ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკმა NY Times-ს ლურჯი ნიშანი გაუთიშა

Twitter ვერიფიკაციას იმ ანგარიშებზე აუქმებს, რომლებსაც ლურჯი ნიშანი პლატფორმის მიერ ფასიანი გამოწერის გამოცხადებამდე ჰქონდათ. New York Times-მა ლურჯი ნიშანი მას შემდეგ დაკარგა, რაც რამდენიმე ორგანიზაციასთან და ცნობილ ადამიანთან ერთად განაცხადა, რომ ვერიფიკაციისთვის თანხის გადახდას არ აპირებს.

კომენტარის დატოვება

ამ ნაბიჯმა ილონ მასკი აღაშფოთა, მან გაზეთს შეურაცხყოფა მიაყენა.

«NYTimes-ის ნამდვილი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ მათი პროპაგანდა საინტერესოც კი არ არის. ამით არაფერი დაგვაკლდება». — წერს მასკი.

Twitter-ის ახალი წესის თანახმად, ლურჯი ნიშნები, რომლებიც ოდესღაც ოფიციალურ ანგარიშებს ჰქონდათ, გაუქრება ყველას, ვინც ვერიფიკაციისთვის თანხას არ გადაიხდის.

ამისთვის ორგანიზაციებმა ყოველთვიურად $1,000 უნდა გადაიხადონ, ხოლო ინდივიდუალურმა ანგარიშებმა — $8.

გამოწერის სერვისი პლატფორმას დამატებით შემოსავალს მოუტანს, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ნამდვილი ანგარიშების იმიტატორებისგან გარჩევა ძალიან გაძნელდება.

გარდა სააბონენტო გადასახადისა, New York Times-მა თქვა, რომ ის არც თავისი ჟურნალისტების ვერიფიკაციისთვის გადაიხდის, გარდა იშვიათი შემთხვევისა, როდესაც ეს სტატუსი კონკრეტული მიზნებისთვის აუცილებელი იქნება.

დეკემბრიდან Twitter-მა სამი განსხვავებული ფერის დამადასტურებელი ნიშანი შემოიტანა: ოქროსფერი — ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, ნაცრისფერი — მთავრობასთან დაკავშირებული ანგარიშებისთვის ან მრავალმხრივი ორგანიზაციებისთვის და ლურჯი — ინდივიდუალური ანგარიშებისთვის.

ბევრ საინფორმაციო ორგანიზაციას, მათ შორის CNN-ს, Los Angeles Times-სა და Washington Post-ს, რომლებმაც ასევე განაცხადეს, რომ Twitter-ის ვერიფიკაციისთვის არ გადაიხდიდნენ, Twitter-ზე ახლა ოქროსფერი ნიშნები აქვთ.

ოქროსფერი ნიშანი New York Times-ის სხვა ანგარიშებს, როგორიცაა New York Times Arts და New York Times Travel, ამშვენებს.

როგორც ჩანს, ლურჯი ნიშნების მოცილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. შეიძლება იმის გამო, რომ ეს ხელით შესასრულებელი პროცესია.

ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც თქვა, რომ არ Twitter-ის ვერიფიკაციისთვის არ გადაიხდის, ლურჯი ნიშანი ჯერ კიდევ აქვს. იგივე ამერიკელ რეპერ Ice-T-ს ეხება, რომელმაც გადახდის ახალი სისტემა გააკრიტიკა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება
თემის მიხედვით
Twitter-ზე ფასიანი ლურჯი ნიშანი ბრუნდება
Twitter-ის გამოკითხვებში მონაწილეობას მხოლოდ ფასიანი ვერიფიკაციის მფლობელები შეძლებენ
Twitter-ის გამოკითხვებში მონაწილეობას მხოლოდ ფასიანი ვერიფიკაციის მფლობელები შეძლებენ
თემის მიხედვით
Twitter-ის გამოკითხვებში მონაწილეობას მხოლოდ ფასიანი ვერიფიკაციის მფლობელები შეძლებენ

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.