ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Coinbase ქართველი მომხმარებლების წინააღმდეგ — რა ხდება

2022 წელს აშშ-ის უდიდესმა კრიპტო ბირჟამ, Coinbase-მა ქართველი მომხმარებლების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

საქმის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში კრიპტობირჟაზე არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 290 ლარად შეფასდა, როცა რეალურად, ერთი ამერიკული დოლარი 2.9 ლარი ღირდა — კომპანიამ 100 მილიონ ლარამდე დანაკარგი მიიღო.

რამდენიმე დღის წინ კი ქართველმა მომხმარებლებმა თქვეს, რომ Coinbase-მა მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა განაახლა.

კომენტარის დატოვება

თავდაპირველად, კრიპტო ბირჟამ მომხმარებლებს არასწორი გაცვლითი კურსით გატანილი თანხების დაბრუნება მოსთხოვა, შემდეგ კი მათ ქართული იურიდიული კომპანია BGI ლეგალისგან ერთი ოფიციალური წერილი მიუვიდათ. კრიპტობირჟის ინეტრესებს საქართველოში სწორედ BGI ლეგალი იცავს. 2022 წელს  Coin Base-ს «ღვინაძე და კომპანია» წარმოადგენდა. 

წერილის თანახმად, Coinbase მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს, რათა სამართლებრივი დავა თავიდან აიცილოს — მომხმარებლები შეძლებენ კანონიერი გზით დაიტოვონ იმ თანხების ნაწილი, რაც 2022 წლის აგვისტოში მიიღეს. მოლაპარაკებების ბოლო ვადად 2023 წლის 15 ივლისია განსაზღვრული. საქმე სასამართლოში გაგრძლედება, თუ მოლაპარაკება ვერ შედგება. 

კრიპტო ბაზრის დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას შეფასებით, სასამართლო დავა აუცილებლად იქნება და მომხმარებლები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

«ჩვენი მოლოდინებით,  სამართლებრივი პროცესები შესაბამისად გაგრძელდება. ჯერ  ყველაფერი მხარეებზეა დამოკიდებული» — თქვა ავთანდილ კუჭავამ.

ავთანდილ კუჭავას თქმით, მომხმარებლების ინტერესებს კრიპტო ბაზარი იცავს და მათ საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი პროცესის წარმართვაში ეხმარება. 

«ჩვენ პროცესში ჩართულები ვიყავით როგორც ბაზრის ექსპერტები. კონსულტაციებზე საწყის ეტაპზე მოგვმართა მხოლოდ ერთმა მხარემ, ანუ მომხმარებლებმა, რომელსაც გავუწიეთ შესაბამისი სერვისი. მეორე მხარეს არ მოუმართავს. ხოლო ამ მომენტში ჩვენთვის კონსულტაციების თაობაზე არავის მოუმართავს». — განაცხადა ავთანდილ კუჭავამ.

მისივე თქმით, ვითარება რთულია. ორივე მხარეს აქვს როგორც პრობლემები, ისე უპირატესობები. 

«ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ უკეთ პოზიციონირდება და გამოიყენებს საკუთა ბენეფიტებს და სხვის სუსტ წერტილებს. ჩვენ ორივე მხარის პოზიციებს ვსწავლობთ და ვამუშავებთ. ორივე მხარეს თავისი ლაფსუსები აქვს და პროცესი არც ერთი მხარისთვის იქნება მარტივი».

Dev.ge იურიდიულ კომპანია BGI-საც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ საქამესთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ეროვნული ბანკი კრიპტო კომპანიებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას უკრძალავს
ეროვნული ბანკი კრიპტო კომპანიებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას უკრძალავს
თემის მიხედვით
ეროვნული ბანკი კრიპტო კომპანიებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას უკრძალავს

ასევე წაიკითხეთ
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა. 
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.