ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნინი ვანიშვილიახალი ამბები
27 მარტი 2023, 19:02
2023-03-27
ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად იყიდა, ახლა $20 მილიარდად აფასებს
ილონ მასკი Twitter-ს, დაახლოებით, 20 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა Twitter-ის თანამშრომლები გააფრთხილა, რომ კომპანია ჯერ კიდევ არასტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაშია.
«ტვიტერი სწრაფად იცვლება», — წერს ილონ მასკი და აცხადებს, რომ კომპანიას ერთ მომენტში ოთხი თვე აშორებდა ნაღდი ფულის ამოწურვისგან.
Platformer-ის წარმომადგენლის, ზოი შიფერის თქმით, მასკმა თანამშრომლებს უთხრა, რომ ხედავს «ნათელ, მაგრამ რთულ გზას» Twitter-ის 250 მილიარდ დოლარად შეფასებისკენ.
მასკის განცხადებით, Twitter თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, გაყიდონ აქციები ყოველ ექვს თვეში. მსგავსი პოლიტიკაა SpaceX-შიც.
მისი თქმით, პროგრამა თანამშრომლებს «ლიკვიდურ აქციებს» მისცემს და დაიცავს მათ «ფასის ქაოსისგან», რომელიც კომპანიაში კაპიტალთან ერთად მოდის.
მასკის შეფასებით, Twitter მაინც უფრო მეტი ღირს, ვიდრე Snapchat, რომელსაც ყოველდღიურად 140 მილიონით მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Twitter-ის ფასის ვარდნა ილონ მასკის გადაწყვეტილებების პირდაპირი შედეგია.
2023 წლის დასაწყისში Twitter-თან 500-ზე მეტმა სარეკლამო პარტნიორმა შეწყვიტა თანამშრომლობა.
ამ კომპანიების უმეტესობამ უარი თქვა პლატფორმასთან პარტნიორობაზე Twitter Blue-ის ხელახალი გაშვების შემდეგ — ხშირად ტროლები ბოროტად სარგებლობენ სერვისით და თავს რეალურ კომპანიებად ასაღებენ.
The Information-ის ბოლო მოხსენების მიხედვით, თებერვლის დასაწყისში შეერთხებულ შტატებში Twitter Blue-ს მხოლოდ 180 000 მომხმარებელი ჰყავდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სერვისი ფინანსური ვარდნის გამოსწორებას ხელს ვერ უწყობს.