ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკი: Tesla შანხაიში ახალ ქარხანას ააშენებს

ილონ მასკის ელექტრო მანქანების კომპანია, Tesla ჩინეთში ბიზნესის გაფართოვებას გეგმავს, ამიტომ შანხაიში ახალ ქარხანას ააშენებს, სადაც ფართომასშტაბიანი ბატარეები დამზადდება.

კომენტარის დატოვება

კომპანიის თქმით, ქარხანას წელიწადში 10,000 «მეგაპაკი» ენერგიის შესანახი ერთეულის წარმოება შეეძლება. 

მეგაპაკი ძალიან დიდი ბატარეაა, რომელიც ენერგეტიკული ქსელების სტაბილიზაციისთვისა და ელექტროენერგიის გათიშვის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.

Tesla-ს მეკაპაკის ქარხანა კალიფორნიაშიც აქვს, სადაც ყოველწლიურად 10,000 ერთეულს აწარმოებს. მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჩინური ქარხანა აშშ-ის ქარხნის პარალელურად იმუშავებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედია საშუალების, Xinhua-ს ცნობით, ახალი ქარხნის სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, უშაულოდ ბატარეების წარმოება კი —  2024 წლის ზაფხულისთვის.

ჩინეთი ბატარეების უმსხვილესი მწარმოებელია, რასაც Tesla წარმოების გაზრდისთვისა და ხარჯების შემცირებისთვის ეფექტურად გამოიყენებს.

აშშ-ის მთავრობა ამერიკულ კომპანიებს აიძულებს, რომ ჩინეთზე, პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ფონზე, ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი.

გასულ წელს, ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც ფედერალურ დაფინანსებას იღებენ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთში მოწინავე ტექნოლოგიური ობიექტების აშენება 10 წლით აუკრძალა.

აგვისტოში, ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც მთავრობა 2 მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვისა და სამეცნიერო კვლევებისთვის 80 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, იმის შიშით, რომ ამერიკა ჩინეთთან მიმართებაში თავის ტექნოლოგიურ უპირატესობას დაკარგავს.

Tesla-მ თავისი პირველი ქარხანა აშშ-ს გარეთ 2019 წელს სწორედ შანხაიში გახსნა. ამჟამად ქარხანა კვირაში 22,000 მანქანას აწარმოებს.

წელს ჩინეთში, რომელიც მსოფლიოში ავტომობილების ყველაზე დიდი ბაზარია, მანქანების გაყიდვების მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Reuters: Tesla-ს ჩინეთში ელექტრომობილების ფასის ბრძოლაში გამარჯვება შეეძლო მაგრამ ომს აგებს
Reuters: Tesla-ს ჩინეთში ელექტრომობილების ფასის ბრძოლაში გამარჯვება შეეძლო, მაგრამ ომს აგებს
თემის მიხედვით
Reuters: Tesla-ს ჩინეთში ელექტრომობილების ფასის ბრძოლაში გამარჯვება შეეძლო, მაგრამ ომს აგებს
სამხრეთ კორეა Tesla-ს რეკლამაში ტყუილის გამო $2.2 მლნ-ით დააჯარიმებს
სამხრეთ კორეა Tesla-ს რეკლამაში ტყუილის გამო $2.2 მლნ-ით დააჯარიმებს
თემის მიხედვით
სამხრეთ კორეა Tesla-ს რეკლამაში ტყუილის გამო $2.2 მლნ-ით დააჯარიმებს

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.