ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Twitter-მა კიდევ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა

Twitter-ში შემცირებების ახალი ტალღა დაიწყო. New York Times-ში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ კიდევ, მინიმუმ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა.

კომენტარის დატოვება
Twitter-მა კიდევ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა

Twitter-ში შემცირებების ახალი ტალღა დაიწყო. New York Times-ში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ კიდევ, მინიმუმ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა.

25 თებერვალს კომპანიიდან 50 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ შორის მოხვდა პროდუქტის მენეჯერი, ესტერ კროუფორდი, რომელსაც ილონ მასკის მმართველობის პირველ დღეებში ოფისში ეძინა. მან თქვა, რომ ამაყობს Twitter-ის გუნდით, რომელმაც ხმაურსა და ქაოსში კომპანიის შენარჩუნება შეძლო, ხოლო შემცირების ახალ ტალღაზე არ უსაუბრია.

ეს რეორგანიზაციის უახლესი რაუნდია მას შემდეგ, რაც Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ოქტომბერში, ჯამში 7,500 თანამშრომელი გაათავისუფლა.

მას შემდეგ რაც თანამშრომლებმა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, მასკმა დატვიტა: «ვიმედოვნებ, კარგი კვირა გექნებათ. ეს თქვენი დასვენების პირველი დღეა».

პროდუქტის კიდევ ერთი მენეჯერი, რომელიც გაათავისუფლეს, მარტინ დე კუიპერია. როგორც ამბობს, გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი ელექტრონული ფოსტა დაბლოკილი იყო.

ტექნოლოგიური გარემო რეორგანიზაციასა და გათავისუფლებებს შეეჩვია, მაგრამ ექსპერტი ზო კლინმანი ფიქრობს, რომ ილონ მასკის პროვოკაციული ტვიტები და მისი ნაბიჯები გამაღიზიანებელია.

«ჩვენ მსგავს სიახლეს ყოველ დღე ველით, მაგრამ ესტერ კროუფორდის გათავისუფლებას, რომელიც ე.წ. Twitter 2.0-ში გავლენიან ფიგურად ითვლებოდა, არავინ ელოდა. ეს კიდევ ერთხელ, თვალსაჩინოდ გვნახებს იმ სასტიკ გარემოს, რომელშიც ყველაზე ერთგულიც კი დაუცველია». — აღნიშნა მან.

Twitter-ის შემცირების ახალი ტალღა  ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში უკანასკნელია.

Amazon-მა, Microsoft-მა და Alphabet-მა ათობით ათასი თანამშრომელი გაათავისუფლეს, მაგრამ ინდუსტრიაში შემცირებები უფრო ფართომასშტაბიანია და მხოლოდ გიგანტ კომპანიებს არ მოიცავს.

იანვრის ბოლოს, ექვს დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მათ შორის Spotify-ში, Inte-სა და IBM-ში, რვა დღეში 10,000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა.

რეორგანიზაცია Twitter-ში მას შემდეგ დაიწყო, რაც Reuters-მა დაწერა, რომ კომპანიამ საბანკო სესხზე, რომელსაც მასკი შესყიდვის დასაფინანსებლად იყენებდა, პირველი პროცენტი გადაიხადა.

Reuters–ის ცნობით, Twitter–მა იანვარში ბანკებს დაახლოებით 300 მილიონი დოლარი გადაუხადა.

მასკმა დუბაიში ამ თვის მსოფლიო მთავრობის სამიტს განუცხადა: «ვფიქრობ, რომ ორგანიზაციის სტაბილიზაცია მჭირდება და უბრალოდ დარწმუნება, რომ ის ფინანსურად ჯანმრთელ ადგილზეა».

Twitter-მა გაათავისუფლა ქალი რომელსაც ილონ მასკის მმართველობის პირველ დღეებში ოფისში ეძინა
Twitter-მა გაათავისუფლა ქალი, რომელსაც ილონ მასკის მმართველობის პირველ დღეებში ოფისში ეძინა
თემის მიხედვით
Twitter-მა გაათავისუფლა ქალი, რომელსაც ილონ მასკის მმართველობის პირველ დღეებში ოფისში ეძინა
ილონ მასკმა Twitter-ზე Mr.Tweet დაირქვა
ილონ მასკმა Twitter-ზე Mr.Tweet დაირქვა
თემის მიხედვით
ილონ მასკმა Twitter-ზე Mr.Tweet დაირქვა
Twitter აუქციონზე საკუთარი ლოგოს ქანდაკებასა და საოფისე ავეჯს ყიდის
Twitter აუქციონზე საკუთარი ლოგოს ქანდაკებასა და საოფისე ავეჯს ყიდის
თემის მიხედვით
Twitter აუქციონზე საკუთარი ლოგოს ქანდაკებასა და საოფისე ავეჯს ყიდის
Twitter ორფაქტორიან SMS აუთენტიფიკაციას ფასიანს გახდის
Twitter ორფაქტორიან SMS აუთენტიფიკაციას ფასიანს გახდის
თემის მიხედვით
Twitter ორფაქტორიან SMS აუთენტიფიკაციას ფასიანს გახდის


ასევე წაიკითხეთ
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.