპანიებთან ურთიერთობაში.

მიუხედავად იმისა, რომ NAVA და Friendlander თანხმდებიან, რომ სინთეზური ხმების გამოყენება არსებითად ცუდი არაა და შეუძლია დაეხმაროს ცნობილ ავტორებს ნაწარმოებების თხრობაში, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაკლებად ცნობილი ხმის მსახიობების საარსებო წყაროს. იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ეთიკურად განვითარდეს, ფრინდლენდერის თქმით, საჭიროა კანონმდებლობა, რათა თავიდან ავიცილოთ ხმების არაავტორიზებული გაზიარება და სინთეზი.

მანამ სანამ ეს მოხდება, ხმის მსახიობი ლილიან რეიჩელი, რომელმაც Findaway Voices-ის პროფილი მას შემდეგ წაშალა, რაც მანქანური სწავლების პუნქტის შესახებ შეიტყო, იმედოვნებს, რომ მსმენელებს ექნებათ ადამიანური კავშირის რწმენა.

«კარგი მსახიობი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ ამბის კითხვაა. ისინი ავსებენ მას ძირითადი ემოციებით და ქვეტექსტებით, ამაღლებენ დაწერილ სიტყვებს თანაგრძნობითა და ნიუანსებით» — ამბობს რეიჩელი. — «ადამიანის გამოცდილებას ყოველ ამბავში ვატარებთ ისე, რომ მისი გამეორება შეუძლებელი ხდება». 

MidJourney - AI ხელოვნება რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
MidJourney — AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
თემის მიხედვით
MidJourney — AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
AI-ის თვალით დანახული ქართული წიგნების პერსონაჟი ქალები
AI-ის თვალით დანახული ქართული წიგნების პერსონაჟი ქალები
თემის მიხედვით
AI-ის თვალით დანახული ქართული წიგნების პერსონაჟი ქალები

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.